იზიუმის ბრძოლა
ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი
2022_Russian_invasion_of_Ukraine.svg
თარიღი 3 მარტი – 1 აპრილი, 2022
(4 კვირა და 1 დღე)
მდებარეობა იზიუმი, ხარკივის ოლქი, უკრაინა
შედეგი

რუსეთის გამარჯვება[1][2][3]

  • ინტენსიური ბრძოლები გრძელდება ქალაქის სიახლოვეს[4]
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთი უკრაინის დროშა უკრაინა
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები
  • 1-ლი საგვარდიო სატანკო არმია[5][6]
    • 144-ე საგვარდიო მოტომსროლელი დივიზია[7]
    • 45-ე საინჟინრო პოლკი[8]
უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
დანაკარგები
19+ დაღუპული[8] 100+ დაღუპული სამხედრო და მშვიდობიანი[11]
იზიუმის ბრძოლა ვიკისაწყობში

იზიუმის ბრძოლა — სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და უკრაინას შორის, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინის კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანს ქალაქ იზიუმზე კონტროლის აღება წარმოადგენდა. ქალაქის, როგორც სატრანსპორტო კვანძის, მნიშვნელობის გამო, რუსულ მხარეს მისი ხელში ჩაგდება ხარკივის ოლქში შეჭრილი და დონბასის რეგიონში განლაგებული თავისი ჯარების ერთმანეთთან დასაკავშირებლად სურდა.[12]

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბრძოლაში განადგურდა იზიუმის საცხოვრებელი კორპუსების 80%.[13]

იზიუმზე რუსულ თავდასხმებს 2022 წლის 28 თებერვლიდან ჰქონდა ადგილი, რაც 3 მარტს დაწყებული სარაკეტო დარტყმებით გაგრძელდა. რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 3 მარტს; ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოს, გავრცელებული ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.[14] მეორე დღეს რუსული ჯარები იზიუმისკენ დაიძრნენ და მიაღწიეს მის ჩრდილოეთ გარეუბნებს. 6 მარტისთვის რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ იზუმის ორ უბანს და მის რკინიგზის სადგურს.[13]

7 მარტის საღამოს რუსულმა ონლაინგამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათმა არმიამ იზიუმი დაიკავა, რაც ოფიციალურად არ დადასტურდა.[9] მეორე დღეს ორ მხარეს შორის ქალაქის კონტროლისთვის ბრძოლები გაჩაღდა,[15] საბოლოოდ რუსეთის ჯარები მოიგერიეს.[16] 9-დან 10 მარტამდე იზუმიდან 2250 მშვიდობიანი მოქალაქე იქნა ევაკუირებული.[14] რუსული ძალები ქალაქისკენ ნელ-ნელა წინსვლას განაგრძობდნენ.[17]

12 მარტს რუსებმა დაიკავეს ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი.[18] უკრაინელი სამხედროების ცნობით, მეორე დღეს მოწინააღმდეგეებმა უფრო მეტ წინსვლას მიაღწიეს,[19] მაგრამ საბოლოოდ მოიგერიეს.[20]

15-დან 16 მარტამდე რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ გადავიდა იზუმის სამხრეთი ნაწილი, თუმცა უკრაინულმა ძალებმა მალევე პოზიციები დაიბრუნეს.[7] 17 მარტს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იზიუმი კიდევ ერთხელ დაიკავეს რუსულმა ძალებმა,[21] აღნიშნული უარყო ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW). რუსებმა ბარვინკოვეს გზატკეცილის მახლობლად გადალახეს მდინარე ჩრდილოეთის დონეცი, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა ჩასაფრების შედეგად ისინი შეაჩერეს.[7][10] ბრძოლა მეორე დღესაც გაგრძელდა.[10]

