ახალხიბულა

სოფელი საქართველოში, ხობის მუნიციპალიტეტში

ახალხიბულა, ახალი ხიბულა[2]სოფელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ხობის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გაშფერდი, ზუბი).[3] მდებარეობს მდინარეების ჭანისწყალსა და ხობსწყალს შორის, ზღვის დონიდან 105 მეტრზე. ხობიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.

სოფელი
ახალხიბულა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხობის მუნიციპალიტეტი
თემი ახალხიბულა
კოორდინატები 42°25′46″ ჩ. გ. 42°00′25″ ა. გ. / 42.42944° ჩ. გ. 42.00694° ა. გ. / 42.42944; 42.00694
ცენტრის სიმაღლე 105
მოსახლეობა 395[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ახალხიბულა — საქართველო
ახალხიბულა
ახალხიბულა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ახალხიბულა

მოსახლეობა

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 395 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002<[3] 563 274 289
2014[1]   395 212 183

ეკონომიკა

რედაქტირება

2017 წელს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ აშენდა, რომელიც პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს. წელიწადში აწარმოებს დაახლოებით 50 ტონა პროდუქიას.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება