თათრები

(გადამისამართდა გვერდიდან თათარი)

თათრებიხალხი, თათარსტანის ძირითადი მოსახლენი (1,765 მლნ). ცხოვრობენ აგრეთვე ბაშკირეთში, მარი-ელში, მორდვეთში, უდმურტეთში, ჩუვაშეთში და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში. თათრებს უწოდებენ აგრეთვე სხვა თურქულენოვან ხალხებსაც: ციმბირელი თათრები, ყირიმელი თათრები და ა. შ.

თათრები
татарлар



პირველი რიგი
რუსლან ჩაგაევიდინარა საფინაშიგაბუტდინ მარჯანი
მეორე რიგი
პეტრე გავრილოვიმინტიმერ შაიმიევიჩარლზ ბრონსონი
მესამე რიგი
რუსლან ნიგმატულინი
საერთო მოსახლეობა
6,8 მლნ.
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: რუსეთი რუსეთი 5 554 601[1]
უზბეკეთის დროშა უზბეკეთი 324 080
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 261 000
უკრაინის დროშა უკრაინა 254 400
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი 97 000[2]
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი 60 000
ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი 52 000
ენები თათრული
რელიგიები სუნიტი მუსლიმანები

ეთნოგენეზის თეორიები

რედაქტირება
 
თათარი ქალი, XVIII საუკუნე

თათართა ეთნოგენეზის შესახებ არსებობს რამდენიმე თეორია. სამეცნიერო ლიტერატურაში ყველაზე დეტალურად აღწერილია სამი მათგანი:

  • ბულგარულ-თათრული თეორია
  • თათრულ–მონღოლური თეორია
  • თურქულ-თათრული თეორია.

დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე ფართოდ აღიარებული ითვლებოდა ბულგარულ-თათრული თეორია. ხოლო ამჟამად, მზარდ აღიარებას იღებს თურქულ-თათრული თეორია.