ბარბარა ჰილარი
დაბადების თარიღი 12 ივნისი, 1931
მანჰეტენი, ნიუ-იორკი
გარდაცვალების თარიღი 23 ნოემბერი, 2019 (88 წლის)
კუინზი, ნიუ-იორკი
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი ახალი სკოლა (ნიუ-იორკი)
საქმიანობა არქტიკული მკვლევარი, მედდა, მოგზაური, სპიკერი
ცნობილია როგორც პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები დალაშქრა
საიტი barbarahillary.com

ბარბარა ჰილარი (დ. 12 ივნისი, 193123 ნოემბერი, 2019)[1]ამერიკელი არქტიკული მკვლევარი, მედდა, გამომცემელი, მოგზაური და მოტივაციური სპიკერი. დაიბადა ნიუ-იორკში, სწავლობდა ახალი სკოლის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები გერონტოლოგიაში. განათლების მიღების შემდეგ იგი მედდა გახდა, ასევე დააარსა Arverne Action Association და Peninsula Magazine.

2007 წელს, 75 წლის ასაკში, ჰილარი გახდა პირველი ცნობილი შავკანიანი ქალი, რომელმაც მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს.[2] მან მიაღწია სამხრეთ პოლუსს 2011 წლის იანვარში, 79 წლის ასაკში და გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელმაც ორივე პოლუსი დალაშქრა.[3] ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე მისი მოგზაურობის შემდეგ, გახდა მოტივაციური სპიკერი და სიტყვით გამოვიდა ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა ქალთა ეროვნული ორგანიზაცია.

მას შემდეგ, რაც გადაურჩა მკერდის კიბოს და შემდეგ ფილტვის კიბოს, მას 2019 წელს ჯანმრთელობა დაუქვეითდა. ნიუ-იორკში, ფარ როკავეის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გარდაიცვალა 2019 წლის 23 ნოემბერს, 88 წლის ასაკში.[4]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰილარი დაიბადა 1931 წლის 12 ივნისს ნიუ-იორკში, ლინკოლნის სკვერის უბანში (ყოფილი სან-ხუან ჰილი, მანჰეტენი). იგი ჰარლემში გაზარდა დედამ, ვიოლა ჯონს ჰილარიმ. მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა.[5] ჰილარი სიღატაკეში გაიზარდა - დედამისი ასუფთავებდა სახლებს ოჯახის სარჩენად. ჰილარი დროის დიდ ნაწილს კითხვას უთმობდა: „ჩვენს სახლში გონებრივი სიღარიბე არ ყოფილა“. [4] მისი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი იყო სათავგადასავლო რომანი რობინზონ კრუზო.[5] მან ჩააბარა ნიუ-იორკში, ახალ სკოლაში, სადაც დაამთავრა გერონტოლოგიის პროგრამა და მოიპოვა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები.[4] ახალი სკოლის დამთავრების შემდეგ, გახდა მედდა და 55 წლის განმავლობაში, პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა.

დაახლოებით 1998 წელს ჰილარის დაუსვეს ფილტვის კიბოს დიაგნოზი, რომლის ამოღებასაც ოპერაცია დასჭირდა. ამ ოპერაციამ გამოიწვია მისი სუნთქვის უნარის 25 პროცენტით შემცირება. ეს იყო მისი მეორე კიბოს დიაგნოზი (20 წლის ასაკში მკერდის კიბოთი დაავადდა). მისი ჯანმრთელობა გაუარესდა 2019 წლის დასაწყისში, რადგან გულის სარქველში სითხე დაუგროვდა. მიუხედავად ავადმყოფობისა, მან მაინც მოახერხა მონღოლეთში გამგზავრება იქაურ საზოგადოებებში კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.[6][4] რამდენიმეთვიანი ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მოგვიანებით გარდაიცვალა 2019 წლის 23 ნოემბერს, ნიუ-იორკში.[4]

აქტივიზმი

რედაქტირება

ჰილარი აქტიური იყო თავის საზოგადოებაში. მან დააფუძნა Arverne Action Association, Inc.. მისი ორგანიზაცია ემსახურეობდა ცხოვრების გაუმჯობესებას არვერნში, ნიუ-იორკში და როკევეის ნახევარკუნძულის საზოგადოებაში.[4] ის ასევე იყო The Peninsula Magazine-ის, არაკომერციული და მრავალრასობრივი ჟურნალის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ნიუ-იორკში, კუინზში. ეს პირველი მსგავსი ჟურნალი იყო რეგიონში.[7] პოლუსების მონახულების შემდეგ, ჰილარი დაინტერესდა გლობალური დათბობის გავლენით პოლარულ ყინულზე და მის ფარგლებს გარეთ და დაიწყო საჯარო ლექციების კითხვა ამ თემაზე. 2019 წელს იგი გაემგზავრა მონღოლეთის სტეპში, ადგილობრივებთან კლიმატის ცვლილებებზე სასაუბროდ.[4]

