ჯაბრაილი
ჯაბრაილი (აზერ. Cəbrayıl) — უკაცრიელი ქალაქი აზერბაიჯანში, ნომინალურად აზერბაიჯანის ჯაბრაილის რაიონის ადმინისტრაციული დედაქალაქი.
ქალაქი და მუნიციპალიტეტი | |
---|---|
ჯაბრაილი Cəbrayıl | |
ქალაქის ნანგრევები პირველი მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
მუნიციპალიტეტი | ჯაბრაილის რაიონი |
კოორდინატები | 39°24′00″ ჩ. გ. 47°01′34″ ა. გ. / 39.40000° ჩ. გ. 47.02611° ა. გ. |
დაარსდა | 1980 წ. |
ცენტრის სიმაღლე | 569 (1 867 ფუტი) მ |
მოსახლეობა |
1989 წ. ჯამში: 0 ომამდელი მოსახლეობა რაოდენობა: 6 070 კაცი |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
ქალაქი აზერბაიჯანული უმრავლეოსობითა და სომხური მრავალფეროვნებით სხვადასხვა დროს რუსეთის იმპერიის ეპოქაში და აზერბაიჯანული უმრავლესობით საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. ქალაქი მიტოვებულია, რაც ადგილობრივმა სომხურმა ძალებმა გაანადგურეს პირველი ნაგორნო-ყარაბაღის ომის დროს.[1]
ისტორია
რედაქტირებასომეხი ისტორიკოსის, სამველ კარაპეტიანის თანახმად, ნაპოვნი არქეოლოგიური მტიცებულება გვთავაზობს, რომ ერთი პერიოდი სოფელი დასახლებული იყო სომხებით, რომლებმაც, სავარაუდოდ, სოფელი მიატოვეს მე-17 საუკუნის დასაწყისში. სომხური ხალხური ზღაპრები ძველი ჯაბრაილის სოფლის შესახებ, რომელიც მშაკის გაზეთმა 1870-იან წლებში გამოაქვეყნა, აცხადებდა, რომ სოფელი აშენებულიყი იყო სომხების მიერ გრიგოლ განმანათლებელის პერიოდიში, რასაც მოწმობს ჭაბურღილის ტროტუარზე ამოტვიფრული ჯვრები. 1813 წელს ჯაბრაილის ტერიტორია იყო ყარაბაღის სახანოს ნაწილი, როცა მისი ანექსია მოხდა რუსეთის იმპერიის მიერ გულისტანის საზავო ხელშეკრულების დროს. მე-19 საუკუნის სომეხი ავტორი რაფი აღნიშნავს, რომ ისტორიული ჯაბრალის ხიდი (Jabrayili Kamur) სოფლის მიდამოებში არსებობდა.[2]
რუსეთის იმპერია
რედაქტირებაცარისტულ პერიოდში, თავდაპირველად, ჯაბრაილი იყო შუშას მაზრას სოფელი, ხოლო მოგვიანებით, ჯებრაილის მაზრაში, როგორც მისი ადმინისტრაციული ცენტრი, რუსეთის იმპერიის ელიზავეტპოლის გუბერნიაში. ყოველწლიური წიგნის კავკასიური კალენდრის თანახმად, 1855 წელს ჯაბრაილის მოსახლეობა შედგებოდა შიიტი თათრებისგან (მოგვიანებით, ცნობილი, როგორც აზერბაიჯანელები). თუმცა, 1897 წლის რუსული აღწერის თანახმად, ჯაბრაილის სოფლის მოსახლეობა იყო 520 ადამიანი, სომხური მრავალდეროვნებით: 228 სომეხი; 186 თურქი-თათარი; 76 რუსი. რუსეთის იმპერიის დროს, ჯაბრაილი იყო საბაჟო-გამშვები პუნქტი რუსეთ-სპარსეთის საზღვარზე, ისევე როგორც სომხებით დასაქმებული სამეფო სკოლა, მათ შორის, მისი დირექტორი ალექსანდრე ტერ-აბრაჰამიანი (1879 წლიდან).
