გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1427

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1427 მიიღეს ერთხმად 2002 წლის 29 ივლისს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, აფხაზეთისა და საქართველოს შესახებ მიღებული ყველა რეზოლუცია, კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1393 (2001), საბჭომ გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი საქართველოში, 2003 წლის 31 იანვრამდე.[1]

გაეროს უს
რეზოლუცია 1427

კოდორის ხეობა აფხაზეთში
თარიღი 29 ივლისი 2002
სხდომა № 4591
კოდი S/RES/1427 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

რეზოლუცია

რედაქტირება

დაკვირვება

რედაქტირება

რეზოლუციის პრეამბულაში, საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა. საბჭომ დაგმო გაეროს დამკვირვებელთა მისიის შვეულმფრენის ჩამოგდება 2001 წლის ოქტომბერში, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, ასევე სინანულით აღნიშნა ისიც, რომ დამნაშავეები თავდასხმაში ვერ იპოვეს. საბჭომ მიესალმა დსთ-ს სამშვიდობო ძალების მანდატის გადავადებას რეგიონში.

გადაწყვეტილებები

რედაქტირება

უშიშროების საბჭომ მიესალმა სიტუაციის მოსაგვარებლად პოლიტიკური ძალისხმევას, კერძოდ, „უფლებამოსილებათა ძირითადი პრინციპების განაწილებას თბილისსა და სოხუმს შორის“, რომელიც ხელი უნდა შეეწყო მოლაპარაკებებში. საბჭომ სინანული გამოთქვა, რომ აფხაზეთი უარს ამბობს დოკუმენტის დეტალების განხილვაზე, აგრეთვე მოუწოდა ორივე მხარეს გადალახონ თავიანთი ორმხრივი უნდობლობა.[2] დაგმეს 1994 წლის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ, ყველა დარღვევა. საბჭომ, ასევე მიესალმა კოდორის ხეობაში დაძაბულობის კლებას და ორივე მხარის მიერ, 2002 წლის 2 აპრილს, პროტოკოლის ხელმოწერას.

რეზოლუცია მოუწოდებს ორივე მხარეს დაიწყონ სამშვიდობო პროცესი, მიაღწიონ პროგრესს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნების საკითხზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა, კონფლიქტის შედეგად, დემოგრაფიული ცვლილებების დაუშვებლობა.[3] საბჭომ, აფხაზეთის მხარეს მოუწოდა, ნება დაერთო ადგილობრივ მოსახლეობას, ქართულ ენაზე სწავლა.

საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ორივე მხარეს, მიიღონ ზომები და დააკავონ პასუხისმგებელი პირები, გაეროს მისიის შვეულმფრენის ჩამოგდებაში. ბოლოს, საბჭომ გენერალურ მდივანს, კოფი ანანს დაავალა, საბჭოს რეგულარულად ინფორმაცია მიაწოდოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. „Security Council extends mandate of UN Mission in Georgia until 31 January 2003“. United Nations. 29 July 2002.
  2. Europa Publications Limited (2004). Eastern Europe, Russia and Central Asia 2004, Volume 2004. Routledge, გვ. 208. ISBN 978-1-85743-187-2. 
  3. „Security Council extends UN peacekeeping operation in Georgia through January 2003“. United Nations News Centre. 29 July 2002.