ბოლქვაძეები

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში.

ბოლქვაძეები — ქართული ფეოდალური საგვარეულო, რომლის წარმომადგენლებიც ცხოვრობენ როგორც აჭარაში, ასევე იმერეთსა და გურიაში.

ბოლქვაძეების საგვარეულო გერბი

გვარის ისტორია

რედაქტირება

გადმოცემის თანახმად სისხლით ნათესავ ადამიანებზე იტყოდნენ ისეთი ძმები არიან, ბოლს ქვაზე ადენენო. ბოლქვაძეთა რიცხვმრავალი გვარი, ოდითგანვე ძირითადად, კომპაქტურად დასახლებული ყოფილა აჭარა-გურიაში. ზეპირსი ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებში ბოლქვაძეები XVII საუკუნიდან ჩანან როგორც აზნაურები, გურიის სამთავროში ისინი თავადი ბერიძეების ყმები იყვნენ. მამია II გურიელის შეწირულობის წიგნით ჩეხედანას ტაძრის სამსახური მოუდიოდათ აზნაურ ბოლქვაძეებს. 1761 წლის მამია IV გურიელის წყალობის წიგნის მიხედვით გადასახადებისგან განთავისუფლდნენ ჩეხედანელნი აზნაური ბოლქვაძეები ვითარცა საჯვარისამო კაცნი და ქრისტეს საფლავის ყმანი.

ოსმალეთის იმპერიის მიერ აჭარისა და ქვემო გურიის დაპყრობის შემდეგ ბოლქვაძეები როგორც თავად-აზნაურთა წოდების წარმომადგენელნი შესაბამის წოდებრივი მდგომარეობით სარგებლობდნენ და იწოდებოდნენ აღებად და ბეგებად და ინიშნებოდნენ სხვადასხვა წოდებრივ თანამდებობებზე ყადებად, მუდირებად და გააჩნდათ სამემკვიდრეო მამულები. მათ ოსმალური ტრადიციით შერქმეული ჰქონდათ გვარები დაბოლოებით ოღლი, ანუ შვილი. მაგ: ხულოში აზნაური-აღა ბოლქვაძეთა შორის იყო პიროვნება რომელიც იყო ღრმად განსწავლული და თურქებმა დანიშნეს ხულოს ყადად ანუ მსაჯულად მის შთამომავლებს კი უწოდეს თურქულად ყადი-ოღლები ანუ ქართულად მსაჯული-შვილები.

1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებაში აზნაურმა იოთამ ბოლქვაძემ მოკლა დამსჯელი რაზმის მეთაური პოლკოვნიკი პუზირევსკი. 1841 წლის გურიის აჯანყებას ხელმძღვანელობდა აზნაური აბესა ბოლქვაძე, რომელმაც გოგორეთის ბრძოლაში დაამარცხა რუსთა ჯარი პოლკოვნიკ ბრუსილოვის მეთაურობით. 1850 წლის 6 დეკემბრის რუსეთის იმპერატორის მიერ დამტკიცებულ იმერეთისა და გურიის თავად აზნაურთა სიაში ბოლქვაძეთა გვარს თავისი ადგილი უჭირავს, როგორც გურიაში, ასევე იმერეთშიც. სამეგრელოსა და იმერეთის ბოლქვაძეები, აჭარიდან არიან მიგრირებულნი. XIX საუკუნის 40-იანი წლების აღწერის მასალების მიხედვით, ბოლქვაძეები იმერელი ნეფარიშვილის შინამოსამსახურეები იყვნენ; საბატონო გლეხები იყვნენ საჯავახოში, სახელმწიფო გლეხები ყუმურში, ღანირში კი სათავადო აზნაურები.[1]

ბოლქვაძე მკვიდრობდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში[2][3]ბოლქვაძეები, როგორც აზნაურები, შეტანილნი არიან 1850 წლის 6 დეკემბერს რუსეთში შედგენილ „ხავერდის წიგნში“.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მისი გაუაზრებელი პოლიტიკისა და მკაცრი რეჟიმის წინააღმდეგ აჭარის მთის მკვიდრთა შეიარაღებულ აჯანყებას 1929 წელს ალისულთან ბოლქვაძე მეთაურობდა. აჯანყების ჩასახშობად შინაგანი ჯარის თანხლებით, ხულოში ჩამოვიდა ლავრენტი ბერია. აჯანყებულებმა სოფელ სხალთაში გადაინაცვლეს. მათთან მოსალაპარაკებლად ბერიამ დიდი ავტორიტეტის მქონე ძმები იუნუს-აღა ბოლქვაძე და აღალი-აღა ბოლქვაძე-ყადიოღლი გაგზავნა, თუმცა უშედეგოდ, აჯანყებულებმა თან გაიყოლეს იუნუს-აღა და აღალი ბოლქვაძეები და დროებით თურქეთს შეაფარეს თავი, მთავრობამ სისხლში ჩაახშო ამბოხი. აჯანყებულები სიტუაციის დამშვიდების შემდეგ უკან დაბრუნდნენ. თავად ალისულთან ბოლქვაძე კი 1979 წელს გარდაიცვალა სტამბოლში და იქვეა დაკრძალული. მთავრობამ აჯანყებულების მხარდაჭერა არ აპატია და მოგვიანებით სამივე ძმა აღალი-აღა ბოლქვაძე, იუნუს-აღა ბოლქვაძე და დურსუნ-აღა ბოლქვაძე დაპატიმრა და გადაასახლა.

