გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1462
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1462 მიიღეს ერთხმად 2003 წლის 30 იანვარს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, აფხაზეთისა და საქართველოს შესახებ მიღებული ყველა რეზოლუცია, კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1427 (2002), საბჭომ გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი საქართველოში, 2003 წლის 31 ივლისამდე.[1]
გაეროს უს რეზოლუცია 1462 | |
---|---|
თარიღი | 30 იანვარი 2003 |
სხდომა № | 4697 |
კოდი | S/RES/1462 (დოკუმენტი) |
თემა | სიტუაცია საქართველოში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
რეზოლუცია
რედაქტირებადაკვირვება
რედაქტირებარეზოლუციის პრეამბულაში, საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა. საბჭომ დაგმო გაეროს დამკვირვებელთა მისიის შვეულმფრენის ჩამოგდება 2001 წლის ოქტომბერში, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, ასევე სინანულით აღნიშნა ისიც, რომ დამნაშავეები თავდასხმაში ვერ დადგენდა. საბჭომ მიესალმა დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის გადავადებას რეგიონში.
გადაწყვეტილებები
რედაქტირებაუშიშროების საბჭომ მიესალმა სიტუაციის მოსაგვარებლად პოლიტიკური ძალისხმევას, კერძოდ, „უფლებამოსილებათა ძირითადი პრინციპების განაწილებას თბილისსა და სოხუმს შორის“, რომელიც ხელი უნდა შეეწყო მოლაპარაკებებში.[2] რეზოლუციაში გამოხატულია სინანული, რომ არ არსებობს პროგრესი, რეგიონის პოლიტიკური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებში, შემდგომ მოუწოდა ორივე მხარეს, გადალახონ ორმხრივი უნდობლობა.[3] დაგმეს 1994 წლის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ, ყველა დარღვევა. საბჭომ, ასევე მიესალმა კოდორის ხეობაში დაძაბულობის კლებას და ორივე მხარის მიერ, 2002 წლის 2 აპრილს, პროტოკოლის ხელმოწერას.
რეზოლუცია მოუწოდებს ორივე მხარეს დაიწყონ სამშვიდობო პროცესი, მიაღწიონ პროგრესს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნების საკითხზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა, კონფლიქტის შედეგად, დემოგრაფიული ცვლილებების დაუშვებლობა. საბჭომ, აფხაზეთის მხარეს მოუწოდა, ნება დაერთო ადგილობრივ მოსახლეობას, ქართულ ენაზე სწავლა.
საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ორივე მხარეს, მიიღონ ზომები და დააკავონ პასუხისმგებელი პირები, გაეროს მისიის შვეულმფრენის ჩამოგდებაში.[3] ბოლოს, საბჭომ გენერალურ მდივანს, კოფი ანანს დაავალა, საბჭოს რეგულარულად ინფორმაცია მიაწოდოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Security Council extends Observer Mission in Georgia until 31 July“. United Nations. 30 January 2003.
- ↑ McCormack, T. (2006). Yearbook of International Humanitarian Law – 2003, Volume 6; Volume 2003. Cambridge University Press, გვ. 274. ISBN 978-90-6704-203-1.
- ↑ 3.0 3.1 „Backing efforts to settle question of Abkhazia, Security Council extends UN mission“. United Nations News Centre. 30 January 2003.