ბორის სკეტი
ბორის სკეტი ( სლოვენ. Boris Sket დ. 30 ივლისი, 1936, ლუბლიანა — გ. 7 მაისი, 2023) — სლოვენიელი ზოოლოგი და სპელეობიოლოგი .[1]
ბორის სკეტი | |
---|---|
მშობლიური სახელი | სლოვენ. Boris Sket |
დაბადების თარიღი |
30 ივლისი, 1036 ლუბლიანა, იუგოსლავიის სამეფო |
გარდაცვალების თარიღი |
7 მაისი, 2023 (86 წლის) ლუბლიანა, სლოვენია |
მოქალაქეობა | სლოვენია |
ალმა-მატერი | ლუბლიანის უნივერსიტეტი |
პროფესია | ზოოლოგი, სპელეობიოლოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბორის სკეტი დაიბადა 1936 წლის 30 ივლისს, ლუბლიანაში (იუგოსლავიის სამეფო). 1961 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ლუბლიანას უნივერსიტეტში და გახდა მეცნიერ-ასისტენტი ყოფილ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 1965 წელს ლუბლიანას ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო ზოოლოგიის პროფესორის წოდება უხერხემლო ცხოველების სახეობის განხრით. თანამდებობაზე იგი 2006 წლამდე რჩებოდა. 1983 წლიდან 1985 წლამდე სკეტი მსახურობდა ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის დეკანად, შემდეგ კი 1989 წლიდან1991 წლამდე ლუბლიანას უნივერსიტეტის 37-ე რექტორის თანამდებობას იკავებდა. როდესაც პენსიაზე გავიდა, შეინარჩუნა სამეცნიერო მრჩევლის თანამდებობა. მეცნიერი ლექციებს უკითხავდა ასპირანტებს სპელეობიოლოგიაში.[2]
ბორის სკეტის კვლევა ფოკუსირებულია ტროგლობიონის ფაუნასა და ზოგადად ბიოსპელეოლოგიაზე. მეცნიერმა აღწერა უხერხემლოების ასზე მეტი ახალი სახეობა, რამდენიმე გვარი და ოჯახი, ძირითადად კიბოსნაირები და წურბელები. ეს კვლევები ასევე მოიცავს მდინარის მღვიმეების ფაუნის ახალ ბიოგეოგრაფიულ კლასიფიკაციას და ანჩიჰალინური ფაუნის პირველ ეკოლოგიურ კვლევებს.
ბორის სკეტი შეუერთდა ლუბლიანას მღვიმეების შემსწავლელ საზოგადოებას 1950 წელს, ხოლო 1964 წელს მან გახსნა ბორისოვის თხრილი ბორისოვის გვირაბი], ნაჟდენა ჯამას მღვიმის მნიშვნელოვანი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერის კვლევების მთავარ ობიექტს წარმოადგენდა დინარის კარსტის მღვიმეების ფაუნა, ის ასევე მონაწილეობდა გამოქვაბულების კვლევაში ისეთ ქვეყნებში და რეგიონებში როგორიცაა ეკვადორი, გალაპაგოსი, კოლუმბია, კრეტა, ფილიპინები, ფლორიდა, ბერმუდა, კენია და ჩინეთი .ბორის სკეტი იყო სლოვენიის სპელეოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მიწისქვეშა ბიოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი. ის ასევე მუშაობდა რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოში და იყო "მეგაჟურნალ" Zootaxa- ს თემატური რედაქტორი.[3]
2011 წელს ბორის სკეტი გახდა სლოვენიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრი. ის ასევე იყო ბოსნია და ჰერცეგოვინის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის უცხოელი წევრი.
ბორის სკეტი გარდაიცვალა2023 წლის 7 მაისს 86 წლის ასაკში. [4]
ჯილდოები და პრემიები
რედაქტირებაბორის სკეტი იყო არაერთი ეროვნული ჯილდოსა და მედლის მფლობელი. მეცნიერის საპატივსაცემოდ, დაახლოებით 35 სახეობისა და ცხოველთა სამი გვარის სახელწოდებაში შედის სიტყვა sketi.
მან ორჯერ მიიღო პრესერნის სტუდენტური პრემია, შემდეგ ბორის კიდრიხის ფონდის პრიზი (1965), დაჯილდოვდა შრომის ორდენი ვერცხლის გვირგვინით (1979), რესპუბლიკის ორდენი ვერცხლის გვირგვინით (1991), ზოისის პრემია გამოჩენილი სამეცნიერო მიღწევებისთვის. (2003), ოქროს სამკერდე ნიშანი სამეცნიერო მიღწევებისთვის სლოვენიის სპელეოლოგთა ასოციაციისგან (2008), ბიოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მიროსლავ ზეიას გრანპრი (2010); იგი გახდა იუგოსლავიის სპელეოლოგიური ასოციაციის საპატიო წევრი (1988), მიიღო ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის ესენკოს პრემია (1995) და სლოვენიის მღვიმეების ასოციაციის ოქროს სამკერდე ნიშანი.[5][6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Adamič, France. "Sket Boris". Slovenski biografski leksikon (in Slovenian). Ljubljana: Slovenian Academy of Sciences and Arts. Retrieved 17 June 2019.
- ↑ "Zgodovina 1961–1974" [DZRJL History 1961–1974] (in Slovenian). Društvo za raziskovanje jam Ljubljana [Ljubljana Cave Exploration Society]. Retrieved 17 June 2019.
- ↑ Polak, Slavko (December 2008). "Boris Sket - speleobiolog" [Boris Sket - Speleobiologist]. Jamar [Caver] (in Slovenian). Jamarska zveza Slovenija [Speleological Association of Slovenia]. 1 (2). Retrieved 29 June 2019.
- ↑ „Umrl akademik biolog Boris Sket, po katerem so poimenovali številne vrste“. RTVSLO. 2023-05-09. ციტირების თარიღი: 2023-05-09.
- ↑ "Naši člani" [DZRJL Membership] (სლოვენ.). Društvo za raziskovanje jam Ljubljana [Ljubljana Cave Exploration Society]. Retrieved 17 June 2019.
- ↑ "Umrl akademik biolog Boris Sket, po katerem so poimenovali številne vrste". RTVSLO. 9 May 2023. Retrieved 9 May 2023.