აბესა ბოლქვაძე
აბესა ბოლქვაძე, (დ. სამღვთო — გ. 2 სექტემბერი, 1841, ოზურგეთი) — 1841 წლის გურიის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საბატონო აზნაური. 9 აგვისტოს აჯანყებულთა ერთმა რაზმმა მისი მეთაურობით დაამარცხა აჯანყების ჩასაქრობად გაგზავნილი პოლკოვნიკი ბრუსილოვის ჯარის ნაწილი გოგორეთის ბრძოლაში. იმავე საღამოს გამარჯვებულთა ერთი ჯგუფი თავს დაესხა ჩოლოქის საგუშაგოს, მეორე - გურიანთისკენ მიმავალ ტრანსპორტს. 20-23 აგვისტოს ბოლქვაძე მონაწილეობდა ბრძოლაში ოდიშის მთავრის დავით დადიანის მილიციის წინააღმდეგ გრიგოლეთთან. სექტემბრის დამდეგს ოზურგეთთან ბრძოლის დროს იგი სასიკვდილოდ დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.
ლიტერატურარედაქტირება
- სიხარულიძე ი., გლეხთა აჯანყება გურიაში 1841 წელს, ბათუმი, 1956;
- ხაჭაპურიძე გ., გურიის აჯანყება 1841 წელს, ტფ., 1931;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 457.