ბოსნია და ჰერცეგოვინის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემია

ბოსნია და ჰერცეგოვინის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემია (ბოსნ. , ხორ. Akademija nauka i umjetnosti Bosne i Hercegovine; სერბ. Академија наука и умјетности Босне и Херцеговине) — ბოსნია და ჰერცეგოვინის ეროვნული აკადემია.

ბოსნია და ჰერცეგოვინის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემია
Akademija nauka i umjetnosti Bosne i Hercegovine
Академија наука и умјетности Босне и Херцеговине
ბოსნ. Akademija nauka i umjetnosti Bosne i Hercegovine
ხორ. Akademija nauka i umjetnosti Bosne i Hercegovine
სერბ. Академија наука и умјетности Босне и Херцеговине
შეიქმნა 1951
ტიპი სამეცნიერო დაწესებულება
შტაბ-ბინა სარაევო
მდებარეობა ბოსნია და ჰერცეგოვინის დროშა ბოსნია და ჰერცეგოვინა
წევრები 44 ნამდვილი წევრი[1]
11 წევრ-კორესპონდენტი[2]
ენა ბოსნიური ენა
პრეზიდენტი მილოშ ტრიფკოვიჩი
ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინა[3]
კავშირები International Union of Academies[4] , All European Academies[5] , InterAcademy Partnership[6] და საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო[7]
http://www.anubih.ba/

ბოსნია და ჰერცეგოვინის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემია დაფუძნდა როგორც ბოსნია და ჰერცეგოვინის სამეცნიერო საზოგადოება 1951 წელს, სრ ბოსნია და ჰერცეგოვინის მხარდაჭერით. 1966 წელს რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც საზოგადოებას ოფიციალურად ეწოდა ბოსნია და ჰერცეგოვინის მეცნიერებათა და ხელოვნებათა აკადემია. ამ კანონის თანახმად აკადემია ვალდებული იყო ეზრუნა მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაზე, სამეცნიერო კვლევების უზრუნველყოფასა და სახელოვნებო ღონისძიებების ორგანიზებაზე, აკადემიის წევრთა სამეცნიერო ნაშრომების გამოცემაზე და სხვ. აკადემია არის მთლიანად დამოუკიდებელი ორგანო და ხელმძღვანელობს სამეცნიერო პრინციპებით. აკადემიის შინაგანაწესი არეგულირებს მის მოქმედებას ყველა იმ სფეროში, რომელსაც იგი კურირებს.

ორგანიზაცია

რედაქტირება

აკადემიაში არის ექვსი განყოფილება – სოციოლოგიის, მედიცინის, ტექნიკური მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ხელოვნების.[8] ასევე მოქმედებს ოთხი კომიტეტი – ბიბლიოთეკისა და დოკუმენტაციის, საერთაშორისო კოოპერაციის, საგამომცემლო და სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების.[9]

პრეზიდენტები

რედაქტირება

1966 წლიდან მოყოლებული აკადემიას ხელმძღვანელობდნენ შემდეგი პირები:[10]

  • ვასო ბუტოზანი (1966–1968)
  • ბრანისლავ ჯურჯევი (1968–1971)
  • ედემ ჩამო (1971–1977)
  • ალოიზ ბანაცი (1977–1981)
  • სვეტოზარ ზიმონიჩი (1981–1990)
  • სეიდ ხუკოვიჩი (1990–1999)
  • ბოჟიდარ მატიჩი (1999–2014)
  • მილოშ ტრიფკოვიჩი (2014-დან)
  1. Redovni članovi. ANUBiH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-05-26.
  2. Dopisni članovi. ANUBiH.[მკვდარი ბმული]
  3. Directory of Open Access Journals — 2003.
  4. https://web.archive.org/web/20240125131018/http://www.unionacademique.org/en/members
  5. https://allea.org/members
  6. https://web.archive.org/web/20221208195542/https://www.interacademies.org/network/member-academies
  7. https://web.archive.org/web/20221009095816/https://council.science/members/online-directory/
  8. Odjeljenja ANUBIH. ANUBiH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-05-26.
  9. Odbori ANUBIH. ANUBiH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-06. ციტირების თარიღი: 2015-05-26.
  10. PREDSJEDNICI ANUBIH OD 1966-. ANUBiH. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-06. ციტირების თარიღი: 2015-05-26.