გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1311

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1311 მიიღეს ერთხმად 2000 წლის 28 ივლისს. საქართველოს შესახებ გაეროს ყველა რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, კერძოდ 1287 (1999) და 1308 (2000) რეზოლუციის, საბჭომ გადაავადა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი 2001 წლის 31 იანვრამდე.[1]

გაეროს უს
რეზოლუცია 1311

საქართველო
თარიღი 28 ივლისი 2000
სხდომა № 4179
კოდი S/RES/1311 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

უშიშროების საბჭომ, ხაზგასმით აღნიშნა იმ ფაქტის მიუღებლობა, რომ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, ძირითად საკითხებთან მიმართებაში, არ არსებობს პროგრესი. საბჭომ შეახსენა ორივე მხარეს, რომ მხარეები ვალდებული არიან ყოველ ორ თვეში შეხვდნენ ერთმანეთს. 2000 წლის 11 ივლისს, მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს უსაფრთხოების ზონის სტაბილიზაციის შესახებ, უზრუნველყონ ლტოლვილების დაბრუნება გალის რაიონში და ეკონომიკის აღდგენა.

რეზოლუცია ორივე მხარეს მოუწოდებდა გააგრძელონ მოლაპარაკებები ძირითადი საკითხების შესახებ, მათ შორის, თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ.[2] მხარეებმა პირობა დადეს, რომ არ გამოიყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს საკითხის მოსაგვარებლად. უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონფლიქტის შედეგად დემოგრაფიული ცვლილებების მიუღებლობა და მოუწოდა ლტოლვილების დაბრუნება გალის რაიონში. საბჭომ დაგმო კონფლიქტის ზონაში კიდევ უფრო გახშირებული ძალადობა და დანაშაულებრივი ქმედებები, ორივე მხარეს მოითხოვა, რომ პატივი სცენ 1994 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორიშორების შესახებ.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Security Council extends UNOMIG mandate until 31 January 2001“. United Nations. 28 July 2000.
  2. Fischer, H. (2000). Yearbook of International Humanitarian Law:, Volume 3; Volume 2000. Cambridge University Press, გვ. 203. ISBN 978-90-6704-140-9.