19-20 მარტს რუსების ახალი მცდელობა — დაეკავებინათ იზიუმის ცენტრი — წარუმატებელი აღმოჩნდა.[22] ბრძოლის დროს რუსეთის საინჟინრო ჯარები დონეცზე პონტონური ხიდის გაკეთებას ცდილობდნენ,[23] რათა გვერდი აეარათ ორი სატრანსპორტო ხიდისათვის, რომლებიც უკრაინულმა ძალებმა რუსული წინსვლის შეჩერების მიზნით ნაწილობრივ გაანადგურეს.[12] თუმცა, საინჟინრო ჯარები ჩასაფრებაში მოყვნენ და 19 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 46 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყო საინჟინრო ნაწილის მეთაური, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ოვჩარენკო.[5][8] საბოლოოდ, რუსულმა ჯარებმა მოახერხეს ორი პონტონური ხიდის გამართვა და რუსულმა ტანკებმა მდინარე გადაკვეთეს უკრაინის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ალყაში მოსაქცევად.[12] ამავე დროს, 22 მარტს, უკრაინულ ძალებს კონტრშეტევის მცდელობა ჰქონდათ ქალაქზე კონტროლის დასაბრუნებლად.[24]

24 მარტს, რუსმა სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ სრულად დაიკავეს იზუმი,[25][26] რაც უკრაინულმა მხარემ უარყო და განაცხადა, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა.[27][28] ადგილობრივი ოფიციალური პირის თქმით, რუსულ ძალებს ეკავათ ქალაქის ჩრდილოეთი ნაწილი, უკრაინელი ჯარისკაცები კი სამხრეთში იმყოფებოდნენ და მოწინააღმდეგეებს მდინარე დონეცი ჰყოფდა. მან ასევე დაადასტურა, რომ იზიუმი ბლოკადაში იმყოფებოდა და „სრულად განადგურებული“ იყო.[11]

25 მარტს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა და სხვებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ჯარებმა იზიუმის სამხრეთით უკრაინული თავდაცვითი ხაზი გაარღვიეს,[29] გავრცელებული ინფორმაციით, წინ წაიწიეს 10 კილომეტრით.[30] თუმცა, ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსები სოფელ კამიანკასთან (იზიუმის სამხრეთით) უკუაგდეს. ორგანიზაციამ აგრეთვე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ვერ მოახერხეს ქალაქის დაკავება პირდაპირი იერიშით, რუსული ძალები მისი ალყაში მოქცევის მცდელობების გაგრძელებას აპირებდნენ.[31]

27 მარტისთვის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს კამიანკა და იზიუმის სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კიდევ ორი სოფელი. უკრაინული ძალები აცხადებდნენ, რომ მათ შემდგომში სამივე სოფლის დაბრუნება მოახერხეს.[32] ისინი ასევე აღნიშნავდნენ, რომ იზუმის მახლობლად ჩამოაგდეს რუსული გამანადგურებელი თვითმფრინავი სუ-34.[33] ორი დღის შემდეგ დადასტურდა, რომ კამიანკა რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო, ისინი მის გარშემო პოზიციებს ამაგრებდნენ, ხოლო საბრძოლო მოქმედებებმა იზიუმის სამხრეთით, სლოვიანსკის გზის გასწვრივ გადაინაცვლა.[34]

1 აპრილს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ იზიუმი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა.[1][2][3] მეორე დღეს, „უკრინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, იზუმის მერის მოადგილემ ვოლოდიმირ მაცოკინმა განაცხადა, რომ ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების 80% განადგურდა, ადგილზე არ იყო დენი, გათბობა და წყალი.[13]

4 აპრილს „The Guardian“ თვითმხილველებზე და სამხედრო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ცნობებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ იზუმთან ახლოს ინტენსიური ბრძოლები გაგრძელდა.[4] მისივე ცნობით, ქალაქის მაცხოვრებლები სამი კვირის განმავლობაში რჩებოდნენ სარდაფებში ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის გარეშე.[4] მოხსენებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ რუსმა ჯარისკაცებმა „ნადირობისთვის“ მოამზადეს იარაღის მფლობელების, მდიდარი და სხვა „საშიშად“ მიჩნეული ადამიანების (ბიზნესმენები, აქტივისტები, სამხედროები და მათი ოჯახები) სიები.[4] რუსეთის არმია ასევე დაადანაშაულეს ჰუმანიტარული კოლონების გადაადგილების შეჩერებაში; ეს იმ დროს, როდესაც ქალაქში ხელმისაწვდომი საკვები და მედიკამენტები იწურებოდა.[4]

