გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1393
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1393 მიიღეს ერთხმად 2002 წლის 31 იანვარს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, აფხაზეთისა და საქართველოს შესახებ მიღებული ყველა რეზოლუცია, კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1364 (2001), საბჭომ გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი საქართველოში, 2002 წლის 31 ივლისამდე.[1]
გაეროს უს რეზოლუცია 1393 | |
---|---|
თარიღი | 31 იანვარი 2002 |
სხდომა № | 4464 |
კოდი | S/RES/1393 (დოკუმენტი) |
თემა | სიტუაცია საქართველოში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
რეზოლუცია
რედაქტირებადაკვირვება
რედაქტირებარეზოლუციის პრეამბულაში, საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა. საბჭომ დაგმო გაეროს დამკვირვებელთა მისიის შვეულმფრენის ჩამოგდება 2001 წლის ოქტომბერში,[2] რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, ასევე სინანულით აღნიშნა ისიც, რომ დამნაშავეები თავდასხმაში ვერ იპოვეს.
გადაწყვეტილებები
რედაქტირებაუშიშროების საბჭომ მიესალმა სიტუაციის მოსაგვარებლად პოლიტიკური ძალისხმევას, კერძოდ, „უფლებამოსილებათა ძირითადი პრინციპების განაწილებას თბილისსა და სოხუმს შორის“, რომელიც ხელი უნდა შეეწყო მოლაპარაკებებში.[3] რეზოლუციამ მოუწოდა აფხაზებს განიხილონ დოკუმენტის დეტალები, რომ მხარეებმა გადალახონ ორმხრივი უნდობლობა. 1994 წლის შეთანხმების, ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ, ყველა დარღვევა განიხილეს და დაგმეს. საბჭომ, ასევე მიესალმა კოდორის ხეობის სტატუსის შესახებ პროტოკოლს.
რეზოლუცია მოუწოდებს, ორივე მხარეს განაახლონ სამშვიდობო პროცესი, სინანულს გამოთქვამს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხზე პროგრესის არარსებობის გამო, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაუშვებელია კონფლიქტის გამო დემოგრაფიული ცვლილებები. რეზოლუციამ ასევე მოუწოდა ორივე მხარეს, დაადგინონ დამნაშავეები გაეროს მისიის ვერთმფრენის ჩამოგდებაში.
ბოლოს, საბჭომ გენერალურ მდივანს, კოფი ანანს დაავალა, საბჭოს რეგულარულად ინფორმაცია მიაწოდოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Security Council extends mandate of United Nations observer mission in Georgia to 31 July 2002“. United Nations. 31 January 2002.
- ↑ „Security Council strongly condemns attack on UN helicopter in Georgia“. United Nations News Centre. 8 October 2001.
- ↑ Weller, Marc (2010). Asymmetric Autonomy and the Settlement of Ethnic Conflicts. University of Pennsylvania Press, გვ. 222. ISBN 978-0-8122-4230-0.