ჯებრაილის მაზრა (რუს. Джебраильский уезд) — იყო რუსეთის იმპერიის ელიზავეტპოლის გუბერნიის ერთ-ერთი მაზრა (ადმინისტრაციული ერთეული) რომელიც მდებარეობდა კავკასიაში, რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი 1868 წლიდან 1921 წლამდე იყო ჯებრაილი, სანამ იგი ოფიციალურად არ გააუქმა საბჭოთა ხელისუფლებამ.[1]

რუკა

გეოგრაფია

რედაქტირება

ჯებრაილის მაზრას დასავლეთის მხრიდან ზანგეზურის უეზდი ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთიდან ბაქოს გუბერნია, ხოლო სამხრეთიდან კი სპარსეთის იმპერია. უეზდის მთლიანი ტერიტორია იყო 2 922,6 კვადრატული ვერსი. რეგიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი ძირითადად მთიანი რელიეფისგან შედგებოდა. ჩვეულებრივ, პირუტყვებისთვის საძოვრად უფრო მაღალ რეგიონებს იყენებდნენ. მთლიანი უეზდის ტერიტორია მდებარეობდა მდინარე არაქსის აუზში. რეგიონში მდინარე არაქსის შენაკადებს იყენებდნენ მიწების სარწყავად.[2]

უეიზდის ტერიტორია ყარაბაღის სახანოს შემადგენლობაში შედიოდა 1813 წლამდე, გულისტანის საზავო ხელშეკრულების თანახმად, რეგიონი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში უნდა გადასულიყო, როგორც ყარაბაღის პროვინცია. 1840 წელს პროვინცია გადაიქცა შუშის უეზდად, ხოლო 1868 წელს, როდესაც შეიქმნა ელიზავეტპოლის გუბერნია, შუშის უეზდის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დაარსდა, როგორც ცალკე ჯებრაილის მაზრა. [2] უეეზდის ცენტრი ქალაქი ჯებრაილი სპარსეთის იმპერიის საზღვართან საბაჟო ოფისად გამოიყენებოდა.[2] რეგიონში საბჭოთა კავშირის დამყარების შემდეგ იგი ჯებრაილის რაიონის დედაქალაქი იყო, რომელიც 1993 წლის აგვისტოში დაიკავეს სომეხმა შეიარაღებულმა ძალებმა. 1905 წელს ჯებრაილის უეზდს გადაარქვეს სახელი და უწოდეს ყარაბულაყის მაზრა , რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ყარაბულაყში მდებარეობდა. ჯებრაილის უეზდი ამავე სტატუსით დარჩა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში, 1920 წლამდე. [3] აზერბაიჯანზე საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ, ყარაბულაყი დაარქვეს სარდარს,[4] საბოოლოოდ კი ეწოდა ფუზული 1959 წელს, რომელიც წარმოადგენდა ფუზულის რაიონის დედაქალაქს, რომელიც ამჟამად დაკავებულია სომხური შეიარაღებული ძალების მიერ.[5]

დემოგრაფია

რედაქტირება

1897 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, უეზდის საერთო მოსახლეობა 66 360 ადამიანს შეადგენდა, აქედან 49 189 იყო აზერბაიჯანელი თურქი, 15 746 იყო სომეხი, 398 ქურთი, 893 რუსი და სხვა უმცირესობების წარმომადგენლები..[6] 1926 წლიდან საბჭოთა კავშირის მიერ ჩატარებული აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა რეგიონში გაზრდილი იყო 75 371-მდე, რომელთაგანაც 71 725 იყო აზერბაიჯანელი თურქი, 625 - სომხები, 1 089 - რუსი, ხოლო 520 კი სპარსელი. [4] ჯებრაილის მაზრის შემადგენლობაში შედიოდა სულ 178 დასახლება. მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით და მებაღეობით იყო დაკავებული. 1891 წლის სტატისტიკური მონაცემებით, აქ იყო 37 000 მსხვილფეხა და 108 000 წვრილფეხა პირუტყვი.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Число фабрик и заводов в 1890 г. было 130, рабочих 304, сумма производства — 26820 р.
  • Карягино // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  • Массальский В. И. Джебраиль // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
  1. Chisholm, Hugh (1910) The Encyclopædia britannica: a dictionary of arts, sciences, literature and general information. Volume 9. Leiden, the Netherlands: The Encyclopædia Britannica Company, გვ. 280. ISBN 978-90-04-17901-1. ციტირების თარიღი: 2011-08-04. 
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Большой энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. Джебраиль. ციტირების თარიღი: 2011-08-04.
  3. Historical background. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-11. ციტირების თარიღი: 2011-08-04.
  4. 4.0 4.1 ДЖЕБРАИЛЬСКИЙ УЕЗД (1926 г.). ციტირების თარიღი: 2011-08-04.
  5. Энциклопедический словарь Ф.А. Брокгауза и И.А. Ефрона. Карягино. ციტირების თარიღი: 2011-08-04.
  6. Первая всеобщая перепись населения Российской Империи 1897 г. Распределение населения по родному языку и уездам Российской Империи кроме губерний Европейской России. ციტირების თარიღი: 2011-08-04.