გეგელიძეები (ქედის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ქედის მუნიციპალიტეტი
გეგელიძეები — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისის თემში (სოფლები: ახო, გეგელიძეები, გობრონეთი, კოკოტაური, ჩეტკიძეები, ცხმორისი).[2] მდებარეობს აჭარის ქვაბულში, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე, დაბა ქედიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 428 კაცი[1]. სოფელში დაიბადა მწერალი და დრამატურგი ფრიდონ ხალვაში.
სოფელი | |
---|---|
გეგელიძეები | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქედის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცხმორისი |
კოორდინატები | 41°39′00″ ჩ. გ. 42°04′48″ ა. გ. / 41.650028° ჩ. გ. 42.080139° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 560 მ |
მოსახლეობა | 428[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
გეგელიძეების ჯამე
რედაქტირებასოფელში დგას მეჩეთი. მისი მორთულობა ხასიათდება ორნამენტული და ფერწერული დეკორის შერწყმით, მცენარეული მოტივების სიუხვით. აშენების თარიღი უცნობია.[3]
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 565[4][5] |
2014 | 428[1] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 571.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ შიოშვილი თ., ბარამიძე რ. „ქართველი მუსლიმები თანამედროვეობის კონტექსტში“ გვ. 454
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2012-08-30.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.