10 აპრილს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელმა გაავრცელა ცნობა, რომ იზიუმში თავს იყრიდნენ რუსული ჯარები, რათა მომზადებულიყვნენ იზიუმსა და დნიპროს შორის თავდასხმითი კამპანიისათვის.[35] 5 აპრილიდან იზიუმში დაიწყეს კიევისა და სუმის მიმართულებებიდან ძალების გადადისლოცირება.[36]

18 აპრილს უკრაინამ გამოაცხადა იზიუმის რაიონში ან მასთან ახლოს მდებარე „რიგი დასახლებული პუნქტების“ დაბრუნების შესახებ.[37] რუსულმა ჯარებმა დაიწყეს ქალაქის მოსახლეობის მასობრივი დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში.[38]

2022 წლის აპრილში უკრაინაში შეჭრის მეორე ფაზის დაწყების შემდეგ რუსულმა ძალებმა იზიუმის სამხრეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ლოკალური თავდასხმების წყალობით გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს.[39] 26 აპრილის მდგომარეობით, ისინი სამხრეთით წინსვლას განაგრძობდნენ.[40] მომდევნო დღეს დაიკავეს იზიუმის დასავლეთით მდებარე ერთ-ერთი ქალაქი, ასევე ტერიტორიები 20 კმ დასავლეთით.[41][42]

1 მაისს „New York Times“-მა უკრაინელ და ამერიკელ თანამდებობის პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზიუმთან ფრონტზე გენერალ ვალერი გერასიმოვის საიდუმლო ვიზიტის დროს შეტევა განხორციელდა სამეთაურო პუნქტზე. მისივე ცნობით, გერასიმოვი ძლივს გადაურჩა სიკვდლის ან დაჭრას. უკრაინული მხარის თანახმად, შეტევის დროს მოკლეს 100 ან 200 რუსი ჯარისკაცი, სავარაუდოდ, მათ შორის გენერალ-მაიორი ანდრია სიმონოვი, რადიოელექტრონულ ბრძოლაზე პასუხისმგებელი.[43][44]

