გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1287
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1287 მიიღეს ერთხმად 2000 წლის 31 იანვარს. საქართველოს შესახებ გაეროს ყველა რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, კერძოდ 1255 (1999) რეზოლუციის, საბჭომ გადაავადა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი 2000 წლის 31 ივლისამდე.[1]
გაეროს უს რეზოლუცია 1287 | |
---|---|
აფხაზეთი (შემოხაზული) | |
თარიღი | 31 იანვარი 2000 |
სხდომა № | 4094 |
კოდი | S/RES/1287 (დოკუმენტი) |
თემა | სიტუაცია საქართველოში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
უშიშროების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებთან მიმართებით პროგრესის არარსებობა მიუღებელია. საბწომ მიესალმა ორივე მხარის მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც ეხება 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ შეთანხმების დარღვევას და მოლაპარაკებების განახლებას. გამოითქვა შეშფოთება იმის მიუხედავად, რომ საერთო სიტუაცია რეგიონში მშვიდია, თუმცა მაინც არასტაბილური იყო კონფლიქტის ზონაში. საბჭომ მიესალმა ისეთი დაავადებების პრევენციასა და კონტროლს, როგორიცაა აივ ინფექცია, შიდსი და სხვა.
გენერალურმა მდივანმა, კოფი ანანმა რეგიონში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა და მხარეებს მოუწოდა, გამოიყენონ შესაძლებლობა და განაახლონ სამშვიდობო პროცესის აღდგენა. საქართველოს და აფხაზეთს მოუწოდეს მიაღწიონ პროგრესს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციური კომპეტენციების განაწილება.[2]
რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორივე მხარის მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემის აუცილებლობა, ნდობის აღდგენის მნიშვნელობა და აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების მიუღებლობა და არალეგიტიმურობა. გენერალურ მდივანს მოეთხოვა რეგულარულად ეცნობა საბჭოსთვის, რეგიონში განვითარებული მოვლენები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Security Council extends Georgia observer mission until 31 July“. United Nations. 31 January 2000.
- ↑ Raič, David (2002). Statehood and the law of self-determination. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 420.