მოგზაურობა

რედაქტირება

მოგზაურობები ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებზე

რედაქტირება

ექთნის პოსტიდან წამოსვლის შემდეგ, ჰილარიმ კვებეკსა და მანიტობაში მარხილის ძაღლებით სრიალსა და პოლარული დათვებისთვის სურათების გადაღებას მიჰყო ხელი.[5] როდესაც შეიტყო, რომ არცერთ შავკანიან ქალს არ მიეღწია ჩრდილოეთ პოლუსამდე, გადაწყვიტა, რომ პირველი ასეთი ადამიანი გამხდარიყო.[4] იმ დროს პოლარული ექსპედიცია ღირდა დაახლოებით $20,000 და მოითხოვდა თხილამურებით სრიალს, რაც მას მანამდე არ გაეკეთებინა. თანხების მოსაზიდად მან წერილები გაუგზავნა პოტენციურ სპონსორებს და იღებდა შემოწირულობებს, საბოლოოდ კი 25000 დოლარზე მეტი შეაგროვა არქტიკული ექსპედიციის დასაფინანსებლად. მოგზაურობისთვის მოსამზადებლად მან გაიარა სათხილამურო გაკვეთილები, დაიქირავა პირადი მწვრთნელი და ივარჯიშა წონებით. 2007 წლის 23 აპრილს, 75 წლის ასაკში, იგი გახდა პირველი შავკანიანი და ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, ვინც ფეხი დადგა ჩრდილოეთ პოლუსზე.[8]

ხუთი წლის შემდეგ, 2011 წლის 6 იანვარს, ის გახდა პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელმაც სამხრეთ პოლუსი დალაშქრა, 79 წლის ასაკში.

ექსპედიციების შემდეგ ჰილარი გახდა მოტივაციური სპიკერი. ის იყო NBC News-ისა და CNN-ის მიერ პროფილირებული და სიტყვით გამოვიდა სხვადასხვა ორგანიზაციებში, მათ შორის ქალთა ეროვნული ორგანიზაციაში (NOW).

ჩრდილოეთ პოლუსის ექსპედიცია ჰილარიმ დედას, ვიოლა ჯონს ჰილარის მიუძღვნა, რომელიც 1930-იან წლებში გადავიდა ჰილტონ ჰედ აილენდიდან, სამხრეთ კაროლინადან ნიუ-იორკში, რათა ბარბარას და მის დას, დოროთი ჰილარი არანდას უკეთესი განათლების შანსი ჰქონოდათ.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Trailblazing African-American explorer Barbara Hillary dies (23 November 2019).
  2. Barr, Meghan (March 26, 2016). „75-year-old cancer survivor skis to North Pole“. Seattle Times. ციტირების თარიღი: August 19, 2011.
  3. Alford, Henry (February 28, 2011). „My Unhealthy Diet? It Got Me This Far“. New York Times. ციტირების თარიღი: August 19, 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Seelye, Katharine Q. (26 November 2019). „Barbara Hillary, 88, Trailblazer on Top (And Bottom) of the World, Dies“. The New York Times.
  5. 5.0 5.1 5.2 Katharine Q. Seelye, "Barbara Hillary, 88, Trailblazer on Top (and Bottom) of the World, Dies," The New York Times, November 26, 2019.
  6. Collins, Lauren (July 26, 2019). „The Latest Dreams of Barbara Hillary, the First African-American Woman to Travel to the North Pole“. New Yorker. ციტირების თარიღი: November 17, 2019.
  7. Barbara Hillary | Explorer.
  8. „75-year-old cancer survivor skis to North Pole“. The Seattle Times (ინგლისური). 2007-05-07. ციტირების თარიღი: 2017-12-13.
  9. Text - H.Res.466 - 110th Congress (2007-2008): Honoring and recognizing the achievements of Barbara Hillary, the first African-American woman on record to reach the North Pole (6 June 2007).
  10. 2008 National NOW Conference: Speakers and Honorees. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-01. ციტირების თარიღი: 2023-02-27.
  11. National Women's Hall of Fame Virtual Induction Series Inaugural Event December 10, 2020 (November 11, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 9, 2022. ციტირების თარიღი: თებერვალი 27, 2023.