ბერშუეთი
ბერშუეთი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ზეღდულეთის თემი). მდინარე ბერშუეთის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 840 მეტრი, გორიდან 20 კილომეტრი.[2]
სოფელი | |
---|---|
ბერშუეთი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გორის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზეღდულეთი |
კოორდინატები | 42°05′46″ ჩ. გ. 44°15′55″ ა. გ. / 42.09611° ჩ. გ. 44.26528° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 840 მ |
მოსახლეობა | 837[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,5 % ოსები 1,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ისტორია
რედაქტირებასოფელში სხვადასხვა დროს რამდენიმე საინტერესო ისტორიული რევოლუცია მოხდა. 1863 წელს მებატონე ამილახვრებმა გლეხებს ნატურალური გადასახადის გარდა 2423 მანეთი ფულადი გადასახადი შეაწერეს. ამან გლეხების მღელვარება გამოიწვია. გლეხები შეიკრიბნენ სოფლის ცენტრში, სადაც ამჟამად საჯარო სკოლის შენობაა. ბერშუეთელთა გამოსვლას ფართო ხასიათი რომ არ მიეღო, მეფის მოხელეები შეეცადნენ მშვიდობიანი გზით დაეშოშმინებინათ გლეხები, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. სოფელში ეგზეკუცია ჩააყენეს. გლეხები ტყეში გაიხიზნენ. ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერით მებატონეებმა რამდენიმე გლეხის ოჯახი მკაცრად დასაჯეს, დაარბიეს და ააწიოკეს. გლეხების წინააღმდეგობა საბოლოოდ დაძლიეს.[3]
1903 წელს 18 ნოემბერს ბოქაულმა ჩაფრებთან ერთად ჩამოუარა სოფელს და ექიმის ფული მოითხოვა. სოფლის ყრილობამ გადაწყვიტა უარი ეთქვა ამ გადასახადზე, რადგან ექიმი მხოლოდ შეძლებულებს ემსახურებოდა, გლეხებს იშვიათად მკურნალობდა და მათგან დიდ გასამრჯელოსაც იღებდა. ბოქაულმა ჩაფრებს უბრძანა გლეხებისათვის იძულებით გადაეხდევინებათ ფული. გლეხებმა ბოქაული და მისი ჩაფრები გააძევეს სოფლიდან. საღამოს ბოქაული 50 კაზაკის თანხებით გორიდან კვლავ ბერშუეთში ჩავიდა გლეხების დასარბევად. გლეხებმა ხელჩართული ბრძოლა გაუმართებს კაზაკებს და უკუაქციეს. მეორე დღეს სოფელში ჩავიდა გორის მაზრის უფროსი ჯარისკაცთა სამი ასეულით, დაარბია სოფელი, რამდენიმე გლეხი დააპატიმრა და გადასახადი იძულებით აკრიფა.[3]
1906 წლის თებერვალს დამდეგს გლეხებს მთავრობამ წითელრაზმელების გაცემა მოსთხოვა, რაზედაც გლეხებისაგან მტკიცე უარი მიიღო. მამასახლისმა ჩაფრების დახმარებით ყინვიან დღეს გლეხები მდინარეში ჩარეკა, შემდეგ სველტანსაცმელებიანები საბძელში დაამწყვდია და სიკვდილით დაემუქრა. გლეხებმა მაინც არ გასცეს რაზმელები. მოგვიანებით წითელრაზმელებმა შური იძიეს და მოკლეს ბერშუეთის მამასახლისი.[3]
საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1951 წლის 3 ოქტომბრის დადგენილებით, სოფელ ბერშუეთის სახელწოდებით გაერთიანდნენ ბერშუეთის სასოფლო საბჭოს სოფლები — დიდი ბერშუეთი და პატარა ბერშუეთი.[4]
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 837 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[5] | 1045 | 495 | 550 |
2014[1] | 837 | 429 | 408 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 335.
- ↑ 3.0 3.1 3.2 ვანიშვილი შ. ჩიმაკაძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 48.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6 (39), გვ. 5, თბ., 1951 წ. ISSN 0203-2023
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II