ჩეხედანას ეკლესია

ჩეხედანას (ჩეხედენას) ეკლესია — ეკლესია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრაფონაში.

ჩეხედანას ეკლესია


ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ცხრაფონა
კურთხევის წელი 1609
სასულიერო სტატუსი მონასტერი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ხინოწმინდის საეპისკოპოსო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი დარბაზული ეკლესია
თარიღდება 1609 წწ
დეტალები

ეკლესია მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. ის 1609 წელს ააშენა მამია II გურიელმა თავისი მცირეწლოვანი შვილის, მანუჩარის სულის საოხად. ამასთანავე შესწირა ჯვარ-ხატები, წიგნები, ოქროს ომფორი, ბისონი და ერთი ხელი იარაღი. ტაძარი იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანემ აკურთხა. ჩეხედანას ეკლესია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქად დადგინეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ გურიაში ჩასულ იერუსალიმის პატრიარქს წირვა აქ უნდა აღესრულებინა. ის ბაილეთის და მამათის ეკლესიებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს კუთვნილება იყო. ჩეხედანას ტაძრის სამსახური აზნაურ ბოლქვაძეებს ევალებოდათ. 1761 წელს მამია IV გურიელმა ჩეხედანას მსახური ბოლქვაძეები გადასახადებისგან გაათავისუფლა.

მთლიანად დანგრეული ეკლესია ძველის საძირკველზე ხელახლა ააშენეს XX საუკუნის 90-იან წლებში (დასრულდა 1999 წელს). ეკლესიასთან ფუნქციონირებს მამათა მონასტერი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველიშვილი, თ. (2006). გურიის საეპისკოპოსოები. თბილისი: „არტანუჯი“. ISBN 99940-11-89-8.