აჭი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტი
აჭი[2] — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქაქუთის თემში (სოფლები: აჭი, გოგმაჩაური, ნაცხავატევი, ქაქუთი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე აჭისწყლის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 300 მ., ქობულეთიდან 38 კილომეტრის დაშორებით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 253 კაცი[1].
სოფელი | |
---|---|
აჭი | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქაქუთი |
კოორდინატები | 41°50′10″ ჩ. გ. 42°00′17″ ა. გ. / 41.83611° ჩ. გ. 42.00472° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 300 მ |
მოსახლეობა | 253[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 309[3][4] |
2014 | 253[1] |
ისტორია
რედაქტირებაისტორიულად სოფელს ზედა აჭი ეწოდებოდა და სოფელ აჭთან ერთად ოზურგეთის მაზრის ლიხაურის სასოფლო საოგადოებაში შედიოდა. 1930-იან წლებში სოფელი ქობულეთის რაიონის ნაწილი გახდა. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 277.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.