რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმია
რუსეთის 58-ე საერთო-საჯარისო არმია ასევე 58-ე არმია (რუს. 58-я общевойсковая армия) — რუსეთის სამხედრო-სახმელეთო ძალების არმია, რომლის შტაბი მდებარეობს ქალაქ ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, რომელიც შედის რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში. 58-ე არმია შეიქმნა 1941 წელს, როგორც საბჭოთა კავშირის წითელი არმიის ნაწილი, ხოლო 1995 წლიდან რუსეთის არმიის ნაწილია.
58-ე არმია (I ფორმირება) (ნოემ. 1941 – აგვ. 1942) 58-ე არმია (II ფორმირება) (აგვ. 1942 – ოქტ. 1943) 58-ე არმია (III ფორმირება) (1995–დღემდე) | |
---|---|
58-ე არმიის ემბლემა | |
აქტიური | 1941–დღემდე |
ქვეყანა | საბჭოთა კავშირი → რუსეთი |
შემადგენლობა | წითელი არმია, რუსეთის სამხედრო-სახმელეთო ძალები |
ტიპი | არმია |
რაოდენობა | რამდენიმე კორპუსი და დივიზია |
ნაწილი | ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქი |
გარნიზონი | ვლადიკავკაზი |
ბრძოლები | ამბოხება ჩეჩნეთში (1940–1944), ჩეჩნეთის მეორე ომი, რუსეთ-საქართველოს ომი (2008), 2014 წლის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში |
მეთაურები | |
მოქმედი მეთაური |
გენერალ-მაიორი: ევგენი ნიკიფოროვი |
ცნობილი მეთაურები |
გენერალ-პოლკოვნიკი: ანატოლი ნოგოვიცინი |
ჩეჩნეთის მეორე ომი (1999-2000)
რედაქტირება1995 წელს, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის 42-ე სამხედრო კორპუსისგან, 58-ე არმიის შტაბი შეიქმნა ქალაქ ვლადიკავკაზში. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, 58-ე არმიის მეთაური იყო გენერალი ვლადიმერ შამანოვი.[1]
რუსეთ-საქართველოს ომი (2008)
რედაქტირება2008 წლის 3 აგვისტოს, რუსეთის 58-ე არმიის 5 ბატალიონი როკის გვირაბის მახლობლად დაბანაკდა, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ ცხინვალის რეგიონს რუსეთთან აკავშირებს ჩრდილოეთ ოსეთის მეშვეობით.[2]
2008 წლის 8 აგვისტოს, [3][4][5] რუსეთის 58-ე არმიამ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ქართული სამხედრო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო, ძირითადად ქალაქ ცხინვალში.[6][7] მაშინდელი 58-ე არმიის მეთაური, გენერალი ანატოლი ხრულიოვი საბრძოლო მოქმედებების დროს დაიჭრა.[8]
რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში (2014-)
რედაქტირება2014 წლის ივნისში, უკრაინის სამხედრო სახმელეთო ჯარმა ხელში ჩაიგდეს დაზიანებული BM-21 Grad ტიპის სარაკეტო დანადგარი, რომელიც უკრაინელებმა რუსეთის 58-ე არმიის სამხედრო აღჭურვილობას მიაკუთვნეს.[9]
2016 წლის 18 აგვისტოს, 58-ე არმიის მეთაური გენერალ-მაიორი სერგეი კუზოვლევი გახდა.[10] 2016 წლის ბოლოსთვის, რუსეთის თავდაცვის საინისტრომ გამოაცხადა, რომ 42-ე მოტომსროლელთა დივიზია შეიქმნა 8-ე, 17-ე და 18-ე გვარდიის მოტომსროლელთა ბრიგადებისგან.[11] 2017 წლის იანვარში, 20-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაურად გენერალ-მაიორი ევგენი ნიკიფოროვი დაინიშნა.[12]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ p.109, Murphy
- ↑ Talking Through Gritted Teeth. BBC Monitoring, 6 August 2008
- ↑ Torrey Clark and Greg Walters, Putin Says `War Has Started,' Georgia Claims Invasion (Update4), Bloomberg.com, 8 August 2008
- ↑ Finn, Peter (9 August 2008). „Russian Air, Ground Forces Strike Georgia“. The Washington Post.
- ↑ „Russian tanks enter South Ossetia“. BBC News. 8 August 2008.
- ↑ [1] დაარქივებული 2008-09-04 საიტზე Wayback Machine. Oleg Shchedrov reporting for Reuters, Russian troops close to S. Ossetian capital, Moscow, 8 13 August:38:12 GMT (Reuters)
- ↑ [2] Минобороны РФ заявило о расстреле российских миротворцев, Lenta.ru, Rambler Media Group, Saturday, 09.08.2008, 03:45:33
- ↑ Solovyov, Dmitry (2008-08-09). „Russian general wounded in Georgia's rebel region“. Reuters. ციტირების თარიღი: 2008-08-09.
- ↑ "Statement by the Delegation of Ukraine at the 774-th FSC plenary meeting " ეუთო, 12/10/2014.
- ↑ „Заместителем командующего войсками ЮВО стал генерал-лейтенант Андрей Гурулев“ [Lieutenant General Andrei Gurulev new Southern Military District deputy commander]. TASS (Russian). 18 August 2016. ციტირების თარიღი: 2 October 2016.
- ↑ В ЮВО на территории Чечни завершается формирование 42-й мотострелковой дивизии. ციტირების თარიღი: 2017-04-08
- ↑ „Генерал-майор Евгений Никифоров назначен командующим 58-й армией“ [Major general Yevgeny Nikiforov appointed 58th Army commander]. TASS (Russian). 15 January 2017. ციტირების თარიღი: 24 July 2017.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |