ბაუნტის კუნძულები

ბაუნტის კუნძულები (ინგლ. Bounty Islands) — 13 დაუსახლებელი, გრანიტით აგებული მომცრო კუნძულებისა და მრავალრიცხოვანი კლდეებისაგან შემდგარი არქიპელაგი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ახალი ზელანდიის შემადგენლობაში. განლაგებულია სამხრეთ კუნძულისგან 670 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჩატემის კუნძულებისგან კი 530 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.[1]

ბაუნტის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Bounty Islands
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 47°45′ ს. გ. 179°03′ ა. გ. / 47.750° ს. გ. 179.050° ა. გ. / -47.750; 179.050
კუნძულთა რაოდენობა 13
მთავარი კუნძული დეპოტი
ფართობი 1,35 კმ²
უმაღლესი წერტილი 90 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

ეს კუნძულთა ჯგუფი ადმინისტრაციულად ეკუთვნის ახალი ზელანდიის გარე კუნძულებს. ისინი არ არიან რომელიმე რეგიონის ან ოლქის ნაწილი, მაგრამ იმყოფებიან სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მმართველობის ქვეშ.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ბაუნტის კუნძულების რუკა

კუნძულები მდებარეობენ 179° 02' — 179° 07' ს. გ. და 47° 40' — 47° 45' ა. გ. შორის.

კუნძულების მთლიანი ფართობი შეადგენს 1,35 კმ²-ს. არქიპელაგის ყველაზე მაღალი წერტილია — 90 მეტრი ზღვის დონედან.

13 კუნძულის შემადგენლობა:

კუნძულებზე ბინადრობენ პინგვინების, ალბატროსების და სელაპების დიდი პოპულაცია. ამ მიზეზით არქიპელაგი XIX — XX საუკუნის დასაწყისში პოპულარული იყო მონადირეებს შორის.

კუნძულების კლიმატი მკაცრი და თანაბარ ქარიანია. ყველაზე ცივი თვის ტემპერატურა (აგვისტო) — +5,5 °C, ყველაზე თბილი — იანვარი-თებერვალი — +11 °C. ბაუნტის კუნძულები ხშირად წარმოუდგენიათ ტროპიკულ კუნძულებად, პიტკერნის კუნძულების (5,5 ათასი კმ ჩრდილო-აღმოსავლეთით) გამო, სადაც გადავიდა იმავე დასახელების გემის აჯანყებულთა ეკიპაჟი, ასევე ქოქოსიანი შოკოლადის — «ბაუნტის» სარეკლამო რგოლების გამო.

ბაუნტის კუნძულები 1788 წლის სექტემბერში კაპიტანმა უილიამ ბლაიმ აღმოაჩინა და სახელი გემ HMS Bounty-ის პატივსაცემად უწოდა, ბაუნტის ცნობილ აჯანყებამდე რამდენიმე თვით ადრე.

მოსახლეობა

რედაქტირება

კუნძულები დაუსახლებელია, მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს, დროებით მცხოვრები სამეცნიერო ექსპედიციის თანამშრომლების გარდა.