აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია

აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია
რუსეთის უკრაინაში შეჭრის ნაწილი
2022_Russian_invasion_of_Ukraine.svg
თარიღი 24 თებერვალი, 2022 – დღემდე
(2 წელი, 8 თვე, 3 კვირა და 6 დღე)
მდებარეობა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქები
სტატუსი

მიმდინარე

  • რუსეთი და მისი მოკავშირეები აკონტროლებენ ლუჰანსკის ოლქის 80–93%-ს და დონეცკის ოლქის 54%-ს.[1][2]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი
დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშა დონეცკის სახალხო რესპუბლიკა
ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის დროშა ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკა
უკრაინის დროშა უკრაინა
მეთაურები
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები

რუსეთის ეროვნული გვარდია

ვაგნერის ჯგუფი[41]

  • ლიბიისა და სირიის კონტიგენტები[41][49]
უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები

უკრაინის ეროვნული გვარდია[57]

მემარჯვენე სექტორი[60]

შეიხ მანსურის ბატალიონი[61][62]
უკრაინის დროშა არარეგულარული სამოქალაქო მოხალისეები

  • უკრაინელი პარტიზანები[63][64]
ძალები
  • 38 000+ ჯარისკაცი[65][66][67] (გვიანი მარტი)
  • 50 000–62 000 ჯარისკაცი[68] (ადრეული აპრილი)
  • 10 000–20 000 დაქირავებული[49][69][70] (ევროპელი თანამდებობის პირების შეფასებით, ადრეული აპრილი)
  • 300–500 სირიელი და ლიბიელი დაქირავებული (ISW-ის შეფასებით, ადრეული აპრილი)[41]
125 000 ჯარისკაცი[71] (მთელ აღმოსავლეთ უკრაინაში)
  • 40 000–50 000 (დონბასში, ადრეული აპრილი)[72]
დანაკარგები
უცნობია უცნობია
აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია ვიკისაწყობში

აღმოსავლეთ უკრაინის კამპანია — საომარი მოქმედების მიმდინარე თეატრი 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს, აღმოსავლეთ უკრაინაზე კონტროლის დამყარების მიზნით.[73] აგრეთვე წარმოადგენს დიდ ესკალაციას დონბასის ომის ფარგლებში, რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის 2014 წლიდან მიმდინარეობს. აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია დონბასის ბრძოლა, იგი რუსეთის შემოჭრის მეორე სტრატეგიულ ფაზად ითვლება.[74]

ქრონოლოგია

რედაქტირება

25 თებერვალი

რედაქტირება

25 თებერვალს, დილით, რუსული ძალები დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან მარიუპოლისკენ დაიძრნენ. ისინი უკრაინულ ძალებს დაუპირისპირდნენ პავილოპილში.[75] მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელებმა გაიმარჯვეს და მინიმუმ 20 რუსული ტანკი გაანადგურეს,[76] საღამოს რუსეთის საზღვაო ძალებმა საზღვაო-სადესანტო შეტევა დაიწყეს მარიუპოლიდან 70 კილომეტრში, აზოვის ზღვიდან.[77][78]

სტარობილსკთან გამართულ ბრძოლაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსი ჯარისკაცების ჯგუფი, რომელიც ცდილობდა მდინარე აიდარის გადაკვეთას.[79]

26 თებერვალი

რედაქტირება

სტარობილსკი ძლიერ დაზიანდა რუსული საარტილერიო ცეცხლის შედეგად.[80] რუსული ძალები მთელი დღის განმავლობაში აგრძელებდნენ მარიუპოლის არტილერიით დაბომბვას[81]

27 თებერვალი

რედაქტირება

27 თებერვლის დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკის „სახალხო რესპუბლიკიდან“ რუსული სატანკო კოლონა სწრაფად დაწინაურდა მარიუპოლის მიმართულებით, მაგრამ შეტევა აღკვეთეს უკრაინულმა ძალებმა. ტყვედ ჩავარდა 6 რუსი ჯარისკაცი.[82]

ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ სტანიცია-ლუჰანსკა და შჩასტია რუსულმა ძალებმა დაიკავეს, რომლებმაც დაბომბვის შედეგად პრაქტიკულად გაანადგურეს დასახლებები. დონეცკის ოლქის გუბერნატორმა პავლო კირილენკომ რუსები ვოლნოვახის განადგურებაში დაადანაშაულა.[83]

1 მარტს უკრაინის ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ჰორლივკის მიმართულებით, რომელიც 2014 წლიდან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იყო.[84][85]

60-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალებისაგან შემდგარი დიდი რუსული კოლონა 2 მარტს სტარობილსკში შევიდა, მაგრამ ადგილობრივების პროტესტმა მათი წინსვლა შეაჩერა.[86] უმაღლესმა რადამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზიუმის მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა 8 ადამიანი.[87]

დღისით რუსული ჯარები შევიდნენ ქალაქ ბალაკლიიაში.[88]

დონეცკში, რომელიც სეპარატისტთა ხელში იყო, რამდენიმე დღე სროლებს ჰქონდა ადგილი. ზოგიერთ კვარტალში არ ჰქონდათ ელექტროენერგია, ქუჩებში იწვოდა მანქანები.[89]

ოლექსი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინელები მთელი ომის განმავლობაში პირველად გადავიდნენ შეტევაზე და ჰორლივკისკენ გაიჭრნენ.[90][91][92] მოგვიანებით იჰორ ჟდანოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „იყო ცნობები უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქის ნაწილის დაკავების შესახებ“.[93] უკრაინული ცნობებით, 95-ე სადესანტო-საიერიშო ბრიგადამ ქალაქის შტურმი დაიწყო.[94] არმია ქალაქის განაპირას იმყოფებოდა.[95]

 
მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქ ვოლნოვახიდან.

