ახო
სოფელი საქართველოში, ქედის მუნიციპალიტეტში
ახო[2] — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისის თემში (სოფლები: ახო, გეგელიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, ჩეტკიძეები, ცხმორისი).[3] მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 500 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 18 კილომეტრით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მევენახეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 594 კაცი[1].
ახოს ჯამე
რედაქტირებასოფელში დგას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი ახოს ჯამე. აშენებულია ლაზი ხელოსნის უსტა ხუსეინის მიერ 1817-1818 წლებში. მორთულია ორნამენტებით.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 805[4][5] |
2014 | 594[1] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 304.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 21.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2010-07-28.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.