ფარნავაზ II

(გადამისამართდა გვერდიდან ბრატმან I)

ფარნავაზ IIქართლის (იბერიის) მეფე ძვ. წ. I საუკუნის 30-იან წწ-ში. ძვ. წ. 36 წელს მარკუს ანტონიუსმა რომაელთა ლაშქარი პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით იბერიაში გაგზავნა. კრასუსმა, დიონ კასიოსის ცნობით, დაამარცხა ქართლის მეფე ფარნავაზი, მოკავშირედ გაიხადა იგი და მასთან ერთად შეიჭრა ალბანეთში. აქ მათ ერთად დაამარცხეს მეფე ზობერი.

ფარნავაზ II
ბრატმანი, ბარტომი, ბრაცმანი
იბერიის მეფე
მმართ. წლები: ძვ. წ. 66–33[1]
ძვ. წ. 107–74[2]
ძვ. წ. 64–32[3]
ძვ. წ. 63–30[4]
წინამორბედი: არტაგი
მემკვიდრე: მირიან II
შვილები:
დინასტია: ფარნავაზიანი
მამა: არტაგი
რელიგია: ქართული წარმართობა

არსებობს რამდენიმე მოსაზრება ფარნავაზის პიროვნების შესახებ. სერგი გორგაძე] და პავლე ინგოროყვა ფიქრობდნენ, რომ დიონ კასიოსის „რომის ისტორიაში“ ნახსენები ფარნავაზ მეფე არის იგივე ბრატმანი/ბარტომი. ბრატმანი/ბარტომი ლეონტი მროველის თზულებაში მოხსენიებულია იბერიის მე-7, ხოლო „მოქცევაი ქართლისაიში“ მე-8 მეფედ. მას მიეწერება მცხეთის გალავნის და ქართლის ციხესიმაგრეთა გამაგრება.[5] ინგოროყვა წერს, რომ სახელი ბრაცმანის სრული ვარიანტი უნდა იყოს ბარაცმან-ავაზ, იგივე ფარსმან-ავაზ. მისი აზრით, ქართულ ონომასტიკონში დამოწმებულია, რომ ერთსა და იმავე პირს მიემართებოდა სახელად როგორც ფარსმან-ავაზ (ბრაცმან-ავაზ), ისე ფარნავაზ. გ. მელიქიშვილის აზრით კი ბრაცმანი და ფარნავაზი სხვადასხვა მეფეები იყვნენ.[6]

გუბაზ და ლევან სანიკიძეების მიხედვით, არტაგის ძეა. მან „უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა“.[7]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს ისტორია", გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ტფილისი, 1885. გვ. გ.
  2. თეიმურაზ ბატონიშვილი „ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“ ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისასა 1848 წელსა. გვ. 211, 212.
  3. სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ. გვ. 84.
  4. CYRIL TOUMANOFF: „Chronology of the Early Kings of Iberia“. The Artaxiads: 7. Pharnabazus II/Bartom. p. 11.
  5. ბრატმანი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 508.
  6. ლორთქიფანიძე და მეტრეველი, 2007, გვ. 23–24
  7. სანიკიძე, ლევან, სანიკიძე, გუბაზ, უბის ისტორია : ნაწილი I, თბილისი: „სამშობლო“, 1992. — გვ. 5.
წინამორბედი:
არტაგი
იბერიის მეფე
ძვ. წ. 66–33
შემდეგი:
მირვან II