უკრაინის ხელისუფლების 3 მარტის განცხადებით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მარიუპოლში სროლების შედეგად 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.[96]

დღისით რუსული ჯარები შევიდნენ სვატოვეში, მაგრამ ადგილობრივთა პროტესტმა ისინი შეაჩერა.[97] მოგვიანებით მათ დაარწმუნეს ჯარისკაცები, რომ ქალაქიდან გასულიყვნენ.[98] ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ჯარებმა დაიკავეს დაბა ნოვოაიდარი.[99]

ვოლნოვახაში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისათვის ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა, თუმცა უკრაინულმა მხარემ რუსეთი ევაკუაციის პროცესის დროს ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა და ეს მცდელობა ჩაიშალა. ქალაქის დატოვება დაახლოებით 400 ადამიანმა შეძლო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში უკრაინული ძალები დაადანაშაულა.[100]

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მეორე მცდელობაც ჩაიშალა, ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა ამაში.[101] ჰაიდას განცხადებით, ბრძოლები მიდიოდა ლისიჩანსკის, სევეროდონეცკისა და რუბიჟნეს მისადგომებთან; პოპასნა და ჰირსკე კი გამუდმებით ჭურვების სამიზნე იყო. მან აღნიშნა ისიც, რომ უკრაინულმა ძალებმა კონტროლი დაკარგეს სვატოვეზე, სტარობილსკსა და ნოვოფსკოვზე, თუმცა რუსული ჯარის მნიშვნელოვანი რაოდენობა ამ ადგილებში წარმოდგენილი არ იყო.[102]

06:55 საათზე ლუჰანსკში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობბაზას. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკამ სარაკეტო დარტყმაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა.[103]

უკრაინის ოფიციალური პირების მიხედვით, დღის განმავლობაში სევეროდონეცკის მიმართულებით გახსნილი ცეცლის შედეგად ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და რვა დაიჭრა.[104]

დაახლოებით 17:00 საათზე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაბომბეს მარიუპოლის სამშობიარო სახლისა და ბავშვთა საავადმყოფოს შენობები, დაიღუპა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, ჩვიდმეტმა ჭრილობები მიიღო.[104]

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინული ძალები აგრძელებდნენ მტრის შეკავებას დონეცკის, სლობოჟანსკესა და ტავრიის რაიონებში.[105]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჯარებმა დაიკავა ვოლნოვახა.[106] ასევე იტყობინებოდნენ, რომ მათ 6 კილომეტრით წაიწიეს და უფრო გააძლიერეს მარიუპოლის ალყა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ვოლნოვახის მრავალ რაიონში რუსული ძალები ჩანდნენ.[107] ჰაიდაის თქმით, რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო დონეცკის ოლქის 70%.[108]

Associated Press“-მა დამოუკიდებლად დაადასტურა, რომ ვოლნოვახა პრორუსულმა სეპარატისტებმა დაიკავეს და მისი დიდი ნაწილი საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაინგრა.[109] უკრაინული მხარის ინფორმაციით, ფრონტის ლუჰანსკის ხაზზე დაიღუპა უკრაინის 24-ე მექანიზებული ბრიგადის პოლკოვნიკი ვალერი გუძი.[26]

ამავე დღეს უკრაინულმა ძალებმა რუსული მხარე ღამით ლუჰანსკის ოლქის ქალაქ პოპასნაში თეთრი ფოსფორის შემცველი საბრძოლო მასალების გამოყენებაში დაადანაშაულეს. დაახლოებით 22:00 საათზე ოლქის სამხრეთში დაიბომბა სვიატოგორსკის ლავრის მონასტერი, დაიჭრა 30 ადამიანი, დაზიანდა მონასტერი.[110][111]

დონეცკის ოლქის გუბერნატორის პავლო კირილენკოს მიხედვით, დასახლებული პუნქტები ნიკოლსკე, მანჰუში და ურზუფი რუსეთის ჯარებმა დაიკავეს. ასევე, ოლქის ყველა ქალაქი, გარდა ვოლნოვახისა, უკრაინული ძალების კონტროლის ქვეშ იყო.[112]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათმა ჯარებმა დაიკავეს დონეცკის ოლქის დასახლებები: ნიკოლსკე, ბლაჰოდატნე, ვოლოდიმირივკა და პავლივკა.[113] უწყება ასევე ამტკიცებდა, რომ გაათავისუფლეს „აიდარის“ ბატალიონის მიერ ნიკოლსკის მონასტერში ტყვედ აყვანილი 300 მშვიდობიანი მოქალაქე.[114]

უკრაინელი სამხედრო პირების ცნობით, დღის განმავლობაში რუსულმა მხარემ დაიკავა დასახლებები: სტარომლინივკა, ევჰენივკა, პავლოვკა და იეჰორივკა.[115]

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის დენის პუშილინის თანახმად, მათ ჩამოაგდეს დონეცკისკენ გასროლილი უკრაინული „ტოჩკა-უ“, თუმცა მისი ნამსხვრევები ქალაქის ცენტრში მაინც ჩამოვარდა, გარდაიცვალა მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 მშვიდობიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა. უკრაინულმა მხარემ თავდასხმა უარყო და განაცხადა, რომ ეს „ეჭვგარეშედ რუსული რაკეტა ან სხვა საბრძოლო მასალა“.[116]

