ევგენი პრიგოჟინი (რუს. Евгений Викторович Пригожин; დ. 1 ივნისი, 1961, ლენინგრადი23 აგვისტო, 2023) — რუსი ბიზნესმენი, რუსული კომპანიისა და ჯგუფის „კონკორდის“ ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელი.

ევგენი პრიგოჟინი
რუს. Евге́ний Ви́кторович Приго́жин
დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1961(1961-06-01)[1]
დაბადების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[2]
გარდაცვალების თარიღი 23 აგვისტო, 2023(2023-08-23)[3] [4] [5] (62 წლის)
გარდაცვალების ადგილი Kuzhenkino[6]
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი[2]
განათლება Saint Petersburg State Chemical-Pharmaceutical University[7] და Saint Petersburg college of the Olympics reserve N. 1[8]
დედა ვიოლეტა პრიგოჟინა[9]
მეუღლე/ები ლუბოვ პრიგოჟინა[10]
შვილ(ებ)ი პოლინა პრიგოჟინა[11] , პაველ პრიგოჟინი[11] და ვერონიკა პრიგოჟინა[12]
ჯილდოები ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-4 ხარისხი, II ხარისხის „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ ორდენის მედალი, Medal of the Order "For Merit to the Fatherland", 1st class, სანქტ-პეტერბურგის 300 წლისთავის მედალი, რუსეთის ფედერაციის გმირი[13] , Hero of the Donetsk People's Republic, Hero of the Luhansk People's Republic, Order of the Two Niles[14] , ალექსანდრე ნეველის ორდენი, Order of Courage, Order of Military Merit, მეგობრობის ორდენი, Medal "For Strengthening of Brotherhood in Arms", Medal "For the Return of Crimea", Medal "In Memory of the Heroes of the Fatherland", Medal "Army General Khrulyov", Order of Merit, Order of recognition, National Order of Burkina Faso, Награды Санкт-Петербурга, Corrupt Person of the Year[15] , Ordre de la Réconciliation de la République centrafricaine, Order of the Republic და Order of Courage

აკონტროლებდა ვაგნერის ჯგუფს, რუსეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ დაქირავებულ სტრუქტურას, რომელიც ჩართულია სამხედრო კონფლიქტებში აფრიკაში, სირიაში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში, ასევე კომპანიებს, რომლებსაც ბრალი ედებათ აშშ-ს 2016 და 2018 წლის არჩევნებში ჩარევაში. პრიგოჟინის ოპერაციები მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და გრუ-სთან. კომპანია „კონკორდი“ ეწეოდა რუსეთში სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების კვებას, რისი წყალობითაც პრიგოჟინმა მედიაში მეტსახელი „პუტინის მზარეული“ მიიღო.[16][17] გამოცემა „დელავოი პეტერბურგმა“ 2019 წლის მილიარდერთა რეიტინგში პრიგოჟინი 72-ე ადგილზე დააყენა, მისი ქონება 14,6 მილიარდ რუბლად შეაფასა. 2016 წელს, გამოცემა „გოროდ 812“-ის თანახმად, ის მოხვდა სანქტ-პეტერბურგის 30 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში.[18]

პრიგოჟინმა პოპულარობა მოიპოვა, როგორც „ბოტების ფერმის“ შემქმნელმა. 2016 წლიდან ის შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, 2020 წლიდან — ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ[19], 2022 წლიდან — ავსტრალიის, კანადის[20], ახალი ზელანდიისა[21] და იაპონიის.[22] 2022 წლის ივლისში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა 10 მილიონი დოლარის ჯილდო ე.ვ. პრიგოჟინისა და „ინტერნეტკვლევების სააგენტოს“ 12 სხვა თანამშრომლის შესახებ ინფორმაციისთვის, სააგენტო დაკავშირებულია შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ჩარევასთან.[23] FBI სთავაზობდა ჯილდოს $250,000-მდე მის დაჭერაში დახმარებისთვის[24].

პრიგოჟინმა და მისმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ-უკრაინის ომში.[25] 2022 წელს პრიგოჟინი პირადად ეწვია რუსეთის კოლონიებს, რათა პატიმრები წაეყვანა კსკ „ვაგნერის“ რიგებში ომში მონაწილეობის მისაღებად.[26][27][28] 2023 წლის მაისში პრიგოჟინმა გამოაცხადა უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღების შესახებ მისი დაქირავებული ჯარისკაცების მიერ, რაც მრავალი სამხედროს სიცოცხლე დაუჯდა და რუსეთის მიღწევა სიმბოლური იყო.[25]

2023 წლის 23 ივნისს პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია „ვაგნერის“ მებრძოლებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების თავდასხმის შესახებ და აჯანყება წამოიწყო, რასაც „სამართლიანობის მარში“ უწოდა.[29] 24 ივნისის დილას დაქირავებულმა ჯარებმა დაიკავეს დონის როსტოვის ცენტრი და სამხედრო ობიექტები და მოსკოვისკენ აპირებდნენ სვლის გაგრძელებას.[30] ამავე დღის საღამოს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით გამართა მოლაპარაკებები, რა დროსაც მიღწეულ იქნა შეთანხმება დეესკალაციის შესახებ.[31]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ევგენი ვიქტორის ძე პრიგოჟინი 1961 წლის 1 ივნისს, სანქტ-პეტერბურგში დაიბადა.[25][32][33] დედამისი, ვიოლეტა კიროვნა-პრიგოჟინა ექთანი იყო და საავადმყოფოში მუშაობდა, [25][34] მამამისი, ვიქტორ ევგენის ძე პრიგოჟინი კი მაღაროში ინჟინერი იყო, რომელიც მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ევგენი 9 წლის იყო. [34][35] ევგენის ბაბუა, ევგენი ილიას ძე პრიგოჟინი წითელი არმიის კაპიტანი იყო რომელიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, იბრძოდა რჟევის ბრძოლაში და მიღებული აქვს მედალი „სიმამაცისთვის“.[36][37] პრიგოჟინი იყო სპონსორი ფილმისა „რჟევი“, რომელიც 1991 წელს ვიაჩესლავ კონდრატიევის მიერ დაწერილ მოთხრობაზეა დაფუძნებული. ფილმში მისი ბაბუაცაა მოხსენიებული.[38]

ითვლება, რომ პრიგოჟინის მამა და მამინაცვალი ებრაული წარმოშობის იყვნენ.[39] პრიგოჟინის დიდი ბიძა იყო საბჭოთა მეცნიერი ეფიმ ილიას ძე პრიგოჟინი.[40] სწორედ მასთან გაატარა ევგენიმ ბავშვობის რამდენიმე წელი, უკრაინის ქალაქ ჟოვტი-ვოდში. [41][40]

კრიმინალური ისტორია პატიმრობა

რედაქტირება

1979 წელს 18 წლის პრიგოჟინი მოპარვისთვის დაიჭირეს და 2 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, რომელიც მან ქიმიურ ქარხანაში მუშაობაში გაატარა.[42][43]

1980 წელს პრიგოჟინი სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა და კრიმინალურ დაჯგუფებას შეუერთდა. [34][42] მონაწილეობას იღებდა ბინების გაქურდვაში, მანამ სანამ ქუჩაში ქალის დაყაჩაღებისთვის არ დაიჭირეს.[42][44] 1981 წელს პრიგოჟინს თორმეტწლიანი პატიმრობა მიესაჯა მკაცრ კოლონიაში, ყაჩაღობის, ქურდობის, გაყალბებისა და არასწულწრლოვნების კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვის ბრალდებით.[44][45]

1988 წელს საბჭოთა კავშირის უზენაესმა სასამართლომ პატიმრობის ვადა 10 წლამდე შეუმცირა კარგი საქციელისთვის, რადგან მან „სწორად მოქცევა“ დაიწყო.[46][34] პრიგოჟინი საშუალო სიმკაცრის კოლონიაში გადაიყვანეს საიდანაც 1990 წელს გათავისუფლდა.[46]

ჯამში პრიგოჟინმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 9 წელი გაატარა.[47][33] ციხიდან გათავისუფლებისთანავე სწავლა დაიწყო საქნტ-პეტერბურგის სახელმწიფო ქიმიურ-ფარმაცევტულ უნივერსიტეტში, ფარმაცევტის სპეციალობით, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია.[48][35] პრიგოჟინმა მოგვიანებით თავისი ციხეში გატარებული წარსული პატიმრების „ვაგნერის ჯგუფში“ გაწევრიანებაში დასაყოლიებლად გამოიყენა.[49]

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“

რედაქტირება

რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ 2014 წელს შეიქმნა. „ვაგნერი“ მონაწილეობას იღებდა დონბასის ომში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრაში. კომპანია ასევე აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთთან მეგობრულ რეჟიმებს ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში.

პრიგოჟინმა „ვაგნერის“ ჯგუფთან კავშირი არაერთხელ უარყო, მაგრამ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიმდინარეობისას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატ ვიტალი მირონოვთან ერთად ფრონტის ხაზიდან გამოაქვეყნა სურათი, სადაც სამხედრო უნიფორმაშია აღჭურვილი.[50] 2022 წლის სექტემბერში პრიგოჟინმა განაცხადა რომ მან 2014 წელს ვაგნერის ჯგუფი დონბასში რუსი მოსახლეობის გენოციდის დაწყების შემდეგ რუსი ეროვნების მოსახლეობის დასაცავად შექმნა.[51][52][53] მან განმარტა რომ დასაწყისიდან თავად იყო ჩართული სპეციალისტების მოძიების პროცესში და თავად წმენდდა ძველ იარაღს და ახარისხებდა გამოსადეგ ჯავშანჟილეტებს. პრიგოჟინმა აგრეთვე დაადასტურა ის ბრალდებები, რომელსაც აქამდე რუსეთის ხელისუფლება უარყოფდა,[54] კერძოდ ჯგუფის მონაწილეობა სხვა სახელმწიფოებში რუსული ინტერესების გატარებაში, პრიგოჟინის თქმით „ვაგნერელებმა“ "დაიცვეს სირიელი ხალხი, სხვა არაბული ქვეყნების მოსახლეობა, გაჭირვებული აფრიკელები და სამხრეთ ამერიკელები და ჩვენი სამშობლოს დასაყრდენად იქცნენ“.[52][53]

ვაგნერის ჯგუფი აფრიკასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში რუსული ინტერესების დასაცავად და არაფორმალური, სახელმწიფოსთან არაპირდაპირ დაკავშირებული სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად შეიქმნა.[55][56] გეგმის წინ წაწევას ხელი შეუწყო 2012 წელს რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელად დანიშნულმა ვალერი გერასიმოვმა. კომპანიის ხელმძღვანელად თავდაცვის სამინისტროსთან მანამდე არსებული ურთიერთობების, თანამშრომლობის (2012 წელს მან მიიღო კონტრაქტი რუსი სამხედროებისთვის 1,2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საკვების მიწოდებაზე ერთი წლის განმავლობაში) და ვლადიმერ პუტინთან არსებული კავშირების გამო ევგენი პრიგოჟინი დაინიშნა. სამი სხვადასხვა წყაროს თქმით თავდაპირველად პრიგოჟინს არ სურდა ასეთი პოსტის დაკავება სარისკო სამუშაოს გამო, მაგრამ უარის თქმა ვერ შეძლო.[57][58]

რუსეთის შეჭრა უკრაინაში

რედაქტირება
 
ბახმუტი 2023 წლის აპრილში, პრიგოჟინის თქმით მისი ძალები ცეცხლის ხაზზე ყოველდღიურად ას კაცს კარგავდნენ

პრიგოჟინმა პოპულარობა მოიპოვა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. საწყის ეტაპებზე რუსეთის სახმელეთო ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, მაგრამ რეზერვისტებისთვის მობილიზაციის გამოცხადება ვლადიმერ პუტინმა გადადო. შედეგად, ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა დაქირავებული ჯარისკაცების გამოყენებას შეჭრისთვის, რამაც გამოიწვია პრიგოჟინისა და ვაგნერის ჯგუფის გავლენისა და ძალაუფლების გაძლიერება. პრიგოჟინს გამოეყო მნიშვნელოვანი რესურსები და ბერკეტები, მათ შორის საკუთარი საავიაციო აქტივები. გარდა ამისა, 2022 წლის ზაფხულიდან დაწყებული, მან მოიპოვა უფლებამოსილება, ვაგნერის ჯგუფისთვის დაექირავებინა პატიმრები რუსეთის ციხეებიდან, სანაცვლოდ კი მათთვის ციხიდან გათავისუფლება შეეთავაზებინა[59] დასავლური დაზვერვის შეფასებით, 2017-2018 წლებიდან 2022 წლის დეკემბრამდე ვაგნერის ჯგუფის მეომართა რაოდენობა რამდენიმე ათასით გაიზარდა და მათი რაოდენობა 50 000-ს აღწევდა, მათი უმეტესობა ციხიდან გამოყვანილი მსჯვარდებულებისგან შედგებოდა.[59]

2022 წლის 13 ნოემბერს ვაგნერის ჯგუფმა გამოაქვეყნა ვიდეო სადაც ასახულია ევგენი ნუჟინის სიკვდილით დასჯა უროს გამოყენებით. ნუჟინი იყო დეზერტირი რომელიც რუსულ მხარეს ტყვეების გაცვლის სანაცვლოდ დაუბრუნეს.[60] პრიგოჟინმა მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკთა: „ჩემი გადმოსახედიდან ისე ჩანს რომ ამ ფილმის სახელი უნდა იყოს: „ძაღლი ძაღლურად კვდება“ და „ეს იყო შესანიშნავი სარეჟისორო ნამუშევარი, ერთი ამოსუნთქვით საყურებელი. იმედი მაქვს, გადაღების დროს არც ერთი ცხოველი არ დაშავებულა."[60]

2023 წლის 4 მაისს, პრიგოჟინმა გააკრიტიკა მოსაზრებები 2023 წელს კრემლზე დრონის თავდასხმის საპასუხოდ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე და თქვა: „ჩვენ ვგავართ კლოუნებს, რომლებიც ბავშვების დრონის საპასუხოდ იმუქრებიან ბირთვული იარაღის გამოყენებით“.[61]

კონფლიქტი თავდაცვის სამინისტროსთან

რედაქტირება

ვაგნერის ჯგუფის აჯანყება

რედაქტირება

2023 წლის 23 ივნისს პრიგოჟინმა გაავრცელა განცხადება, სადაც ამტკიცებდა რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიტანეს იერში „ვაგნერელებზე“, რასაც „დიდი“ მსხვერპლი მოჰყვა. მან გამოაცხადა რომ გეგმავდა საპასუხო ქმედებას: „კსკ ვაგნერის მეთაურთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება - უნდა შეწყდეს ბოროტება, რომელიც მოაქვს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას“. პრიგოჟინმა თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება მისი პრესსამსახურის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებული განცხადებით გამოაცხადა. იმ პირებს, რომლებიც სამინისტროს წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი, მოუწოდა შეერთებოდნენ კონფლიქტს და განაცხადა რომ აჯანყება მის მებრძოლებზე დარტყმის საპასუხო მოვლენა იქნებოდა.[62]

2023 წლის 23 ივნისს პრიგოჟინმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა სადაც განაცხადა რომ ომის დაწყებისას მთავრობის მიერ გამოყენებული მიზეზები სიცრუეზე იყო დაფუძნებული და შეჭრა თავდაცვის სამინისტროსა და რუსი ოლიგარქების ინტერესებში შედიოდა.[63] მან თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა საზოგადოებისა და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მოტყუების მცდელობაში უკრაინის აგრესიულ და მტრულ მოწინააღმდეგედ წარმოჩენით, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობით ამზადებდა თავდასხმას რუსეთის ინტერესებზე. კერძოდ, მან უარყო, რომ 2022 წლის 24 თებერვლამდე უკრაინული მხარიდან რაიმე სახის ესკალაცია ხდებოდა, რაც რუსული მხარის მხრიდან ომის გამართლების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო..[64] პრიგოჟინის მტკიცებით თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და ოლიგარქებს ომის წარმოების პირადი მოტივები ჰქონდათ.[65] გარდა ამისა, ის ამტკიცებდა, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა განზრახ მალავდა უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების ნამდვილ რაოდენობას, რომელთა დანაკარგიც გარკვეულ დღეებში 1000-მდე ადამიანს აღწევდა.[66]

24 ივნისს, დილის საათებში ვაგნერელმა რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს და ლუგანსკიდან როსტოვის ოლქში შევიდნენ. აღსანიშნავია რომ ჯგუფს არანაირი წინაღობა არ შექმნია. საპასუხოდ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურმა (ფსბ) პრიგოჟინის წინააღმდეგ შეიარაღებული ამბოხის ბრალდებით საქმე აღძრა.[67] „ვაგნერმა“ მოახერხა დონის როსტოვის დაკავება და და დაიწყო გაადგილება მოსკოვისკენ.[68] გადაადგილების პროცესში „ვაგნერმა“ Ilyushin Il-22M-ის სადესანტო თვითმფრინავი და რამოდენიმე სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდო.[69]

მცირე ხნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიმართა ერს, დაგმო „ვაგნერის“ ქმედებები, შეაფასა რა, როგორც „ღალატი“ და პირობა დადო, რომ აჯანყების ჩასახშობად „მკაცრ ნაბიჯებს“ გადადგამდა. მისი თქმით, ეს ვითარება საფრთხეს უქმნის თავად რუსეთის არსებობას.[66]

საპასუხოდ პრიგოჟინმა თქვა რომ რუსეთის პრეზიდენტი „შეცდომაშია შეყვანელი“ და „ვაგნერის“ მებრძოლები „პატრიოტები არიან და არა მოღალატეები, ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით და გავაგრძელებთ ბრძოლას“. პრიგოჟინის თქმით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად ფრონტის ხაზზე სიტუცია არ შეფერხებულა. მან აგრეთვე განაცხადა რომ მისი მთავარი მიზანი შოიგუს და გერასომივს თანამდებობიდან გათავისუფლება იყო.[70] მან თავდაცვის სამინისტრო კორუფციაში დაადანაშაულა.[71] მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინის თქმით უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების მიზეზები სიცრუეზე იყო დაფუძნებული, ის მაინც უჭერდა მხარს ომს, მაგრამ თვლიდა რომ ყველაფერი უფრო ეფექტურად უნდა წარმოებულიყო.

ვრცელდებოდა ვარაუდი რომლის მიხედვითაც 2023 წლის 24 ივნისს, ნაშუადღევს პრიგოჟინს ვლადიმერ პუტინთან პირადად დაკავშირების მცდელობა ჰქონდა, რაზეც საპასუხოდ უარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ შტაბის უფროსი ანტონ ვაინო, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და ბელარუსში რუსეთის ელჩი ბორის გრიზლოვი.[72] გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო პრიგოჟინს პუტინის თხოვნით ესაუბრა[73] და მედიატორის როლი შეასრულა. პრიგოჟინის ბრალდებები მოიხსნა და „ვაგნერმა“ მოსკოვისკენ მიმავალი „ღირსების მარში“ შეწყვიტა.[68] შეთანხმების თანახმად პრიგოჟინი ბელარუსში გადავიდა და იგეგმებოდა „ვაგნერელების“ უკრაინაში გადასვლა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს კონტრაქტებზე.[74][75][76][77]

გარდაცვალება

რედაქტირება
 
ევგენი პრიგოჟინისა და დმიტრი უტკინის მემორიალი მოსკოვში; 27 აგვისტო, 2023

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, პროგოჟინი 2023 წლის 23 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. რეისი მოსკოვიდან სანკტ-პეტრბურგის მიმართულებით მიფრინავდა. გარდაიცვალა ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი.[78] რუსულმა სახელმწიფო მედიასააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მგაზვრთა სიაში პრიგოჟინიც იყო.[79]

ვაგნერთან დაკავშირებულ ტეკეგრამის არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქის საჰაერო სივრცეში რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პროგოჟინი იმყოფებოდა.[80]

  1. Бурная молодость «кремлевского ресторатора» / под ред. Росбалт — 2018.
  2. 2.0 2.1 Catalog of the German National Library
  3. Евгений Пригожин мертв. Теперь официально — 2023.
  4. Wagner boss Yevgeny Prigozhin presumed dead after Russia plane crash — 2023.
  5. СК подтвердил гибель Пригожина — 2023.
  6. Foy H., Seddon M., Ivanova P. და სხვ. Yevgeny Prigozhin in fatal plane crash, Russian officials say — 2023.
  7. Пригожин Евгений ВикторовичДеловой Петербург.
  8. Расследование: как личный кулинар Путина накормит армию за 92 млрд рублей — 2013.
  9. Pitthardová V. Parkur i galerie umění. Prigožinova rodina si užívá luxusu sankcím navzdory — 2023.
  10. PRIGOZHINA Lyubov Valentinovna - biography, dossier, assets | War and sanctions
  11. 11.0 11.1 Wagner Head Prigozhin’s Past Life as a Children’s Author and Illustrator // The Moscow Times / H. Amos, M. Berdy, M. FishmanAlexander Gubsky, 2023. — ISSN 1563-6275
  12. Prigozhina Veronika Evgenievna — 2005.
  13. The hot-dog selling warlord who turned Russia’s ‘secret army’ on Vladimir PutinThe Sydney Morning Herald, 2023.
  14. Wagner PMC founder offers mediation services for settlement in SudanTASS, 2020.
  15. https://www.occrp.org/en/poy/2022/
  16. „СМИ: Евгений Пригожин был на переговорах Шойгу с ливийским маршалом“ (რუსული). Русская служба BBC. 2018-11-09. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-25. ციტირების თარიღი: 2019-04-05.
  17. „FBI Adds ‘Putin’s Chef’ to Wanted List, Offers $250K Reward“. The Moscow Times (ინგლისური). 2021-02-26. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-24.
  18. „Самые влиятельные люди Петербурга - 2016“. 2017-01-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-05. ციტირების თარიღი: 2017-06-21.
  19. „Великобритания следом за ЕС ввела санкции против бизнесмена Пригожина“. Интерфакс (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-10. ციტირების თარიღი: 2022-04-21.
  20. „Канада вводит санкции против Грефа, Шувалова, Пригожина, Ротенбергов, 351 депутата Госдумы (версия 2)“. SWI swissinfo.ch (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-21. ციტირების თარიღი: 2022-04-21.
  21. New Zealand Ministry of Foreign Affairs and Trade. „Implementation of travel bans on individuals associated with the Russian invasion of Ukraine“. New Zealand Ministry of Foreign Affairs and Trade (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-12-21.
  22. „Япония ввела санкции против 17 граждан РФ. В список вошли основатель «Реновы» Вексельберг, родственники Ковальчука и глава КПРФ Зюганов“. Настоящее время (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-21. ციტირების თარიღი: 2022-04-21.
  23. „Госдеп объявил награду в 10 миллионов долларов за информацию о Евгении Пригожине и «фабрике троллей»“ (რუსული). Meduza. ციტირების თარიღი: 2022-07-29.
  24. YEVGENIY VIKTOROVICH PRIGOZHIN // FBI
  25. 25.0 25.1 25.2 25.3 Uliana Pavlova,Radina Gigova (2023-06-11). „Wagner chief rejects Russian Defense Ministry efforts to rein in his force“. CNN (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2023-06-12.
  26. „Соратники Навального опубликовали видео вербовки заключенных Пригожиным в ИК‑6 Йошкар‑Олы“. Медиазона. 2022-10-14. ციტირების თარიღი: 2022-10-14. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |deadlink= (დახმარება)
  27. „ЧВК «Вагнер» вербует в ростовских колониях заключенных для участия в войне в Украине“. Радио «Свобода». 2022-10-10. ციტირების თარიღი: 2022-10-14. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |deadlink= (დახმარება)
  28. „«Из них такое поперло, что никто не ожидал». Как заключенные реагируют на призывы вступить в «ЧВК Вагнера»“. Русская служба Би-би-си. 2022-10-10. ციტირების თარიღი: 2022-10-14. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |deadlink= (დახმარება)
  29. „Пригожин назвал Шойгу «тварью» и пообещал «восстановить справедливость» в России (а также призвал всех желающих присоединяться). Кажется, к такому не был готов никто Первые реакции. Материал обновляется“. Meduza (რუსული). ციტირების თარიღი: 2023-06-23.
  30. „Пригожин объяснил высшим чинам российской армии, что с ним надо говорить на вы Презрительные переговоры основателя ЧВК с замминистра обороны Евкуровым и замначальника Генштаба Алексеевым. Расшифровка беседы“. Meduza (რუსული). ციტირების თარიღი: 2023-06-24.
  31. „Лукашенко договорился с Пригожиным об остановке движения ЧВК и деэскалации“. Коммерсантъ (რუსული). 24 ივნისი, 2023. ციტირების თარიღი: 24 ივნისი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  32. Кто такой Евгений Пригожин ru (24 June 2023). ციტირების თარიღი: 29 June 2023
  33. 33.0 33.1 Keilbach, Miriam. (26 June 2023) Jewgeni Prigoschin: Ehefrau, Kinder, Werdegang – Wer ist der Wagner-Anführer? de. ციტირების თარიღი: 30 June 2023
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 Speri, Alice. (2 March 2023) Hacked Private Documents Shed New Light on Unlikely Rise of 'Putin's Chef' From the Shadows of the Kremlin en-US. ციტირების თარიღი: 29 June 2023
  35. 35.0 35.1 Young, Cathy. (5 June 2023) The Rise of the Troll King: How Yevgeny Prigozhin Came to Power en. ციტირების თარიღი: 29 June 2023
  36. Художники создали несколько граффити с изображением Ржевского мемориала ru. ციტირების თარიღი: 29 June 2023
  37. "Сашка". Вячеслав Кондратьев отразил в повестях характер советского солдата ru (30 October 2018). ციტირების თარიღი: 29 June 2023
  38. Вклад в сохранение памяти: фильм "Ржев" Евгения Пригожина и молодежные проекты помогают увековечивать имена героических предков ru (7 September 2022). ციტირების თარიღი: 29 June 2023
  39. Yevgeny Prigozhin, caterer turned warlord presumed dead had Jewish ancestry (24 August 2023). ციტირების თარიღი: 2023-09-06
  40. 40.0 40.1 Приходько, Александр. (25 October 2022) "Жил в Желтых Водах": Пригожин рассказал о детстве на Украине ru. ციტირების თარიღი: 29 June 2023
  41. Бизнесмен Пригожин подтвердил родство с учёным Ефимом Пригожиным, который занимался урановыми разработками на Украине. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2022. ციტირების თარიღი: 27 October 2022
  42. 42.0 42.1 42.2 Davlyatchin, Ilya. (21 September 2018) Бурная молодость "кремлевского ресторатора" ru. ციტირების თარიღი: 30 June 2023
  43. Yushko, Lazar. (13 June 2023) Биография Евгения Пригожина: от продавца хот‑догов до хозяина ЧВК "Вагнер" и взятия Бахмута. ციტირების თარიღი: 30 June 2023
  44. 44.0 44.1 Breazeale, Sam (29 June 2021). „Prigozhin's criminal past, straight from the source“. Meduza. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 February 2022. ციტირების თარიღი: 10 February 2022.
  45. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის :0 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  46. 46.0 46.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის forbesru არ არის მითითებული ტექსტი; $2
  47. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის auto1 არ არის მითითებული ტექსტი; $2
  48. Ресторатор и его ученики: кто поставляет 90% обедов в московские школы ru (18 July 2016). ციტირების თარიღი: 30 June 2023
  49. "Конечно, он пахан": бывшие заключенные оценили уголовные повадки Пригожина ru (27 June 2023). ციტირების თარიღი: 30 June 2023
  50. Grylls, George (18 April 2022). 'Putin's chef' Yevgeny Prigozhin oversees Wagner mercenaries in Donbas“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2022. ციტირების თარიღი: 18 April 2022.
  51. „Russian oligarch Yevgeny Prigozhin admits he created the mercenary Wagner Group“. Politico. 26 September 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 September 2022. ციტირების თარიღი: 26 September 2022.
  52. 52.0 52.1 „Sanctioned Putin Ally Says He Created Russian Mercenary Group“. Bloomberg. 26 September 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2022. ციტირების თარიღი: 26 September 2022.
  53. 53.0 53.1 „Putin's 'chef' Prigozhin admits creating Wagner mercenary outfit in 2014“. CNN. 26 September 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 January 2023. ციტირების თარიღი: 26 September 2022.
  54. „Russian mercenaries are Putin's 'coercive tool' in Africa“. Associated Press. 23 April 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 September 2022. ციტირების თარიღი: 26 September 2022.
  55. Band of Brothers: The Wagner Group and the Russian State en (21 September 2020). ციტირების თარიღი: 25 August 2023
  56. Brimelow, Ben. Russia is using mercenaries to make it look like it's losing fewer troops in Syria en-US. ციტირების თარიღი: 28 May 2022
  57. A new investigation into Wagner, Russia's private mercenary army en-US (1 February 2019). ციტირების თარიღი: 28 May 2022
  58. Putin Chef's Kisses of Death: Russia's Shadow Army's State-Run Structure Exposed en-US (14 August 2020). ციტირების თარიღი: 28 May 2022
  59. 59.0 59.1 „Russia's Wagner mercenaries halt prisoner recruitment campaign – Prigozhin“. Reuters (ინგლისური). 9 February 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 May 2023. ციტირების თარიღი: 25 June 2023.
  60. 60.0 60.1 "Russian prisoner turned Wagner mercenary brutally executed while trying to desert" დაარქივებული 16 November 2022 საიტზე Wayback Machine. , MSN, James Kilner, 13 November 2022. Retrieved 16 November 2022.
  61. „Russia Accuses U.S. of Helping Kyiv to Plan Kremlin Attack“. The Wall Street Journal. 4 May 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 May 2023. ციტირების თარიღი: 5 May 2023.
  62. Osborn, Andrew; Liffey, Kevin (24 June 2023). „Russia accuses mercenary boss of mutiny after he says Moscow killed 2,000 of his men“. Reuters (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 June 2023. ციტირების თარიღი: 24 June 2023.
  63. Reevell, Patrick (23 June 2023). „Russian mercenary chief appears to threaten rebellion, questions invasion“. ABC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 June 2023. ციტირების თარიღი: 24 June 2023.
  64. „Wagner head Prigozhin says Russian army attacked his forces“. Deutsche Welle. 23 June 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 June 2023. ციტირების თარიღი: 24 June 2023.
  65. Risen, James (23 June 2023). „Yevgeny Prigozhin's Coup Targets Putin and His 'Oligarchic Clan'. The Intercept. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2023. ციტირების თარიღი: 25 June 2023.
  66. 66.0 66.1 Busvine, Douglas; Gavin, Gabriel; Sheftalovich, Zoya (24 June 2023). „Putin raises specter of civil war as Wagner boss Prigozhin menaces Moscow“. Politico. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2023. ციტირების თარიღი: 24 June 2023.
  67. თარგი:Cite Q
  68. 68.0 68.1 „Russia: Wagner chief Yevgeny Prigozhin calls halt to Moscow advance“ (ინგლისური). BBC News. 24 June 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2023. ციტირების თარიღი: 24 June 2023.
  69. Roth, Andrew; Sauer, Pjotr (26 June 2023). „Vladimir Putin says enemies wanted Russia to 'choke on civil strife'. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 June 2023. ციტირების თარიღი: 26 June 2023.
  70. Prigozjin kræver to hoveder serveret for at stoppe sin march mod Moskva da-DK (24 June 2023). ციტირების თარიღი: 24 June 2023
  71. „Russian mercenary chief says he ordered his forces to halt march on Moscow and return to Ukraine“. AP NEWS. 24 June 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2023. ციტირების თარიღი: 24 June 2023.
  72. 'Putin was nowhere to be found' An inside look into the Kremlin's attempted negotiations with Prigozhin and why it took Lukashenko to put an end to the rebellion en. ციტირების თარიღი: 26 June 2023
  73. Sonne, Paul. (24 June 2023) President Aleksandr G. Lukashenko of Belarus was in talks on Saturday with the head of the Wagner private military group, Yevgeny V. Prigozhin, according to a statement released by the Belarusian state news agency.. ციტირების თარიღი: 24 June 2023
  74. Russia says Wagner Group's leader will move to Belarus after his rebellious march challenged Putin en (24 June 2023). ციტირების თარიღი: 24 June 2023
  75. Prigozhin has moved to Belarus, and Russia won't press charges for mutiny en (27 June 2023). ციტირების თარიღი: 28 June 2023
  76. Kirby, Paul (27 June 2023). „Belarus leader welcomes Wagner boss Prigozhin into exile“ (ინგლისური). BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 June 2023. ციტირების თარიღი: 28 June 2023.
  77. Marsi, Edna Mohamed,Federica. Wagner will no longer fight in Ukraine, Russian official says. ციტირების თარიღი: 29 June 2023
  78. Seddon, Max (2023-08-23). „Yevgeny Prigozhin was passenger on crashed plane, Russian officials say“. Financial Times. ციტირების თარიღი: 2023-08-23.
  79. „Russland: Privatjet abgestürzt – laut Tass war Prigoschin auf der Passagierliste“. Der Spiegel (გერმანული). 2023-08-23. ISSN 2195-1349. ციტირების თარიღი: 2023-08-23.
  80. „Wagner boss Prigozhin killed in plane crash in Russia“. BBC News (ინგლისური). 2023-08-23. ციტირების თარიღი: 2023-08-23.