ბზვანი
ბზვანი — თემი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, აერთიანებს ორ სოფელს: ზედა ბზვანი და ქვედა ბზვანი (თემის ცენტრი). მდებარეობს ვანიდან 9 კილომეტრში, ზღვის დონიდან 200 მეტრზე. თემი მოიცავს ტერიტორიას მდინარე ძულუხურასა (სულორის მარჯვენა შენაკადი) და სათავადოს მთიდან ჩრდილოეთით რიონის ჭალებამდე და სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა და დაუსახლებელი ტერიტორიის ჩათვლით დაახლოებით 25 კვ. კმ-ს შეადგენს. 2014 წლის აღწერის მონაცემებით თემში ცხოვრობს 1461 ადამიანი.
თემი | |
---|---|
ბზვანი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ვანის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 42°04′27″ ჩ. გ. 42°36′19″ ა. გ. / 42.074389° ჩ. გ. 42.605333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 200 მ |
მოსახლეობა | 1461 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ზედა ბზვანში აღმოჩენილია გვიან ბრინჯაოს ხანის ეპოქის განძი. დგას ფეოდალური ხანის ორი ციხესიმაგრე და XIX საუკუნის ეკლესია. ზედა ბზვანში 1985 წელს აღმოჩნდა კარსტული მღვიმე, რომლის სიგრძე 1,2 კმ-ია.
მოსახლეობა
რედაქტირებააღწერის წელი | ბზვანის თემი | ქვედა ბზვანი | ზედა ბზვანი |
2002 | 2299 | 1529 | 770 |
2014 | 1461 | 1090 | 371 |
პიროვნებები
რედაქტირებაბზვანში დაიბადნენ: მსახიობი კარლო საკანდელიძე, ჟურნალისტი და პედაგოგი ლადო ბზვანელი (ნაცვლიშვილი). წარმოშობით ბზვანიდან იყვნენ: კომპოზიტორი გურამ ბზვანელი (ტყეშელაშვილი) და მხატვარ-კარიკატურისტი დონი (დავით ნაცვლიშვილი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 353.