2006 წლის 8 იანვარს ქ. ბათუმში დაარსდა ბოლქვაძეთა საგვარეულო კავშირი, რომელიც აერთიანებს გვარის წარმომადგენლებს მოქალაქეობისა და აღმსარებლობის განურჩევლად.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები

რედაქტირება
  • მაინ ეფენდი ბოლქვაძე
  • ივანე დავითის ძე ბოლქვაძე
  • კ. ე. ბოლქვაძე
  • პავლე ბოლქვაძე
  • ნესტორ ბოლქვაძე
  • გიორგი იესეს ძე ბოლქვაძე
  • გიორგი ყაფლანის ძე ბოლქვაძე
  • დიმიტრი ბოლქვაძე
  • ერმილე ელიზბარის ძე ბოლქვაძე
  • ვ. ბოლქვაძე
  • ვასილ ყარამანის ძე ბოლქვაძე
  • თეოფილე ერასტის ძე ბოლქვაძე
  • ივანე ბეჟანის ძე ბოლქვაძე
  • ივანე ივანეს ძე ბოლქვაძე
  • ნიკიფორე გიორგის ძე ბოლქვაძე
  • სერგო ონისიმეს ძე ბოლქვაძე
  • სოლომონ ალექსის ძე ბოლქვაძე
  • შალვა ბოლქვაძე
  • შარუ ბოლქვაძე
  • ნიკოლოზ ანდრიას ძე ბოლქვაძე
  • სპირიდონ ბოლქვაძე
  • სერაფიონ ბოლქვაძე
  • იროდი გლ.-ს ძე ბოლქვაძე
  • ილარიონ ბოლქვაძე
  • ავქსენტი ბოლქვაძე
  • ნინო სიმონის ასული ბოლქვაძე
  • ვიქტორ ივანეს ძე ბოლქვაძე
  • სოლომონ სიმონის ძე ბოლქვაძე
  • ჭიჭიკო ერმილეს ძე ბოლქვაძე

ბოლქვაძეები აჭარაში

რედაქტირება

აჭარელი ბოლქვაძეები ოსმალური გვარებით:

  1. ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ: ბოლქვაძე-ყადიოღლები, ბოლქვაძე-ომაროღლები, ბოლქვაძე-არფემინოღლები, ბოლქვაძე-ჯალაბოღლები, ბოლქვაძე-ხათიბოღლები, ბოლქვაძე-მოლლაქესუმოღლები, ბოლქვაძე-ყარსიმოღლები, ბოლქვაძე-ჩიფლაღოღლები, ბოლქვაძე-ჩახალოღლები, ბოლქვაძე-ტრიფონოღლები.
  2. ქედის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდნენ : ბოლქვაძე-სალოღლები,ბოლქვაძე-საბძელოღლები, ბოლქვაძე-ფარფაროღლები,ბოლქვაძე-ჩახალოღლები, ბოლქვაძე-ყარაღიშვილები.
  3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ: ბოლქვაძე-ჩირალოღლები, ბოლქვაძე-მუსოღლები, ბოლქვაძე-ჩახალოღლები, ბოლქვაძე-ნანუზოღლები.
  4. ქობულეთის მუნიციპალიტეტში: ბოლქვაძე-ჭაპიოღლები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • სულიკო ლომჯარია, „სოფელო ჩემო“ გვ.316-317 — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9
  • ენვერ ბოლქვაძე, ბოლქვაძეების (ყადიოღლების) გვარის გენეალოგია, ბათუმი, 1998
  • ნიაზ ბოლქვაძე, ბოლქვაძენი, ბათუმი 2006

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მ. კეზევაძე, 2004, გვ. 62, 82, 106, 102
  2. გ. ბოჭორიძე, 1992, გვ. 79.
  3. ქართული გვარსახელები ზემო აჭარის რამდენიმე სოფლის ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-02. ციტირების თარიღი: 2018-05-06.