ზანგეზურის მაზრა (რუს. Зангезурский уезд) — რუსეთის იმპერიის, ელიზავეტპოლის გუბერნიის ერთ-ერთი ყოფილი ადმინისტრაციული ერთეული, რომლის ცენტრი 1868 წლამდე იყო ქალაქი გორისი, მანამ სანამ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ოფიციალურად არ გაუქმდა.[1]

რუკა

სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მაზრის ტერიტორია გაიყო საბჭოთა სომხეთსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის, სომხეთის შემადგენლობაში ძირითადად გადავიდა სომხებით დასახლებული პუნქტები, როგორებიც იყო: სისიანის, გორისის, კაპანისა და მეღრი რაიონები, ხოლო აზერბაიჯანმა მიიღო ლაჩინი, ქუბადლი და ზანგილანი, სადაც მოსახლეობა ძირითადად მუსულმანებისგან შედგებოდა.[2]

სომხეთის მმართველობის დროს რეგიონი იყო სომეხთა პროვინციის სიუნიქისა და სომეხთა მელიქატების ნაწილი მე -18 საუკუნის შუა პერიოდამდე, ხოლო რეგიონი ასევე იმყოფებოდა სპარსეთის იმპერიის შემადგენლობაშიც. 1770-იანი წლებსა და ტერიტორიის რუსეთის იმპერიაში გადასვლას შორის, 1813 წელს, ზანგეზურის მაზრა იყო ყარაბაღის სახანოს ტერიტორიის ნაწილი.

1850-იან წლებში ზანგეზური მაზრი შეხახისა (მოგვიანებით ცნობილი როგორც ბაქოს გუბერნია) და ერევნის გუბერნიების შემადგენლობაში იყო. 1868 წლის 25 თებერვალს, ელიზაბედპოლის გუბერნიის დაარსების შედეგად, ზანგეზურის მაზრა შუშის მაზრს ეკუთვნოდა, ბაქოსა და ერევანის გუბერნიების ორდუბადის მაზრის ნაწილებისგან.[3] რუსეთის იმპერიის დაცემის შემდეგ ყარაბაღი, ნახიჩევანი და ზანგეზური გახდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ტერიტორიული დავის საგანი.[4] 1918 წელს ბრიტანულმა ძალებმა აიღეს ქალაქი ბაქო, გენერალმა უილიამ ტომსონმა, რომელიც მოკავშირეთა ძალებს წარმოადგენდა, მთიანი ყარაბაღი ზანგზურის მაზრასთან ერთად ცნო აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად. მან დაადასტურა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ხოსროვ ბეი სულთანოვის დანიშვნა ყარაბაღის გენერალ-გუბერნატორად. 1919 წელს მთიანი ყარაბაღის სომხურმა ასამბლეამ აღიარა აზერბაიჯანის უფლებამოსილება.[5] რეგიონში საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ, ზანგეზური სომხეთს აზერბაიჯანის სსრ-მ გადასცა, როგორც „მეგობრობის სიმბოლო“.[6]

დემოგრაფია

რედაქტირება

1897 წელს რეგიონში ჩატარებული აღწერის თანახმად, მაზრის მთლიანი მოსახლეობა 137 871 ადამიანს შეადგენდა, მათგან 71 206 თათარი იყო (თანამედროვე აზერბაიჯანელები), 63 622 იყო სომეხი, 1 807 ქურთი, 1 006 რუსი, ხოლო დანარჩენები სხვა უმცირესობების წარმომადგენლები.[7]რეგიონში სულ 326 სოფელი მდებარეობდა. მოსახლეობა ძირითადად დაკავებული იყო სოფლის მეურნეობით, მებაღეობით, მეღვინეობით, ბამბის მოყვანით, მესაქონლეობითა და სპილენძის გამოდნობით. დაბლობის ფართობი გამოიყენებოდა ბამბის მოსაშენებლად, რომელზეც წელიწადში 20 000 გირვანქა ბამბა მოჰყავდათ. რეგიონში ვენახები მოიცავდა 4 494 დესიატინა (ძველი საზომი ერთეული) მიწას, რომლისგანაც მიღებული მოსავალი დაახლოებით 106 860 გირვანქა ყურძენს შეადგენდა. 1890 წელს დაახლოებით შეგროვებული იქნა თითქმის 3 728 გირვანქა აბრეშუმი. 1891 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აქ 9 784 ცხენი იყო, 83 000 პირუტყვი, 780 ბუფალო, 133 648 ცხვარი, 4 600 თხა, 7 008 ვირი და 1 505 ჯორი.[3]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Массальский В. И.,. Зангезурский уезд // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Tsutsiev, Arthur (2014). Atlas of the Ethno-Political History of the Caucasus. New Haven: Yale University Press, გვ. 34. ISBN 9780300153088. 
  2. Tsutsiev, p. 80–82.
  3. 3.0 3.1 Энциклопедический Словарь. Зангезурский уезд [Encyclopedia dictionary. Zangezur uyezd] (in Russian). Retrieved 2011-08-03.
  4. Drobizheva, Leokadia; Gottemoeller, Rose; McArdle Kelleher, Catherine (1998) Ethnic conflict in the post-Soviet world: case studies and analysis. USA: M.E. Sharpe, გვ. 230. ISBN 1-56324-741-0. ციტირების თარიღი: 2011-08-03. 
  5. Swietochowski, Tadeusz (1995). Russia and Azerbaijan: A borderland in transition. USA: Columbia University Press, გვ. 75–76. ISBN 0-231-07068-3. ციტირების თარიღი: 2011-08-03. 
  6. Raymond Duncan, Walter; Holman (Jr.), G. Paul (1994).Ethnic nationalism and regional conflict: the former Soviet Union and Yugoslavia. USA: Westview Press. pp. 109–112. ISBN 0-231-07068-3.
  7. http://demoscope.ru/weekly/ssp/emp_lan_97_uezd.php?reg=387