ახალისა
ახალისა[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ბიყარის თემში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს სამების მთის სამხრეთ კალთაზე. მდინარე არკინარეთის (მეჯუდის შენაკადი) სათავეში. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ცხინვალიდან 26 კილომეტრი, გორიდან — 40 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირება1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[3], ხოლო სოფელს დე ფაქტო აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რომლის ტერიტორიაზე სოფელს მიანიჭეს ოსური სახელწოდება (ოს. Ахалиса).
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 27 მცხოვრები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 93.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 283.