საბჭოთა კავშირი
რედაქტირება1926 წლის საბჭოთა აღწერის თანახმად, ჯაბრაილის რაიონის მოსახლეობა შეადგენდა 10 653 ადამიანს. თავად სოფელში არავითარი ეთნიკური დაყოფა არ აღრიცხულა. მათგან რაიონის 97.2% იყო თურქი (ე.ი. აზერბაიჯანელები), 105 (1%) იყვნენ რუსები, 57 (0.5%) იყვნენ სომხები და 24 (0.2%) იყვნენ სპარსელები. 1979 წლის საბჭოთა აღწერის მიხედვით რეგისტრირებული 4 825 მოსახლედან თითქმის ყველა (99.5%) იყო ეთნიკური აზერბაიჯანელი. როგორც რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ჯაბრაილი მნიშვნელოვნად გაძლიერდა საბჭოთა პერიოდის განმავლობაში და 1950-იანი წლების დასაწყისში, გახსნილი იყო ორი შვიდწლიანი სკოლა, საშუალო სკოლა, კულტურული ცენტრი, საზაფხულო და ზამთრის კონოთეატრები, ორი ბიბლიოთეკა და კლუბი. ქალაქის მთავარი ეკონომიკური პროდუქტები არის კარაქი, ყველი და ხალიჩები.
სომხური კონტროლი
რედაქტირება1993 წლის 23 აგვისტოს, ყარაბაღის პირველი ომის დროს, ქალაქი ოკუპირებული იყო სომხური ძალების მიერ და მოწყვეტილი იყო არცახის რესპუბლიკას, რამაც მისი მოსახლეობის გადაადგილება გამოიწვია. როგორც სომხური ძალების მიერ დაკავებული აზერბაიჯანის შვიდი რაიონის უმეტესი ქალაქები, დაპყრობის შემდეგ ჯაბრაილი იყო გაძარცვული, განადგურებული და გაუკაცრიელებული. არცახის შემადგენლობაში, მას ეწოდა ჯრაკანი (Ջրական), ასევე ეწოდა მეხაკავანი (Մեխაკավան) და იმართებოდა ჰადრუტის პროვინციის შემადგენლობაში.[3][4]
აზერბაიჯანული კონტროლის აღდგენა
რედაქტირება27 წლის შემდეგ, 2020 წლის 9 ოქტომბერს, აზერბაიჯანმა აღადგინა კონტროლი ქალაქზე 2020 წლის ნაგორნო-ყარაბაღის ომის დროს.[5]
2020 წლის 4 ოქტომბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ერთდღიანი ბრძოლის შემდეგ კონტროლი დაამყარა ქალაქზე,[6] თუმცა, თავდაცვის მინისტრის პრესის მდივანმა, შუშან სტეფანიანმა უარყო ეს მოსაზრება.[7] 5 ოქტომბერს, არცახელი პრეზიდენტი, არაიაკ ჰარუთიუნიანი ამტკიცებდა, რომ იგი ქალაქს ეწვია.[8] მიუხედავად ამისა, 2020 წლის 9 ოქტომბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც აჩვენებდა თუ როგორ აღმართავდა აზერბაიჯანელი ჯარისკაცი აზერბიაიჯანის დროშას დანგრეული ქალაქის ცენტრში. „ევრონიუსის“ რეპორტიორები ქალაქს ეწვივნენ 17 ოქტომბერს და დაამტკიცეს, რომ ის აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა.