უკრაინული ძალების განცხადებით, 17:00 საათზე რუსეთის საზღვაო ქვეითი ჯარის 336-ე საგვარდიო ბრიგადისა და მე-11 საგვარდიო სადესანტო-საიერიშო ბრიგადის მებრძოლებმა დონეცკის ოლქში წინ წაწევა სცადეს, თუმცა უკრაინელებმა უკუაგდეს, რა დროსაც მოკლეს 100-მდე ჯარისკაცი და გაანაგურეს მათი 6 სატრანსპორტო საშუალება.[117]

ჰაიდაის ცნობით, რუბიჟნეში რუსული ძალების მიერ საავადმყოფოზე, მხედველობადაქვეითებულ ბავშვთა სახლსა და სამ სკოლაზე მიტანილი დარტყმების შედეგად დაიღუპა ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.[118]

 
სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსი დონეცკში.

დონეცკი სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა, რის შედეგადაც დაიღუპა 23 მშვიდობიანი მოსახლე. დსრ-ის ხელისუფლების ცნობით, აღნიშნული უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გადახორციელეს. თავად უკრაინის ხელისუფლებამ აღნიშნული უარყო და ცრუ დროშის ოპერაციად მოიხსენია.[119][120]

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ მარიუპოლში დაიღუპა შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე ანდრია პალი.[121]

ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის ლეონიდ პასეჩნიკის განცხადებით, ლუგანსკის ოლქის „ტერიტორიის თითქმის 80%“ იყო დაკავებული, ვერ აკონტროლებდნენ „პოპასნას, ლისიჩანსკს, რუბიჟნეს, სევეროდონეცკსა და კრემინას“. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრძოლის ველზე მდგომარეობა „სტაბილურად დაძაბული“ იყო და „რესპუბლიკის“ ეროვნული მილიციის დანაყოფები ცდილობდნენ პოპასნისა და რუბიჟნეს აღებას.[122]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებმა დაიკავეს მარინკა.[123]

25 მარს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის სამხედროთა ძალისხმევა მიმართული იქნება დონბასის ტერიტორიაზე. „ოპერაციის პირველი ეტაპის მთავარი მიზნები ძირითადად მიღწეულია“ — თქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, სერგეი რუდსკოიმ. თავდაცვის სამინისტროს განცხადების საფუძველზე საერთაშორისო მიმოხილველთა ნაწილი ასკვნიდა, რომ ეს შეიძლება ნიშნავდეს ომში რუსეთის მიზნების გადახედვას.[124]Yahoo Finance“-მ აღნიშნა, რომ რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანახმად, სეპარატისტები აკონტროლებდნენ ლუჰანსკის ოლქის 93%-ს და დონეცკის ოლქის 54%-ს.[1]

29 მარტს, ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქებათა სერიას ჰქონდა ადგილი რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. რუსულ სააგენტო „ТАСС“-ის ინფორმაციით, რუსეთის არმიის დროებით ბანაკში ჩამოვარდა უკრაინიდან გამოსროლილი ჭურვი და სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა.[125][126]

რუსეთის ბრძოლა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების მთლიანად დაპყრობისათვის

რედაქტირება

მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიევზე შეტევა წარუმატებლობების გამო შეაჩერა, თავისი ძირითადი ყურადღება აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებაზე მიაპყრო. ჩრდილოეთიდან ჯარები აღმოსავლეთით გადაისროლეს, თუმცა ბევრი შენაერთი დიდი დანაკარგების გამო თითქმის მთლიანად არაეფექტური აღმოჩნდა. საერთო ჯამში ამ მიმართულებაზე თავი მოუყარეს ათეულობით ათას მებრძოლს, მთავარ მიზნად კი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების მთლიანი ტერიტორიის დაკავება დაისახეს.[4][127] 1 აპრილს შეძლეს იზიუმის დაკავება, თუმცა გააფთრებული ბრძოლები მის მიდამოებში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდა.[128]

6 აპრილის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დაიკავეს ქალაქ რუბიჟნეს 60%.[129] ჭურვები და რაკეტები რეგულარულად ცვიოდა სევეროდონეცკში.[130]

7 აპრილს უკრაინის 128-ე სამთო-საიერიშო ბრიგადის ნაწილებმა იერიში მიიტანეს მოწინააღმდეგეზე, რის შედეგადაც, როგორც იუწყებოდნენ, რუსულმა ნაწილებმა ქალაქ კრემინიდან 6–10 კმ-ით დაიხიეს უკან.[131] უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები მეორე მსოფლიო ომს შეადარა.[132]

გაგრძელდა მარიუპოლის ალყა, თუმცა რუსეთმა და მისმა მოკავშირეებმა რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას ვერ მიაღწიეს. 10 აპრილისთვის აქ წინააღმდეგობა ორი ძირითადი კერის სახით იყო წარმოდგენილი.[133]

ამავდროულად, რუსებმა ძალისხმევა მიმართეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქების — სევეროდონეცკის, პოპასნისა და რუბიჟნეს — დასაკავებლად. ამ ადგილებზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმები,[4][133][127] თუმცა რაიმე მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიაღწიეს.[127] უკრაინის განცხადებით, დიდი მარცხი მიაყენა რუსეთის მე-60 ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას.[4]

