აქტინიდია (ლათ. Actinidia) — ხვიარა ბუჩქების (ლიანების) გვარი აქტინიდიასებრთა ოჯახისა. 2-8 მ სიმაღლის ორსახლიანი მცენარეა. აქვს ცალსქესიანი, იშვიათად ორსქესიანი თეთრი, ყვითელი ან მოწითალო ყვავილები. ნაყოფი კენკრაა, იჭმება. დიდი რაოდენობით შეიცავს ასკორბინის მჟავას.

აქტინიდია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Actinidia

აქტინიდიის 35 სახეობა გავრცელებულია უმთავრესად ჩინეთსა და იაპონიაში. ყოფილ სსრკ-ის შორეულ აღმოსავლეთ ტყეებში იზრდება მისი 5 სახეობა.

ივანე მიჩურინმა გამოიყვანა აქტინიდიის რამდენიმე ჯიში, რომლებიც სასიამოვნო მომჟავო-ტკბილ ნაყოფს ისხამს. აქტინიდია გამოიყენება აგრეთვე დეკორატიულ მებაღეობაში — მისი ფოთლები, გაზაფხულიდან დაწყებული, სამჯერ იცვლის ფერს (მწვანე, ვარდისფერი, თეთრი). აქტინიდია კარგად იტანს ზამთარს, ადვილად ამრავლებენ თესლით და კალმით.

ლიტერატურა

რედაქტირება