2020 წლის ნოემბერში, აზერბაიჯანული მედია ბოლო პერიოდებში დაპყრობილ ქალაქს სტუმრობდა და აცხადებდა, რომ ახლადაშენებული სამხედრო ბაზის გარდა, არცერთი შენობა არ დარჩენილა ხელუხლებელი ქალაქის დაპყრობის შემდეგ 1993 წელს.[9] რამდენიმე ელჩი, რომელიც დანგრეულ ქალაქს ესტუმრა 2021 წლის თებერვალში, ქალაქის მდგომარეობის გამო შოკში ჩავარდა[10] და დაამატა, რომ გარკვეული რაოდენობის საფლავები იყო გაფუჭებული ან გათხრილი.[11] BBC იუწყებოდა, რომ აზერბაიჯანელების სახლები და საფლავები სრულიად განადგურებული იყო სომხური ოკუპაციის განმავლობაში.[12]
2017 წელს ჯაბრაილში სომხურ სამხედრო ბაზაზე ზორავორ სურბ ასტვაწაცინის (წმინდა მარიამის)[13] სომხური ეკლესია გაიხსნა.[14][15] ეკლესიის მშენებლობა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაგმობას მოჰყვა.[16] 2021 წლის მარტში, BBC-ის ჟურნალისტი ჯონა ფიშერი ეკლესიის ადგილს ეწვია გეოლოკაციის გამოყენებით და დაინახა, რომ მისი კვალი არ დარჩენილა. როდესაც მან პოლიციის ბადრაგს ჰკითხა, თუ რა დაემართა ეკლესიას, ამ უკანასკნელმა თავდაპირველად თქვა, რომ ეკლესია „ომის დროს დაინგრა“, მაგრამ შემდეგ, ვიდეოში აშკარად ჩანდა, რომ ეკლესია ჯერ კიდევ ხელუხლებელი იყო, როდესაც ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლქვეშ მოექცა. BBC-ის ჟურნალისტმა თქვა, რომ „[სომხებმა] თვითონ გაანადგურეს“. ფიშერმა სურათები აჩვენა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ჰიკმეთ ჰაჯიევს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ეკლესია დაინგრა“, ხოლო ჰაჯიევმა უპასუხა „რადგან ეს სათანადო გეოლოკაციაა, არ ვიცი, უნდა შევამოწმოო“, შემდეგ დაამატა, რომ „ჯაბრაილში არასდროს უცხოვრია სომეხს [sic]“ და რომ „რაიმე სახის რელიგიური ადგილის აშენება რეგიონის ნებისმიერი რელიგიური ხასიათის შესაცვლელად არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა“, შემდეგ კი, თემა შეცვალა სომხების მიერ აზერბაიჯანული ქალაქების განადგურებით.[12]
2021 წლის თებერვლის დასაწყისში ჯაბრაილს ეწვივნენ აზერბაიჯანში აკრედიტებული უცხოელი ელჩები, სამხედრო ატაშეები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. კერძოდ, მათ დანგრეული კულტურის სახლი და სასაფლაო დაათვალიერეს.[17] 2021 წლის სექტემბერში ბრიტანულმა კომპანია Chapman Taylor-მა ჯაბრაილის გენერალური გეგმის პროექტის მოსამზადებლად ტენდერში გაიმარჯვა.[18] იმავე წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის ქალაქზე კონტროლის აღდგენის წლისთავზე, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფუძველი ჩაუყარა ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოს, სკოლასა და პირველ კორპუსს.[19]
გამორჩეული პიროვნებები
რედაქტირება- ჯამილ აჰმადოვი - საბჭოთა კავშირის გმირი.[20]
- თეიმურ გულიევი – სახალხო კომისართა საბჭოს (1937–1953) და აზერბაიჯანის სსრ მინისტრთა საბჭოს (1953–1954) თავმჯდომარე.[21]
- ფარდა ამინი - აზერბაიჯანელი მსახიობი, კომიკოსი და სცენარისტი.[22]
- სურენ შადუნცი - ტაჯიკეთის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი 1934-1937 წლებში და ტაჯიკეთის სსრ-ის დე ფაქტო ლიდერი.
გალერეა
რედაქტირება-
სომხების მიერ მთიანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ დადგმული მემორიალური ჯვარი
-
დანგრეული ქალაქის საჰაერო ხედი, სადაც ნაჩვენებია დანგრეული სახლები
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (1904) რედ. т. 63: Первая всеобщая перепись населения Российской Империи, 1897 г.. Елисаветопольская губерния. Н.А.Тройницкий, С.-Петербург, გვ. 138.
- ↑ Hakobyan, Melik-Bakhshyan & Barseghyan 1998, p. 374.
- ↑ This Is A Different War': Nagorno-Karabakh Refugee Shudders At Video Showing Neighbors' Execution. RadioFreeEurope/RadioLiberty (30 October 2020). ციტირების თარიღი: 24 November 2020.
- ↑ Armenian company: Employee dies, others wounded after blast near storage room in Karabakh's Martuni. news.am (26 October 2020). ციტირების თარიღი: 24 November 2020.
- ↑ Cəbrayıl şəhərində Azərbaycan Bayrağı dalğalanır - VİDEO in Azerbaijani. Ministry of Defense of Azerbaijan (9 October 2020). ციტირების თარიღი: 9 October 2020.
