აჰმედ სანჯარი

(გადამისამართდა გვერდიდან აჰმედ სენჯერი)

აჰმედ სულთან სანჯარი (თურქ. Ahmed Sultan Sencer; დ. 1086, სინჯარი — გ. 1157, მერვი) — სელჩუკთა იმპერიის უკანასკნელი სულთანი 1118-1153 ან 1157 წლებში, მალიქ-შაჰის მესამე ვაჟი.

აჰმედ სანჯარი
Ahmed Sultan Sencer

სენჯერი 1103 წელს
სელჩუკთა იმპერიის მე-8 და ბოლო სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1118
მმართ. დასასრული: 1153 ან 1157
წინამორბედი: მაჰმედ I
მემკვიდრე: იმპერია დაიშალა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1086
დაბ. ადგილი: სინჯარი, სელჩუკთა სახელმწიფო, თანამედროვე ერაყი
გარდ. თარიღი: 1157
გარდ. ადგილი: მერვი, სელჩუკთა სახელმწიფო, თანამედროვე თურქმენეთი
მეუღლე: თურქან ხათუნი
რუსუდან ხათუნი
შვილები: გუჰარ ნესერ ხათუნი
ამირ სითი ხათუნი
დინასტია: სელჩუკები
მამა: მალიქ-შაჰი
რელიგია: ისლამი, სუნიზმი

ტახტზე ასვლამდე მონაწილეობდა შიდა ომში და მართავდა ხორასანს. 1118 წელს მისი უფროსი ძმა, მაჰმედ I გარდაიცვალა და დროებით, ბაღდადისა და ირანის ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა, მაჰმუდ II-მ , მაგრამ იმავე წელს, თათრული სახანოების მხარდაჭერით აჰმედ სენჯერმა დაამარცხა თავისი ძმისშვილი ბაღდადის ბრძოლაში და სელჩუკთა იმპერიის სულთნის ტიტული მიიღო.

მისი მმართველობა დაიწყო სახელმწიფოს არასტაბილურობითა და ეკონომიკური დაღმასვლით. ჯვაროსნული ლაშქრობები თურქებისთვის წარუმატებლად მიმდინარეობდა, 1121 წელს, ქართველებთან დიდგორის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ კი საქართველოს სამეფო საბოლოოდ გამოეყო მათ. ამას დაემატა 1123-1124 წლებში დავით აღმაშენებლის მიერ სომხეთის თურქებისგან გაწმენდვაც.

დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, აჰმად სანჯარმა აღმოსავლეთით, კერძოდ შუა აზიის ქვეყნებზე მოახერხა კონტროლის დამყარება. აქტიურად ებრძოდა და დევნიდა ასასინებს. 1141 წელს თავს დაესხა ყარა-კიტაის ტერიტორიებს. 1142 წელს სამარყანდი აიღო. ის ეწეოდა ისლამურ პოლიტიკას და სასტიკად უსწორდებოდა არამუსლიმ მოსახლეობას.

1150-იან წლებში სელჩუკთა სახელმწიფო საგრძნობლად დაასუსტა ოღუზი თურქების შემოსევებმა. 1153 წელს, ერთ-ერთი შემოსევის დროს, მათ მოახერხეს აჰმედ სენჯერის შეპყრობა და ტყვედ წაყვანა მერვში. სანამ ის ტყვეობაში იყო, ოღუზებმა გაძარცვეს და დაარბიეს ნიშაბური. 1157 წელს, აჰმედ სენჯერი, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა და დაკრძალეს მერვში. მის შემდეგ სელჩუკთა იმპერია საბოლოოდ დაიშალა. მოგვიანებით, 1221 წელს, სენჯერის აკლდამა მონღოლებმა გაანადგურეს ხვარაზმის დალაშქვრის დროს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • E. J. Van Donzel, Islamic Desk Reference, (E.J.Brill, 1994), 464.
  • http://www.iranicaonline.org/articles/sanjar
  • Bernard Lewis, The Assassins: A Radical Sect in Islam, (Basic Books Inc., 2003), 51.
  • Рыжов, 2004.
  • Muir, William (1924). „Buweihid Dynasty, Bagdad under Seljuqs, Toghril Beg, Al-Muktadi and four following Caliphs, Crusades, Capture of Jerusalem, End of Fatimids“, The Caliphate, its rise, decline and fall. 
  • Bosworth, C. Edmund (1984). „AḤMAD B. NEẒĀM-AL-MOLK“. Encyclopaedia Iranica, Vol. I, Fasc. 6. London et al.: C. Edmund Bosworth. pp. 642–643.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)