სევეროდონეცკის, პოპასნისა და რუბიჟნეს მიმართულებებზე მხარდასაჭერად, რუსულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს იზიუმის სამხრეთით, ბარვინკოვესა და სლოვიანსკზე. იზიუმთან რუსების შესაჩერებლად უკრაინამ დამატებითი ძალები გადაისროლა. ამავე დროს, რუსეთი უტევდა ხარკივს, რათა ადგილობრივი ჯარები შეებოჭა.[133][4][127] 12 აპრილისთვის იზიუმთან განსაზღვრულ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა თავდასხმის გასაძლიერებლად ახალი რუსული ძალების გადასროლა გააგრძელეს.[127] 13 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონბასში გადამწყვეტი გამარჯვების მოსაპოვებლად, რუსეთი ცდილობდა დიდი ძალების მოგროვებას, რათა მოწინააღმდეგეს რიცხობრივად 5-ჯერ აღემატებულიყო.[134] 16 აპრილს მარიუპოლის დამცველებს ჩაბარებისკენ მოუწოდეს, თუმცა უკრაინელებმა იგნორით უპასუხეს.[135][136]BBC“-ს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში ავიადარტყმების ქვეშ იყო მრავალი ქალაქი და სოფელი.[137] რუსული ძალები განაგრძობდნენ სასინჯ ლოკალურ შეტევებს.[138]

18 აპრილს, უკრაინის ოფიციალური პირების თანახმად, რუსეთმა დონბასში 300 კილომეტრის სიგრძის ფრონტზე თავდასხმის ახალი ტალღა წამოიწყო, რა დროსაც, რუსული მხარის განცხადებით, 1260 სამხედრო სამიზნე გაანადგურეს რაკეტებითა და არტილერიით.[139][140][141][142] რუსი სარდლის რუსტამ მინეკაევის განცხადებით, განახლებული თავდასხმის მიზანი არამარტო დონბასის დაპყრობა იყო, არამედ სამხრეთ უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაც, რომ რუსეთი სახმელეთო გზით დაკავშირებოდა დნესტრისპირეთს.[143][144] რუსეთის დაბომბვების თავდაპირველი სამიზნეები იყო რუბიჟნე, პოპასნა და მარინკა.[145] ამავე დღეს გავრცელდა ცნობა, რომ რუსული და ლსრ-ის ძალები ქალაქ კრემინაში შევიდნენ და რამდენიმე საათის ბრძოლების შემდეგ დაიკავეს იგი.[146][147] ამ ბრძოლებში დაიღუპა ლსრ-ის ერთ-ერთი სარდალი მიხეილ კიშჩიკი.[21] შემდგომ დღეებში რუსეთმა მთელ ფრონტზე წარმოებული შეტევების მიუხედავად მხოლოდ მცირე ტერიტორიული წინსვლა მოიპოვა. უკრაინელთა ძლიერი წინააღმდეგობის ქვეშ მათ წინ წაიწიეს რუბიჟნეს, პოპასნისა და სევეროდონეცკის რაიონებში. ზოგიერთი წყაროს თანახმად, კრემინაში ბრძოლები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.[41][148][149] 23 აპრილისთვის უკრაინელთა კონტრშეტევების შედეგად კიდევ უფრო შეჩერდა რუსეთის წინსვლა.[150]

მომდევნო დღეებში რუსეთი აგრძელებდა უკრაინის თავდაცვის გარღვევის მცდელობას, რათა ალყაში მოექცია ფრონტის ხაზის იზიუმ-დონეცკის შვერილი. ბრძოლები მიდიოდა სევეროდონეცკთან, რუბიჟნესთან, პოპასნასთან, მარინკასთან, ხარკივთან და იზიუმთან.[42][64][35][44] რუსეთმა, ლსრ-მა და დსრ-მ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს, დაიკავეს რიგი სოფლები და ქალაქები პოპივკა, პისჩანე, ჟილტივკა და კრემინა.[64][35] თუმცა მათი საერთო წინსვლა ნელი იყო და ფრონტის ხაზის ბევრ მონაკვეთზე გაიჭედა. უკრაინელთა მხრიდან სულ უფრო გააქტიურდა კონტრშეტევები ხარკივისა და იზიუმის მიმართულებებზე, თანდათან დევნიდნენ მოწინააღმდეგეს რიგი დასახლებული პუნქტებიდან.[36][44][14] 30 აპრილიდან ხარკივიდან შორს უკუგდების პარალელურად, რუსეთი და მისი მარიონეტები აგრძელებდნენ იზიუმთან და დონეცკ-ლუჰანსკის ხაზზე უკრაინელთა თავდაცვის გარღვევას.[151][37][152] ამ დროისათვის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა რუსეთის თავდასხმითი ოპერაცია „არაეფექტურად“ შეაფასა.[43] 7 მაისს რუსეთმა და სეპარატისტებმა დაიკავეს პოპასნა, თუმცა სხვა შეტევები ძველებურად წარუმატებლად მიმდინარეობდა.[38] ამის შემდეგ ისინი სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ.[153][154] 10 მაისისთვის ხარკივთან უკრაინელებმა კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს და მოწინააღმდეგე აიძულეს იზიუმის ფრონტის ხაზიდან ძალები ჩრდილოეთით გადაედისლოცირებინათ.[39]

ამავდროულად რუსეთი და დსრ აღმოსავლეთ უკრაინაში თავისი ოკუპაციის განმტკიცებას ცდილობდნენ პოლიტიკური და ეკონომიკური საშუალებებით, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე არსებულ სეპარატისტულ რესპუბლიკებთან შესაერთებლად ან ახლების შესაქმნელად.[155] მეორე მხრივ, უკრაინის მოქალაქეებმა წინააღმდეგობის მოძრაობა წამოიწყეს.[64]