- ↑ President Ilham Aliyev: "Azerbaijani Army liberates Jabrayil city and several villages of the region". APA.az (4 October 2020). ციტატა: „Today, the Azerbaijani army liberated the city of Jabrayil and several villages in the region. Love to the Azerbaijani army! Karabakh is Azerbaijan!", President of Azerbaijan Ilham Aliyev wrote this on his Twitter page today, APA reports.“ ციტირების თარიღი: 4 October 2020.
- ↑ Քիչ անց կներկայացնենք փախուստ Մատաղիսից վավերագրությունը․ Շուշան Ստեփանյան in Armenian. hy.armradio.com (4 October 2020). ციტირების თარიღი: 6 February 2021.
- ↑ Fighting spirit of the boys and the confidence in victory are just contagious. Artsakh President. 1lurer.am (5 October 2020). ციტირების თარიღი: 6 February 2021.
- ↑ Mushvig Mehdiyev. (19 November 2020)Azerbaijani President Visits Liberated Districts, Vows to Rebuild Damaged Villages and Cities. caspiannews.com. Caspian News. ციტირების თარიღი: 6 February 2021.
- ↑ It's really painful to see such scenes in Jabrayil - Croatian ambassador. azernews.az. AzerNews (6 February 2021). ციტირების თარიღი: 6 February 2021.
- ↑ Afghanistan's ambassador: The sight we saw in Jabrayil was terrible. apa.az. APA (6 February 2021). ციტირების თარიღი: 6 February 2021.
- ↑ 12.0 12.1 Fisher, Jonah (28 March 2021). „Who Won the Karabakh War“. BBC Our World. ციტირების თარიღი: 28 March 2021.
- ↑ Azerbaijan Destroys Another Armenian Church After War – Asbarez.com.
- ↑ Մեխակավան (Ջեբրայիլ) բնակավայրում օծվել է Զորավոր Սուրբ Աստվածածին եկեղեցին (լուսանկարներ).
- ↑ Kucera, Joshua (26 March 2021). „What happened to the church?“. Eurasianet. ციტირების თარიღი: 4 April 2021.
- ↑ „Azerbaijan says Armenia's actions contradict basic principles of Christianity“. 5 October 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 March 2021. ციტირების თარიღი: 26 March 2021.
- ↑ Азербайджан показал иностранным дипломатам последствия 27-летней оккупации Джебраильского района. ციტირების თარიღი: 2021-03-26
- ↑ Chapman Taylor LLP подготовит проект генплана города Джабраил. ციტირების თარიღი: 2021-11-12
- ↑ В городе Джабраил будут построены больница, школа и многоквартирное здание. ციტირების თარიღი: 2021-11-12
- ↑ Ахмедов Джамил Мамед оглы.
- ↑ Кулиев Теймур Имам Кули оглы.
- ↑ Məşhurlar Cəbrayılın azad olunmasını belə qarşıladı. ციტირების თარიღი: 1 December 2021
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Hakobyan, Tadevos Kh.; Melik-Bakhshyan, Stepan T.; Barseghyan, Hovhannes Kh. (1998). Հայաստանի և հարակից շրջանների տեղանունների բառարան [Dictionary of Toponyms of Armenia and Adjacent Territories] (in Armenian). Vol. 4. Yerevan State University Press. p. 374. OCLC 247335945.
- Karapetyan, Samvel (2001). "Jabrail". Armenian Cultural Monuments in the Region of Karabakh (PDF). RAA Scientific Researches. Vol. 3. "Gitutiun" Publishing House of NAS RA. pp. 225–226. ISBN 9785808004689. Archived from the original (PDF) on 19 October 2021. Retrieved 13 October 2023.
- Masalsky, Vladislav [in Russian] (1893). "Джебраиль" [Dzhebrail]. In Ivan Andreyevsky; Konstantin Arsenyev; Fedor Petrushevsky (eds.). Brockhaus and Efron Encyclopedic Dictionary (in Russian). Vol. X. Saint Petersburg: Brockhaus–Efron. p. 527.
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირება- ჯაბრაილი GEOnet სახელების სერვერზე
- World Gazetteer: Azerbaijan[მკვდარი ბმული] – World-Gazetteer.com