გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები მთიანი ყარაბაღის შესახებ

ვიკიმედიის სტატია-სია

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მიმდინარეობისას, გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხი რეზოლუცია მიიღო. ეს რეზოლუციები არ ეყრდნობოდნენ გაეროს ქარტიის VII-ე თავს.

მიზანი თარიღი
822 მოუწოდებს საომარი მოქმედებების შეჩერებისკენ და 1993 წლის 3 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ქალბაჯარის ოკუპაციის შემდეგ, ამ და სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის მიერ ჯარის გამოყვანას. 30 აპრილი 1993
853 მოითხოვს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას, აგრეთვე მოითხოვს სომხეთის ჯარების გაყვანას აღდამისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან და კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს 822-ე რეზოლუციას. 29 ივლისი 1993
874 მოუწოდებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას, საომარი მოქმედებების შეჩერებას და ბოლო დროს ოკუპირებული აზერბაიჯანული ტერიტორიებიდან: ფუზულიდან (1993 წლის 23 აგვისტო), ჯაბრაილიდან (1993 წლის 26 აგვისტო), გუბადლიდან (1993 წლის 31 სექტემბერი) სომხური ჯარების გაყვანას, საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს გაეროს 822-ე და 853-ე რეზოლუციებს. 14 ოქტომბერი 1993
884 საბჭო გმობს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ბოლოდროინდელ დარღვევებს, რის შედეგადაც საომარი მოქმედებები განახლდა; მოუწოდებს სომხეთის მთავრობას გამოიყენოს თავისი გავლენა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთიანი ყარაბაღის რეგიონის სომხების მიერ 822, 853 და 874 რეზოლუციების დაცვას. მხარეებს მოეთხოვა დაუყოვნებლივ შეაჩერონ შეიარაღებული საომარი მოქმედებები; ასევე სომხეთს მოუწოდეს გაიყვანოს თავისი ჯარები აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან, კერძოდ ზანგილანიდან, და კიდევ ერთხელ დაადასტურეს გაეროს 822-ე, 853-ე, 874-ე რეზოლუციები. 12 ნოემბერი 1993

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება