ვაგნერის ჯგუფი (რუს. Группа Вагнера), ოფიციალურად კსკ ვაგნერი (რუს. ЧВК «Вагнер») — რუსეთის მიერ დაფინანსებული კერძო სამხედრო კომპანია. [6] ჯგუფს 2023 წლამდე აკონტროლებდა ევგენი პრიგოჟინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვის ყოფილი წევრი იყო.[7][8] არსებობდა ფაქტები, რომლის მიხედვითაც ვაგნერის ჯგუფი რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფრასტრუქტურას იყენებდა.[9] არსებობდა ვარაუდები იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია რეალურად რუსეთის ხელისუფლების მიერ იმართებოდა, უცხო ქვეყნებში რუსული სახელმწიფოს ინტერესის გასატარებლად და არაპირდაპირი სამხედრო ინტერვენციის მიზნით.[9][10] ჯგუფს არ გააჩნია კონკრეტული იდეოლოგიური ღერძი,[11][12] მაგრამ „ვაგნერის“ სხვადასხვა ელემენტებს ხშირად უკავშირებენ ნეონაციზმსა და მემარჯვენე ექსტრემიზმს.[7][13][14]

ვაგნერის ჯგუფი
ლიდერი ევგენი პრიგოჟინი
დიმიტრი უტკინი
მოკავშირეები
მოწინააღმდეგეები
წევრები
  • 50,000+ (დეკემბერი 2022)[1]
  • 8,000 (აპრილი 2022)[2]
  • 6,000 (დეკემბერი 2017)[3]
  • 1,000 (მარტი 2016)[4]
  • 250 (2014)[5]
ევგენი პრიგოჟინი და დიმიტრი უტკინი

ჯგუფის ჩამოყალიბება დაიწყო დონბასის ომის დროს, 2014–2015 წლებში, როდესაც „ვაგნერის“ ჯგუფი აქტიურად ეხმარებოდა პრო-რუსულ ძალებს.[7] „ვაგნერმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დროს,[15] როდესაც ფრონტის ხაზზე გასაგზავნად რუსეთის ციხეებიდან პატიმრების რეკრუტირება დაიწყო.[16][17] 2022 წლის ბოლოსთვის უკრაინაში „ვაგნერელთა“ ძალები 1,000 მეომრიდან 20,000-50,000 მეომრამდე გაიზარდა.[18][19] [20]„ვაგნერი“ იყო რუსეთის მთავარი შემტევი ძალა ბახმუტის ბრძოლაში. ჯგუფი აგრეთვე აქტიურად უჭერდა მხარს პუტინის მიმართ ლოიალურად განწყობილ რეჟიმებს, მათ შორის სირიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მალიში, სუდანსა და ლიბიაში.[7] ჯგუფის წევრები ეჭვმიტანილნი არიან ომის დანაშაულში, მათ შორის მკვლელობაში, წამებაში, გაუპატიურებაში და მოქალაქეთა ძარცვაში,[7][21][22][23] დეზერეტირობაში ბრალდებულთა წამებასა და მკვლელობაში.[24][25]

2022 წლის სექტემბერში პრიგოჟინმა აღიარა რომ „ვაგნერის“ ჯგუფის ლიდერი სწორედ ის იყო.[26][27] ამის შემდეგ მან ღიად დაიწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კრიტიკა ომის არასწორად წარმართვის გამო. მისი თქმით მათ მიერ დასახელებული შეჭრის მიზეზი სიცრუე იყო.[28] 2023 წლის 23 ივნისს „ვაგნერის“ ჯგუფმა წამოიწყო შეიარაღებული აჯანყება მას შემდეგ, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ვაგნერელთა“ ძალებზე თავდასხმაში და დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალის განადგურებაში. „ვაგნერმა“ დაიკავა დონის როსტოვი, საიდანაც მსვლელობა დაიწყო მოსკოვის მიმართულებით. აჯანწყება მეორე დღეს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით შეწყდა. მიღებული იქნა შეთანხმება: „ვაგნერის“ ამბოხებულები პასუხისგებაში არ მიეცემოდნენ თუ ისინი დადებდნენ კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან ან გადავიდოდნენ ბელარუსში.[29]

2023 წლის 23 აგვისტოს პრიგოჟინი და „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური დმიტრი უტკინი ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ, რითაც გაურკვეველი გახდა თუ ვინ აიღებდა ხელში ჯგუფის მართვას.[30] გაჩნდა ვარაუდები, რომ თვითმფრინავის ჩამოგდება რუსული არმიის მიერ მოხდა.[31][32]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Watson, Ben; Hlad, Jennifer. Today's D Brief: Zelenskyy thanks Americans, lawmakers; North Korea sent arms to Wagner, WH says; Breaking down the omnibus; Germany's year ahead; And a bit more.. Defense One (22 December 2022).
  2. Rai, Arpan (21 April 2022). „Nearly 3,000 of Russia's notorious Wagner mercenary group have been killed in the war, UK MPs told“. Independent.
  3. „Putin Wants to Win, But Not at All Costs“. Bloomberg. 6 December 2017. ციტირების თარიღი: 20 January 2018.
  4. Quinn, Allison (30 March 2016). „Vladimir Putin sent Russian mercenaries to 'fight in Syria and Ukraine'. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2022. ციტირების თარიღი: 4 August 2017.
  5. Сергей Хазов-Кассиа (7 March 2018). „Проект 'Мясорубка'. Рассказывают три командира "ЧВК Вагнера". Радио Свобода (რუსული). Radio Free Europe/Radio Liberty.
  6. Wagner mutiny: Group fully funded by Russia, says Putin (27 June 2023). ციტირების თარიღი: 27 June 2023
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Faulkner, Christopher (June 2022). Cruickshank, Paul; Hummel, Kristina (eds.). „Undermining Democracy and Exploiting Clients: The Wagner Group's Nefarious Activities in Africa“ (PDF). CTC Sentinel. West Point, New York: Combating Terrorism Center. 15 (6): 28–37. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 19 July 2022. ციტირების თარიღი: 16 August 2022.
  8. „What is the Wagner Group, Russia's mercenary organisation?“. The Economist. ISSN 0013-0613. ციტირების თარიღი: 16 March 2022. ციტატა: „"From a legal perspective, Wagner doesn't exist," says Sorcha MacLeod“
  9. 9.0 9.1 Band of Brothers: The Wagner Group and the Russian State en (21 September 2020).
  10. Brimelow, Ben. Russia is using mercenaries to make it look like it's losing fewer troops in Syria en-US. ციტირების თარიღი: 2022-05-28
  11. Baker, Nick. (13 April 2022) The Wagner Group: Who are the shadowy Russian mercenaries in Ukraine?. Australian Broadcasting Corporation. ციტირების თარიღი: 13 April 2022
  12. Reynolds, Nathaniel. Putin's Not-So-Secret Mercenaries: Patronage, Geopolitics, and the Wagner Group.
  13. Ling, Justin (15 March 2022). „Moscow Turns U.S. Volunteers Into New Bogeyman in Ukraine“. Foreign Policy. ციტირების თარიღი: 26 June 2022. ციტატა: „The propaganda campaign has extolled the Wagner Group as hunting neo-Nazis and extremists. Yet the group's own ties to the Russian far-right are well documented: The likely founder of the group has the logo of the Nazi Schutzstaffel tattooed on his neck. Various elements of the current Wagner Group have ties to neo-Nazis and far-right extremism.“
  14. Soufan, Ali; Sales, Nathan. One of the worst ways Putin is gaslighting the world on Ukraine. NBC News. NBC (5 April 2022). ციტატა: „"The Wagner Group is named after the 19th century German composer Richard Wagner, whose music Adolf Hitler adored. The group's leader, Dmitry Utkin, reportedly wears Nazi tattoos, including a swastika, a Nazi eagle and SS lightning bolts. Wagner mercenaries are reported to have left behind neo-Nazi propaganda in the war zones where they've fought, including graffiti with hate symbols."“
  15. Ma, Alexandra. (9 March 2022) Ukraine posts image of dog tag it said belonged to a killed mercenary from the Wagner Group, said to be charged with assassinating Zelenskyy.
  16. Русская служба The Moscow Times. (2023-01-26) США ввели санкции против Мантурова и связанных с ЧВК «Вагнер» физлиц. ციტირების თარიღი: 2023-01-27
  17. Quinn, Allison. (2022-08-06) 'Putin's Chef' Is Personally Touring Russian Prisons for Wagner Recruits to Fight in Ukraine, Reports Say en. ციტირების თარიღი: 2022-08-07
  18. Today's D Brief: Zelenskyy thanks Americans, lawmakers; North Korea sent arms to Wagner, WH says; Breaking down the omnibus; Germany's year ahead; And a bit more. en (22 December 2022). ციტირების თარიღი: 2022-12-22
  19. „Что известно о потерях России за 10 месяцев войны в Украине“. BBC News Russian. 23 December 2022. ციტირების თარიღი: 23 December 2022.
  20. „Russia-supporting Wagner Group mercenary numbers soar“. BBC News. 22 December 2022.
  21. Walsh, Declan (27 June 2021). „Russian Mercenaries Are Driving War Crimes in Africa, U.N. Says“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 4 March 2022.
  22. SBU releases new evidence of Russian Wagner fighters' involvement in war crimes against Ukraine en. ციტირების თარიღი: 4 March 2022
  23. „What is Russia's Wagner Group of mercenaries in Ukraine?“. BBC News. 5 April 2022.
  24. Головорезы (21+) (20 November 2019).
  25. Man who filmed beheading of Syrian identified as Russian mercenary (21 November 2019).
  26. Mahmut Geldi, Elmira Ekberova. (2021-12-12) В Ливии заявили о присутствии в стране более 7 тыс. наёмников «Вагнера». ციტირების თარიღი: 2021-12-12
  27. „Russia's Prigozhin admits link to Wagner mercenaries for first time“. Reuters (ინგლისური). 2022-09-26. ციტირების თარიღი: 2022-09-26.
  28. „Wagner chief accuses Moscow of lying to public about Ukraine“. The Guardian. 23 June 2023.
  29. Roth, Andrew; Sauer, Pjotr (2023-06-25). „Wagner boss to leave Russia as reports say US spy agencies picked up signs of planned uprising days ago“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2023-06-25.
  30. Seddon, Max (2023-08-23). „Yevgeny Prigozhin was passenger on crashed plane, Russian officials say“. Financial Times. ციტირების თარიღი: 2023-08-23.
  31. „Wagner chief Yevgeny Prigozhin presumed dead after Russia plane crash“. BBC News (ინგლისური). 2023-08-23. ციტირების თარიღი: 2023-08-23.
  32. Wagner boss Prigozhin believed killed in jet crash in Russia en (2023-08-23). ციტირების თარიღი: 2023-08-23