ბზვანის მღვიმე
ბზვანის მღვიმე — კარსტული მღვიმე საქართველოში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის მიდამოებში. მდებარეობს სოფელ ზედა ბზვანის სამხრეთით მდინარე ძულუხურის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 388 მეტრზე. მღვიმის სიგრძე წარმოადგენს 450 მეტრს. მღვიმე თავდაპირველად 4 მეტრიანი ჭის სახით იხსნება, შემდეგ მასში ჩაღწევა 10 მეტრიანი ნაპრალის გავლითაა შესაძლებელი და მიემართება ჰორიზონტალურად ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით.
ბზვანის მღვიმე | |
---|---|
ბზვანის მღვიმე | |
კოორდინატები: 42°03′03″ ჩ. გ. 42°36′05″ ა. გ. / 42.05083° ჩ. გ. 42.60139° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ვანის მუნიციპალიტეტი |
აბსოლუტური სიმაღლე | 388 მ |
სიგრძე | 450 მ |
ტიპი | კარსტული |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ვანის მუნიციპალიტეტში, აქამდე ცალკე კარგად გამოკვეთილი კარსტული მასივი არცერთ სამეცნიერო ლიტერატურაში არ იყო დაფიქსირებული. ეს ტერიტორია გეომორფოლოგიურად სამხრეთ იმერეთის კარსტულ რაიონში განიხილებოდა. ადგილს სადაც კარსტული მღვიმე მდებარეობს შესაძლებელია ეწოდოს ბზვანის კარსტული მასივი, რადგან ამ სოფელში არის, როგორც კარსტული რელიეფის რამდენიმე საინტერესო ფორმა, აგრეთვე მიწისქვეშა მდინარეები და ვერტიკალური ჩასასვლელით წარმოდგენილი საინტერესო და ამავდროულად ექსტრემალური მღვიმე.
სახელწოდება
რედაქტირებაადგილობრივი მოსახლეობა კარსტულ მღვიმეს „ნავარსკვლავებს“ ეძახის, ზოგი კი მას „საქაჯეს“ უწოდებს. გადმოცემის თანახმად, ადრე ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა სიცარიელეში ქვებს აგდებდნენ, ხოლო კირქვაში გახსნილი ორმო ხმას გამოცემდა და ამიტომ შეურქმევიათ „საქაჯია“. მეორე სახელწოდება „ნავარსკვლავები“ კი ლეგენდას უკავშირდება, რომელიც მოგვითხორობს იმის შესახებ, რომ უახსოვარ დროში ციდან ვარსკვლავი მოწყვეტილა, ამ ადგილას ჩამოვარდნილა და მიწა ჩაუტანია. საერთოდ ამ უბანს „როდინას“ ეძახიან. ადგილობრივების თქმით ეს ადგილი როდინივით არის ჩავარდნილი და ეს სახელიც ამიტომ დაერქვა.
მღვიმის შესწავლა
რედაქტირებავანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბზვანის ტერიტორიაზე არსებული კარსტული რელიეფი თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტემენტის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა გეოგრაფიის დეპარტამენტის მაგისტრებთან და ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგებთან ერთად შეისწავლა.
მღვიმე აღმოაჩინა და შესაბამისად მისი პირველი აღწერა XX საუკუნის ბოლოს მეკლდეურმა რომან კაჭკაჭიშვილმა მოახდინა, მღვიმეში აგრეთვე ექსპედიცია ჩაატარა კლუბმა „თეთნულდმა“.