  1. 1.0 1.1 "Russia says first phase of Ukraine operation mostly complete, focus now on Donbass". Reuters via Yahoo Finance. 25 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 17 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. Russia-Ukraine live news: Russia seizes most of Luhansk. Aljazeera (20 აპრილი, 2022).
  3. Miriam Berger; Bryan Pietsch (11 აპრილი, 2022). „What to know about Russia’s new top commander in Ukraine“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Mason Clark; Karolina Hird; George Barros (11 აპრილი, 2022). „RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, APRIL 11“. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  5. „Russian 'Butcher of Mariupol' blamed for worst Ukraine war atrocities“. The New York Post. 24 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  6. Batchelor, Tom; Dalton, Jane (2022-03-03). „Russian Major General Andrei Sukhovetsky killed by Ukrainians in 'major demotivator' for invading army“. Independent (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  7. „Украинские защитники уничтожили командующего росармии - Геращенко“. Интерфакс-Украина (რუსული). 11 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  8. „War in Ukraine: Fourth Russian general killed - Zelensky“. BBC News. 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. „Russia confirms senior naval officer killed in Mariupol“. BBC News (ინგლისური). 20 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  10. Cole, Brendan (23 მარტი, 2022). „Who is Alexei Sharov? 15th Top Russian Commander Killed in Ukraine War“. Newsweek (English). Newsweek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  11. „Russian lieutenant colonel said to be 40th dead senior officer“. The Times. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  12. Mendick, Robert (28 მარტი, 2022). „Devastated Mariupol teeters on the brink, but Ukrainian troops refuse to abandon the fallen“. Yahoo News. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  13. Малашенков, Евгений. Чалаев Замид Алиевич ru. warheroes.ru. ციტირების თარიღი: 19 აპრილი, 2022
  14. 14.0 14.1 14.2 Russian Offensive Campaign Assessment, April 30. Institute for the Study of Warfare (30 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022
  15. 15.0 15.1 Matthew Loh (6 აპრილი, 2022). „A soldier wearing Nazi imagery was given a medal by a Russia-backed separatist republic for killing Ukrainian 'nationalists'. Yahoo. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  16. 16.0 16.1 „Leader of so-called "Donetsk People's Republic" killed in action near Volnovakha“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). 5 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2022-03-06. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  17. 17.0 17.1 Steshin, Dmitry (15 მარტი, 2022). „Александр Ходаковский: Мы в Мариуполь две недели вгрызаемся. А тут приехали чеченцы - красивые, бородатые — чуть колонной на город не пошли“. Komsomolskaya Pravda (რუსული). შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  18. „Денис Пушилин вручил Золотую Звезду Героя ДНР командиру батальона «Сомали» Тимуру Курилкину“. oddr.info. 3 აპრილი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-10. ციტირების თარიღი: 11 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  19. Курпіта, Тетяна (14 მარტი, 2022). „Під Маріуполем ліквідовано одного з ексватажків бойовиків на прізвисько "Клуні" (უკრაინული). ТСН. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  20. „Глава ДНР сообщил о гибели командира разведроты батальона "Спарта". Life.ru (რუსული). 21 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  21. 21.0 21.1 21.2 „На Луганщині ЗСУ ліквідували відомого ватажка “ЛНР”“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  22. David. M. Herszenhorn; Paul McLeary (8 აპრილი, 2022). „Ukraine's 'iron general' is a hero, but he's no star“. Politico. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  23. „Ukrainian officials claim strike on Russian weapons depot in Luhansk region“. apa. 12 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  24. Official appeal of Azov commander, the major Denis Prokopenko, to the world community. Національний Корпус. 7 მარტი, 2022. https://www.youtube.com/watch?v=ajKa2X_-Q74.
  25. „Two defenders of Mariupol became Heroes of Ukraine“. 19 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-24. ციტირების თარიღი: 2022-04-16. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  26. 26.0 26.1 „На Луганщині загинув полковник ЗСУ Валерій Гудзь“. Громадське радіо (უკრაინული). 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  27. Adler, Nils. 'There's always danger': Preparing for war on Ukraine's front line“. www.aljazeera.com.
  28. „Ukrainian marine commander killed fighting Russian invaders“. Newsweek (ინგლისური). 12 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-13. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  29. „Leader of Neonazi Azov Battalion reportedly killed“. The Morning Star. 25 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  30. Sweeney, Steve (28 მარტი, 2022). „Leader of neo-nazi Azov Battalion reportedly killed in Ukraine“. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  31. „Russia-Ukraine live updates: Russians entered Mariupol plant, shelling ongoing“. ABC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  32. Bondarenko, Khrystyna; Watson, Ivan; Stapleton, AnneClair (21 მარტი, 2022). "Bombs falling every 10 minutes," says Ukrainian officer in Mariupol“. CNN World (ინგლისური). Dnipro: CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  33. 33.0 33.1 33.2 „Ukraine buries its war dead“. Reuters (ინგლისური). 20 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  34. „Shelling resumes at Azovstal steel plant, Ukrainian officer says“. CNN (ინგლისური). 1 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  35. 35.0 35.1 35.2 35.3 35.4 35.5 35.6 35.7 Russian Offensive Campaign Assessment, April 26. Institute for the Study of Warfare (26 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022
  36. 36.0 36.1 36.2 Russian Offensive Campaign Assessment, April 25. Institute for the Study of Warfare (25 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022
  37. 37.0 37.1 37.2 37.3 Russian Offensive Campaign Assessment, May 3. Institute for the Study of Warfare (3 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2022
  38. 38.0 38.1 38.2 38.3 Russian Offensive Campaign Assessment, May 7. Institute for the Study of Warfare (7 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2022
  39. 39.0 39.1 Russian Offensive Campaign Assessment, May 10. Institute for the Study of Warfare (10 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2022
