გოგმაჩაური
სოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში
გოგმაჩაური — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქაქუთის ადმინისტრაციული ერთეულში (სოფლები: აჭი, გოგმაჩაური, ნაცხავატევი, ქაქუთი).
სოფელი | |
---|---|
გოგმაჩაური | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქაქუთი |
კოორდინატები | 41°49′51″ ჩ. გ. 41°57′49″ ა. გ. / 41.83083° ჩ. გ. 41.96361° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 380 მ |
მოსახლეობა | 53[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჩოლოქის ზემო დინებაში, ზღვის დონიდან 380 მ., ქობულეთიდან 18 კმ., ქაქუთიდან 2 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 53 კაცი.[1] სოფლიდან არის ასასვლელი ელიას ციხეზე.
ისტორია
რედაქტირებაისტორიულად სოფელი ოზურგეთის მაზრის ლიხაურის სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1930-იან წლებში ქობულეთის რაიონის ნაწილი გახდა. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 68[2][3] |
2014 | 53[1] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 65.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.