აღმოსავლეთ აზიის ხელოვნება და კულტურა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აღმოსავლეთ აზიის ხელოვნება და კულტურა—აღმოსავლეთ აზიის კულტურაზე საუკუნეების განმავლობაში დიდი გავლენა მოახდინა ჩინეთმა,რომელმაც საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ აზიის ცივილიზაციას.[1][2]

აღმოსავლეთ აზია

ჩინური კულტურის მიმდინარეობებმა და სახელოვნებო ტექნიკამ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ჩინელების სიყვარული კალიგრაფიისადმი,[3] დეკორატიული კერამიკის, მათ შორის, ფაიფურის შექმნის უნარი,  შთაგონების წყარო გახდა კორეისა და იაპონიის ხელოვნების მოყვარულებისა და ხელოვანთათვის. აღმოსავლეთ აზიის რეგიონის მთავრობები და მმართველები ხელს უწყობდნენ ხელოვან ადამიანებს, აარსებდნენ ოფიციალურ სახელოსნოებს. ისინი აკადემიებს. მხატვრებისა და პოეტების მეცენატები იყვნენ. ამ მოღვაწეობის კვალმა ჩვენს დრომდე მოაღწია.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება
 
კორეული კალოგრაფია-ჰანგული

მინის დინასტიის დროს ჩინეთში აღდგა ლიტერატურული კონკურსები. იმპერატორები ინტერესით ეცნობოდნენ სწავლულთა ნაშრომებს. ადრე კლასიკა მხოლოდ ხელნაწერი სახით არსებობდა. მე-17 საუკუნეში იაპონიაში ბეჭდვის სისტემის გაცნობამ პოპულარული გახადა სალაპარაკო ენაზე შესრულებული ლიტერატურული ნაწარმოებები. კორეაში ჰანგულის ანბანის განვითარებამ მე-15 საუკუნეში ხელი შეუწყო ხალხისათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ნაწარმოებების შექმნას.[5][6]

მხატვრობა

რედაქტირება
 
კანო სანრაკუ-იაპონელი მხატვარი

მინის დინასტია დიდად აფასებდა მხატვრობას და მათი მეცენატი.. შეიცვალა მხატვრობის სტილი,  გაიზარდა თვითგამოხატვის ხარისხი და გახდა ნაკლებად აკადემიური, განსაკუთრებით პეიზაჟებში. ჩინელმა მხატვრებმა გავლენა მოახდინეს კორეელ ხელოვანებზე, რომელთა ნახატებში ძირითადა ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდებია ასახული. ოფიციალურ კონფუციალურ შეხედულებას გამოხატავდა კარგად ორგანიზებული საზოგადოების შესახებ იაპონიაში არსებული სახელგანთქმული კანოს სკოლა.[7] სხვა მხატვრების ნამუშევრებში ინდივიდუალობა შეინიშნებოდა.

ცხრა დრაკონის კედელი

რედაქტირება
 
კედელი ცხრა დრაკონის გამოსახულებით

ჩინეთში იმპერატორმა ციან ლონgმა ჩინეთში მდებარე აკრძალული ქალაქი გააფართოვა და განაახლა. ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ შესასვლელის დასაცავად 1771 წელს დამცავი კედელი ააგეს, რომლის კერამიკულ რელიეფზე გამოსახულია ცხრა დრაკონი, როგორც ცხრა ზეციური პრინციპისა და ზეცის შვილად მიჩნეული იმპერატორის სიმბოლო.[8]

მეცნიერება და მედიცინა

რედაქტირება

მე-16 საუკუნის ჩინელმა სწავლულმა  ლი სიჯენმა შედარებით მოკლე სახელმძღვანელო (კომპენდიუმი) შეადგინა. მასში გაერთიანებული იყო სამკურნალო ბალახების საფუძველზე უძველესი დროიდან არსებული წესების დაცვით დამზადებული წამლების 8000 -ზე მეტი რეცეპტი. ჩინელმა ექიმებმა იცოდნენ, როგორ მოძრაობს სისხლი „სასიცოცხლო ძალის“ გამოცოცხლების მიზნით იყენებდნენ აკუპუნქტურას. მე-17 საუკუნეში იაპონიაში ევროპული მედიცინის გავლენა ძლიერი იყო იეზუიტი მისიონერებისა და ჰოლანდიელი ექიმების წყალობით. [9]

კერამიკა

რედაქტირება
 
ჩინური კერამიკა
 

მე-17 საუკუნეში იაპონელი ოსტატები დახელოვნდნენ ჩაის ცერემონიისათვის საჭირო კერამიკული ჭურჭლის დამზადებაში.

მინის პერიოდში ჩინური მეთუნეობა აყვავდა. ხელოსნები ფაიფურისა და სხვა მასალისგან ამზადებდნენ განსაკუთრებული სახის პროდუქციას. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარი გახდა ფაიფურისა წარმოების მწვერვალი. ამ დროიდან ნივთებს ამზადებდნენ იმპერიის კუთვნის ძიანჯედენის ღუმლებში. სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული სახელოსნო შექმნა კორეაში ჩოსონის დინასტიამ. აქ ამზადებდნენ თეთრ-ცისფერ კერამიკას, თუმცა ხარისხით ჩამოუვარდებოდა მინის ეპოქის ფაიფურის ნაწარმს. [10]

  1. Lim, SK (2011-11-01). Asia Civilizations: Ancient to 1800 AD. ASIAPAC. p. 56. ISBN 978-9812295941.
  2. Walker, Hugh Dyson (2012). East Asia: A New History. AuthorHouse. p. 2.
  3. Norman, Jerry. (1988).Chinese. Cambridge University Press. ISBN 0-521-29653-6.
  4. Walker, Hugh Dyson (2012). East Asia: A New History. AuthorHouse. p. 2.
  5. Cline, Eric; Takács, Sarolta Anna, eds. (2015), "Language and Writing: Chinese Literature", The Ancient World, Vol. V, p. 508, ISBN 9781317458395,
  6. Song, Jae Jung (2005), The.Korean Language Structure, use and context.. Routledge. p.15.,ISBN 978-0-41532902-9[მკვდარი ბმული]
  7. "Kanō Sanraku (Japanese painter, 1559–1635)". Union list of artist names online.[მკვდარი ბმული] J. Paul Getty Trust. 2004. Retrieved 2007-11-14.
  8. "Chicago Architecture Info - Nine Dragon Wall" დაარქივებული 2017-11-18 საიტზე Wayback Machine. . Artefaqs Corporation. Retrieved 30 April 2014.
  9. Unschuld, Paul U. (1985). Medicine in China: A History of Ideas. Berkeley: University of California Press. ISBN 978-0-520-05023-5.[მკვდარი ბმული]
  10. Li He and Michael Knight, Power and Glory: Court Art of China's Ming Dynasty (San Francisco: Asian Art Museum, 2008), p. 130.