  40. 40.0 40.1 https://www.understandingwar.org/sites/default/files/DraftUkraineCoTMarch23%2C2022.png
  41. 41.0 41.1 41.2 41.3 41.4 41.5 41.6 41.7 Russian Offensive Campaign Assessment, April 20. Institute for the Study of Warfare (20 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022
  42. 42.0 42.1 42.2 42.3 Russian Offensive Campaign Assessment, April 23. Institute for the Study of Warfare (23 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022
  43. 43.0 43.1 43.2 Russian Offensive Campaign Assessment, May 5. Institute for the Study of Warfare (5 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2022
  44. 44.0 44.1 44.2 Russian Offensive Campaign Assessment, April 29. Institute for the Study of Warfare (29 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022
  45. Clark, Mason; Barros, George; Stepanenko, Kateryna. Russian Offensive Campaign Assessment, March 16 English (16 მარტი, 2022). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022
  46. „Russia confirms senior naval officer killed in Mariupol“. BBC News (ინგლისური). 20 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  47. Grylls, George. „A dozen elite Russian soldiers have been killed by Ukrainians in fight for Mariupol“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  48. „Italian killed fighting for pro-Russia militia in Donbass“. ANSA. 1 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  49. 49.0 49.1 „Russia deploys up to 20,000 mercenaries in battle for Ukraine's Donbas region“. The Guardian. 19 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  50. 50.0 50.1 David Axe (20 აპრილი, 2022). „T-72s To The Rescue? Ukraine's 5th Tank Brigade Could Roll Into Battle Any Day Now“. Forbes (ინგლისური). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  51. „Russian invasion update: Ukraine repels tank attack, captures six Russians in Mariupol“. www.ukrinform.net.
  52. „In Mariupol, a war of images to prove who controls the city“. The Observers - France 24. 30 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  53. „Ukrainian army forces enemy to retreat from Kreminna in Luhansk region“. www.ukrinform.net (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  54. „Texas paratrooper and Iraq veteran reveals his reasons for protecting Ukraine“. NV. 18 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  55. „Exhausted Ukrainian soldiers return from eastern front“. France 24 (ინგლისური). 1 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  56. 56.0 56.1 Goncharenko, Roman (16 მარტი, 2022). „The Azov Battalion: Extremists defending Mariupol“. Deutsche Welle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022. ციტატა: „The city of Mariupol, which has a population of 500,000, is primarily being defended by the Azov Battalion.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  57. 57.0 57.1 57.2 57.3 Zelenskyy, Volodymyr (19 მარტი, 2022). „Meaningful talks on peace and security for Ukraine are the only chance for Russia to reduce the damage from its own mistakes“. President of Ukraine. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  58. Adler, Nils; King, Laura (28 January 2022). 'Everything that needs to be done': Ukraine citizen soldiers prepare for Russia threat“. Los Angeles Times (English). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022. ციტატა: „Its defenders — both the regular Ukraine army and the irregular forces mustering for battle“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  59. David Axe (18 აპრილი, 2022). „Hundreds of volunteers from Belarus fight in Ukraine against Russia“. NHK World-Japan. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  60. Tom Bateman. (13 აპრილი, 2022) Ukraine: The critical fight for 'heart of this war' Mariupol. BBC. ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2022
  61. „Брат по зброї. Командир чеченських добровольців, який воює за Україну, розповідає про свої три війни з Росією“. NV (უკრაინული). 7 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  62. „Кадыров объявил награду 1 млн долларов за информацию о чеченских боевиках в Мариуполе“. Московский комсомолец (რუსული). 26 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  63. Alexander J. Motyl (12 აპრილი, 2022). „Russians Likely to Encounter Growing Guerrilla Warfare in Ukraine“. Foreign Policy. ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  64. 64.0 64.1 64.2 64.3 Russian Offensive Campaign Assessment, April 24. Institute for the Study of Warfare (24 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022
  65. John Bacon; Tom Vanden Brook; Jorge L. Ortiz; Celina Tebor (12 აპრილი, 2022). „As Russia gears up for bloodier phase of war, reports indicate a chemical weapon was used in Mariupol: Live Ukraine updates“. USA Today. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  66. „Kyiv warns Russia planning large assault in eastern Ukraine“. Al-Jazeera News. 11 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  67. „Hundreds of thousands face catastrophe in Mariupol“. The Economist. 21 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 21 მარტი, 2022. ციტატა: „Ukrainian forces in Mariupol are vastly outnumbered, with 3,500 soldiers facing 14,000 invaders, around a tenth of the total estimated Russian force in the country.“ შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  68. „Russia has begun 'Battle for Donbas' in Ukraine's east: Zelenskyy“. Al Jazeera. 19 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  69. „Russia is deploying up to 20,000 Syrian, Libyan, and Wagner Group mercenaries in the Donbas, European official says“. Insider. 19 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  70. Adam Schrek (19 აპრილი, 2022). „Russia pours in more troops and presses attack in the east“. Associated Press. ციტირების თარიღი: 21 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  71. Alexei Muraviev (21 January 2022). „2022 is not 2014: What holds back Russia from Ukraine“. Lowly Institute. The Interpreter. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  72. Ukraine war: Russia bombards cities as eastern offensive begins. BBC News (19 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2022