  1. 1.0 1.1 RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, APRIL 1 en. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022
  2. 2.0 2.1 „На Київщині ЗСУ звільнили 15 населених пунктів – зведення Генерального штабу“. Радіо Свобода (უკრაინული). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. 3.0 3.1 „The russians are controlling Izyum – General Staff of the Ukrainian Armed Forces“. Ukrainian Military Center (ინგლისური). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Bakhura, Pavlo (4 აპრილი, 2022). „No safe way out of Izyum: ‘I can’t imagine how it will end’“. the Guardian (ინგლისური). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. 5.0 5.1 report, Ground. (March 23, 2022) Who was Russian Colonel Nikolay Ovcharenko Killed in Ukraine?.
  6. „RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 24“. Institute for the Study of War (ინგლისური). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. 7.0 7.1 7.2 „Ukraine resists Russia’s invasion. Day 23: Russian troops not able to advance, more terror against civilians, Russia to brandish nuclear weapons“. Ukraine Crisis Media Center (ინგლისური). 2022-03-19. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. 8.0 8.1 8.2 Dresch, Matthew. (23 მარტი, 2022) Vladimir Putin loses 15th top commander in Ukraine near city besieged by Russia en.
  9. 9.0 9.1 „Изюм взят: что даёт России контроль над этим важным украинским городом“. topcor.ru (რუსული). 7 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  10. 10.0 10.1 10.2 RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 18 (18 მარტი, 2022). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2022
  11. 11.0 11.1 Russia and Ukraine battle for control of eastern city already "completely destroyed" in fighting (24 მარტი, 2022).
  12. 12.0 12.1 12.2 FIRST ON CNN: Major infrastructure in central Izyum is destroyed, new satellite images show (25 მარტი, 2022).
  13. 13.0 13.1 13.2 „Izyum city government: Izyum 80% destroyed“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). 2022-04-03. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  14. 14.0 14.1 Ukraine: Beleaguered town of Izium at breaking point after constant attack from Russian forces - new testimony (16 მარტი, 2022).
  15. Russian troops destroy central hospital in Izyum, Kharkiv Oblast. (8 მარტი, 2022).
  16. „Russia to open Ukraine 'humanitarian routes', but fears persist“. Agence France-Presse. 8 მარტი, 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  17. Latest Ukraine updates: Strike hits Mariupol hospital complex.
  18. RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 12.
  19. Reportedly footage of Russian troops in the city of Izyum, Kharkiv region Izium,Kharkiv Oblast - Ukraine Interactive map - Ukraine Latest news on live map - liveuamap.com.
  20. RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 13 en. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022
  21. Pentagon says Russian advance is frozen. BBC News (17 მარტი, 2022). ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2022.
  22. RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 20 en. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022
  23. На Харьковщине российский полковник погиб при переправе через Северский Донец — ОстроВ. www.ostro.org.
  24. Signs of Ukrainian forces 'going after' Russians: Pentagon. Al Arabiya English (22 მარტი, 2022).
  25. Russian troops taken full control of Ukrainian city of Izyum. Apa.az.
  26. „Ukraine war news from March 24: Biden warns on chemical weapons, G7 cracks down on Russia's ability to sell gold“. Financial Times. 23 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  27. Russia claims control of Ukrainian city, state media reports. CNN (24 მარტი, 2022).
  28. Breslin, Maureen (25 მარტი, 2022). „Russia says it has gained control of Ukrainian city Izyum“. The Hill. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  29. Latest US intelligence assessment en. BBC News. ციტირების თარიღი: 2022-04-15
  30. „Ukraine Update: Ukraine wins some, loses some, as France, Greece and Turkey plan Mariupol rescue“. Daily Kos (ინგლისური). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  31. RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 25 en. Institute for the Study of War (26 მარტი, 2022). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022
  32. „Sources: Most intense combat in Ukraine war shifting east - KyivPost - Ukraine's Global Voice“. KyivPost (ინგლისური). 28 მარტი, 2022. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  33. „Ukrainian troops shoot down Russian Su-34 aircraft near Izium“. Ukrinform (ინგლისური). ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  34. RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, MARCH 29 en. Institute for the Study of War. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2022
  35. Engelbrecht, Cora; Zucchino, David; Arraf, Jane (2022-04-10). „What Happened on Day 46 of the War in Ukraine“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2022-04-18.
  36. Russian Offensive Campaign Assessment, April 6 en. Critical Threats. ციტირების თარიღი: 24 აპრილი, 2022
  37. „Ukrainian Armed Forces liberated several settlements around Izium“. Ukrinform (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-18.
  38. „Russia will deport Ukrainians from Izium to Russia“. Ukrayinska Pravda (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-04-18.
  39. RUSSIAN OFFENSIVE CAMPAIGN ASSESSMENT, APRIL 20 en. ციტირების თარიღი: 2022-04-21
  40. Russian Offensive Campaign Assessment, April 26 en (26 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 26 აპრილი, 2022
  41. „Ukraine acknowledges losing towns in the east as Russia steps up offensive“. CNN (ინგლისური). 27 აპრილი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  42. Russian Offensive Campaign Assessment, April 27 en (27 აპრილი, 2022). ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2022
  43. „Russia’s highest-ranking general dodges Ukraine attack in secret trip to front line“. New York Post (ინგლისური). 1 მაისი, 2022. ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  44. „A Russian general who commanded electronic-warfare units was killed in a strike that killed 100 soldiers, Ukraine official says“. ca.news.yahoo.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 8 მაისი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)