ნაცხავატევი

სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში

ნაცხავატევისოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქაქუთის თემში (სოფლები: აჭი, გოგმაჩაური, ნაცხავატევი, ქაქუთი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთით, მდინარე ჩოლოქის ზემო დინებაში, ზღვის დონიდან 400 მ., ქობულეთიდან 21 კმ. ოჩხამურიდან 16 კმ., ქაქუთიდან 4 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 104 კაცი[1]. სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრევა გოგმაჩაური, ჩრდილოეთიდან ქაქუთი, ხოლო დასავლეთიდან აჭი. სოფლიდან არის ასასვლელი ელიას ციხეზე.

სოფელი
ნაცხავატევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი ქაქუთი
კოორდინატები 41°50′11″ ჩ. გ. 41°58′35″ ა. გ. / 41.836417° ჩ. გ. 41.976528° ა. გ. / 41.836417; 41.976528
ცენტრის სიმაღლე 400
მოსახლეობა 104[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნაცხავატევი — საქართველო
ნაცხავატევი
ნაცხავატევი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ნაცხავატევი
ნაცხავატევი — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ნაცხავატევი

ისტორია რედაქტირება

ისტორიულად სოფელი ოზურგეთის მაზრის ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1874 წელს სოფელში 7 კომლი ცხოვრობდა. სოფლის მოსახლეობა მთლიანად მუსლიმური იყო.[2] 1930-იან წლებში ქობულეთის რაიონის ნაწილი გახდა.

მოსახლეობა რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა
1908[3] 83
1911[4]   74
2002 184[5][6]  
2014 104[1]  

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.92 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  3. Кавказский календарь на 1910 год
  4. Кавказский календарь на 1912 год
  5. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
  6. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.