  73. Schwirtz, Michael; Tavernise, Sabrina (24 თებერვალი, 2022). „In Ukraine, Blasts Before Dawn, Outrage — Then Panic“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  74. „Ukraine conflict: Russia begins Donbas offensive“. Janes.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  75. „Battle ongoing near Mariupol – mayor“. www.ukrinform.net. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  76. „Így áll most a háború Ukrajnában: több nagyvárosban harcok dúlnak, megtámadtak egy orosz repülőteret“. Ellenszél. 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  77. "Amphibious assault" underway west of Mariupol on the Sea of Azov, senior US defense official says“. CNN. 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  78. „Russian Navy Carries Out Amphibious Assault Near Mariupol“. The Maritime Executive. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  79. „Війна в Україні: біля Старобільська українські військові розбили колону ворожої техніки | Новини на Gazeta.ua“. 25 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  80. „A view shows destroyed buildings after shelling in the town of Starobilsk in the Luhansk region“. Denver Gazette (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  81. „Russia orders troops to hasten their advance as Mariupol remains under heavy shelling“. ABC News (ინგლისური). 26 თებერვალი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 27 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  82. „Russian invasion update: Ukraine repels tank attack, captures six Russians in Mariupol“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  83. „Станиця Луганська, Щастя і Волноваха опинилися на межі гуманітарної катастрофи“ (უკრაინული). 27 თებერვალი, 2022. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  84. „First in 7 days of war Ukrainian units go on offensive advancing to Horlivka – Arestovych“. Interfax Ukraine (ინგლისური). 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  85. „Ukrainian Military Begin To Seize Initiative From Russian Invaders – General Staff“. ukranews.com (ინგლისური). 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  86. „Російські танки зайшли у Старобільськ, їх зупиняють місцеві жителі“. Суспільне (უკრაინული). 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-02. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  87. „Russian troops enter strategic Ukrainian port of Kherson“. Reuters. 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  88. Тоня Туманов. „Балаклія: на територію громади зайшли російські війська - міський голова“. Ukrainian National News (უკრაინული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  89. „Донецк после обстрела“. BBC News Русская служба (რუსული). 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  90. „First in 7 days of war Ukrainian units go on offensive advancing to Horlivka – Arestovych“. Interfax Ukraine. 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  91. „Ukrainian Military Begin To Seize Initiative From Russian Invaders – General Staff“. ukranews_com (ინგლისური). 2 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  92. „Ukrainian authorities have no data on the participation of Belarusian troops in the fighting against Ukraine“. belsat.eu (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  93. „Military and Political Situation in Ukraine. Morning of March 2nd, 2022 – Ihor Zhdanov“. Interfax-Ukraine (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  94. „Russian Offensive Campaign Assessment, March 2“. Critical Threats. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  95. „Kharkiv: Enemy trying to encircle city, suffering losses, losing offensive pace“. www.ukrinform.net (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)
  96. „Ukraine says 34 civilians killed in Kharkiv region, no water or power in Mariupol city“. Reuters. 3 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 3 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |archivedate=-ში (დახმარება)
  97. „СВАТОВЕ - ЦЕ УКРАЇНА: МІСЦЕВІ ЖИТЕЛІ НА ЛУГАНЩИНІ ПРОГНАЛИ РОСІЙСЬКИХ ОКУПАНТІВ (ВІДЕО)“. TSN (უკრაინული). 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  98. „Civiles ucranianos impidieron el avance de tanques rusos“. MinutoUno.com (ესპანური). 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  99. „На Сумщині передова група ЗСУ вийшли на рубежі по лінії державного кордону“. 24 Канал (უკრაინული). 3 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  100. Yaroslav Trofimov; Alan Cullison (6 მარტი, 2022). „Ukraine Resumes Evacuation Attempts as Russia Presses Offensive“. The Wall Street Journal (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  101. „Ukraine invasion: Mariupol evacuation halted again as Russia 'regroups forces'. Sky News (ინგლისური). 6 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  102. Бойко, Иван (6 მარტი, 2022). „Бої біля трьох міст: стало відомо, де на Луганщині дуже "гаряче". Ukrainian Independent Information Agency (უკრაინული). ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  103. „Russia-Ukraine war news updates: Fire at Luhansk oil depot after blast | Video“. India Today (ინგლისური). 7 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  104. 104.0 104.1 Alan Cullison (9 მარტი, 2022). „Russian Airstrike Hits Maternity Hospital in Ukrainian City of Mariupol“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 9 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  105. „Russian troops lose combat capacity in some areas: Ukraine“. Indo-Asian News Service (ინგლისური). 10 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2022 – წარმოდგენილია The Assam Tribune-ის მიერ. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  106. „Russian-backed separatists capture Ukraine's Volnovakha - RIA“. Reuters (ინგლისური). 2022-03-11. ციტირების თარიღი: 2022-03-11.
  107. Tim Lister (2022-03-11). „Evidence indicates Volnovakha in eastern Ukraine has fallen to Russian-backed forces“. CNN (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-14. ციტირების თარიღი: 2022-03-11.
  108. Denys Karlovskyy (11 მარტი, 2022). „Russian troops occupied 70% of the territory of Luhansk region - Head of Luhansk Oblast“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  109. „Heavy fighting leaves much of Volnovakha in ruins“. Associated Press (ინგლისური). Euronews. 12 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  110. „Strike in Donbas Wounds 30, Russia Accused of Chemical Attacks“. Agence France-Presse (ინგლისური). The Moscow Times. 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 13 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  111. Alex Stambaugh; Lizzy Yee (13 მარტი, 2022). „Russian airstrike damages historic Ukrainian monastery“. CNN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  112. Лілія Оленюк (12 მარტი, 2012). „Ворог через фейки провокує паніку“. 0342.ua (უკრაინული). ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  113. „Минобороны сообщило об освобождении заложников в монастыре под Мариуполем“. РБК (რუსული). 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  114. Aaron Reich (14 მარტი, 2022). „Ukraine accuses Russia of using phosphorus bombs - ombudsman“. The Jerusalem Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  115. „Ворог окупував Старомлинівку, Євгенівку, Павлівку та Єгорівку, – Генштаб“. 