კრასუსის ლაშქრობა იბერიაში
კრასუსის ლაშქრობა იბერიაში — რომაელთა ლაშქრობა იბერიაში ძვ. წ. 36 წელს პუბლიუს კანიდიუს კრასუსის მეთაურობით. კრასუსმა დაამარცხა იბერიის მეფე ფარნავაზ II, შემდეგ მოკავშირედ გაიხადა და ალბანეთში შეიჭრა. მოკავშირეებმა დაამარცხეს ალბანეთის მეფე ზობერი. კრასუსის ლაშქრობა იბერიასა და ალბანეთში წინ უსწრებდა რომაელთა ომს პართიის წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა ზურგის წინასწარ გამაგრებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 19.