24 Канал (უკრაინული). 13 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 16 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  116. „Russia says 23 dead in missile attack on Donetsk“. Al Jazeera (ინგლისური). 14 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  117. КАТЕРИНА ТИЩЕНКО (14 მარტი, 2022). „На Донецькому напрямку ЗСУ відбили наступ: знищено до сотні окупантів“. Українська правда (უკრაინული). ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  118. Iryna Balachuk (15 მარტი, 2022). „Russia's shelling of hospital, residential care facility, and 3 schools in Rubizhne: 4 killed“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 15 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  119. „Russia claims 23 dead in missile attack on Donetsk, S Jaishankar to give statement on war in Parliament today“. DNA India (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  120. „Росія заради фейку про обстріл Донецька вбила десятки людей“. 24 Канал (უკრაინული). ციტირების თარიღი: 8 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  121. „Russia confirms senior naval officer killed in Mariupol“. BBC News (ინგლისური). 20 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 20 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  122. „Глава ЛНР заявил об освобождении от украинских военных порядка 80% территории республики“. Тасс (რუსული). ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  123. „Российские военные взяли под контроль населенный пункт Урожайное“. Тасс (რუსული). ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  124. „მოსკოვის თქმით, ახლა არმიის ძალისხმევა მიმართული იქნება დონბასის ტერიტორიაზე“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 27 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  125. „Shell hits military camp in Russia, most likely from Ukrainian side - Tass“. Reuters (ინგლისური). 29 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  126. Johnson, Alan (30 მარტი, 2022). „Depot in Russia 'shelled' as Kyiv attacked despite Moscow vow“. HullLive (ინგლისური). ციტირების თარიღი: 5 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  127. 127.0 127.1 127.2 127.3 127.4 Russian Offensive Campaign Assessment, April 12 en. Institute for the Study of War (12 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2022
  128. Russian Offensive Campaign Assessment, April 1 en. Institute for the Study of War (1 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2022
  129. „Russian forces control 60% of Rubizhne town in east Ukraine, says governor“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  130. Presse, AFP-Agence France. „Sustained Bombardment Seen In Severodonetsk: AFP“. www.barrons.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  131. „Ukrainian army forces enemy to retreat from Kreminna in Luhansk region“. Ukrinform (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  132. „Battle for Donbas to remind World War 2 - Kuleba“. Ukrinform (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-08.
  133. 133.0 133.1 133.2 Russian Offensive Campaign Assessment, April 10 en. Institute for the Study of War (10 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 13 აპრილი, 2022
  134. Larisa Brown (13 აპრილი, 2022). „Putin bids to outnumber Ukrainian troops five to one in the Donbas region“. The Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  135. „Russia offers Mariupol defence a surrender window“. BBC. 16 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  136. „Russia-Ukraine war: Russian deadline for Mariupol defenders to ‘surrender or die’ passes“. The Guardian (ინგლისური). 17 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 17 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  137. „Russia bombards cities across Ukraine“. BB (ინგლისური). 18 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  138. RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, APRIL 17 en. Institute for the Study of Warfare (17 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2022
  139. „Russia-Ukraine war live updates: Russia begins new offensive in Donbas region“. NBC News (ინგლისური). 18 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  140. „Russia-Ukraine live news: Russia’s eastern offensive has begun“. Al Jazeera (ინგლისური). 18 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  141. Simko-Bednarski, Evan (18 აპრილი, 2022). „Russia begins Donbas offensive in eastern Ukraine“. New York Post (ინგლისური). ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  142. „Ukraine says it sees signs Russia is starting new eastern offensive“. Reuters (ინგლისური). 18 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 18 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  143. Hubenko, Dmytro (22.04.2022). „Russia eyes route to Trans-Dniester: What do we know?“. Deutsche Welle. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  144. „Russia plans to seize Donbas, southern Ukraine: Military official“. www.aljazeera.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  145. Russian Offensive Campaign Assessment, April 18. Institute for the Study of Warfare (18 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022
  146. „Russian invaders take control of Kreminna in Luhansk region - Haidai“. ukrinform.net (ინგლისური). 18 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  147. „Russian forces seize Kreminna in eastern Ukraine, says governor“. Aljazeera (ინგლისური). 19 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  148. Russian Offensive Campaign Assessment, April 19. Institute for the Study of Warfare (19 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022
  149. Russian Offensive Campaign Assessment, April 21. Institute for the Study of Warfare (21 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2022
  150. „Ukraine battered again; Zelenskyy says US officials to visit“. AP NEWS (ინგლისური). 23 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 4 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  151. Russian Offensive Campaign Assessment, May 2. Institute for the Study of Warfare (2 მაისი, 2022). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2022
  152. Russian Offensive Campaign Assessment, May 1 en. Institute for the Study of Warfare (1 May 2022). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2022
  153. Russian Offensive Campaign Assessment, May 8. Institute for the Study of Warfare (8 May 2022). ციტირების თარიღი: 11 May 2022
  154. Russian Offensive Campaign Assessment, May 9. Institute for the Study of Warfare (9 May 2022). ციტირების თარიღი: 11 May 2022
  155. Ukraine Invasion Update 25. Institute for the Study of Warfare (5 May 2022). ციტირების თარიღი: 8 May 2022