აქრამ აილისლი
აკრამ ნაჯაფ ოღლი ნაიბოვი (აზერ. Əkrəm Nəcəf oğlu Naibov; დ. 6 დეკემბერი, 1937) — აზერბაიჯანელი მწერალი, დრამატურგი, ნოველისტი და პარლამენტის ყოფილი წევრი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მშობლიური აზერბაიჯანულიდან ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ენაზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვდა პრესტიჟული „ისტიგლალის“ (2002) და „შოხრატის“ ორდენებით. 2013 წელს, აილისლის ქვის სიზმრების ნოველის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ასახავდა აზერბაიჯანელების მიერ სომეხთა წინააღმდეგ განხორციელებულ დარბევას სუმგაიტსა და ბაქოში და სომხებს თანაგრძნობით წარმოაჩენდა, პრეზიდენტმა ალიევმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის ბრძანებულებას, რომლითაც აილისლს ჩამოერთვა ტიტული „სახალხო მწერალი“ და საპრეზიდენტო პენსია. მისი წიგნები დაწვეს აზერბაიჯანელმა ინტელიგენციამ და თანამემამულეებმა მის მშობლიურ ქალაქში, მისი ვაჟი და ცოლი სამსახურიდან გაათავისუფლეს. [2] 2014 წლის მარტში, მსოფლიოს სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეების ოფიციალური თხოვნა იყო, რომ აილისლი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარედგინათ. [3]
აქრამ აილისლი | |
---|---|
აზერ. Əkrəm Əylisli | |
დაბადების თარიღი | 6 დეკემბერი, 1937 (86 წლის) |
დაბადების ადგილი | იუხარი-აილისი |
საქმიანობა | მწერალი[1] , პოლიტიკოსი, პოეტი, დრამატურგი, სცენარისტი, მთარგმნელი, რედაქტორი, რომანისტი და ნოველისტი |
ენა | აზერბაიჯანული ენა და რუსული ენა |
მოქალაქეობა |
სსრკ აზერბაიჯანი |
ალმა-მატერი | მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი |
ჟანრი | პოეზია, მოკლე რომანი, მოთხრობა, ნოველა, ნარკვევი და პიესა |
Magnum opus | Stone Dreams |
ჯილდოები | დამოუკიდებლობის ორდენი, დიდების ორდენი, People's Writer of Azerbaijan, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, Lenin Komsomol Prize of Azerbaijan და საპატიო ნიშნის ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააილისლი დაიბადა სოფელ იუხარ-აილისში, 1937 წელს ნახჭევანის რეგიონში, საბჭოთა აზერბაიჯანში, სომხეთისა და ირანის საზღვრებთნ. დედამისს ლეია ალი კიზი ერქვა, ხოლო მამამისი გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომში, როდესაც აკრამი ხუთი წლის იყო. აილისლიმ სამაგისტრო განათლება მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მიიღო, რომელიც საბჭოთა მწერლების შემოქმედებითი მწერლობის ელიტარულ სკოლაა.
მისი პირველი ნამუშევარი, ლექსი სახელწოდებით „Qeşem ve onun Kürekeni“, გამოქვეყნდა ჟურნალში Azerbaycan. საბჭოთა პერიოდში აილისლი იყო პოეტი, მთარგმნელი და დრამატურგი და ავტორი იყო მრავალი რომანის, მათ შორისაა: „ხეები ჩრდილის გარეშე“, „ექვსი მზის ნათება“, „ფერადი კაბების სეზონი“, „თეთრი კანიონი“, „კაშხალი“, „ხალხი და ხეები“ და სხვა. აილისლის ნამუშევრების უმეტესობა სწორედ მის მშობლიურ სოფელს უკავშირდება. აილისლის მოთხრობები და რომანები დახვეწილია და ძალიან პოპულარულია აზერბაიჯანსა და საბჭოთა კავშირში. მისი რომანი „ხალხები და ხეები“ ითარგმნა ოცდაათზე მეტ ენაზე და გამოიცა საბჭოთა საზღვრებს მიღმა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. კონცეპტუალურად და პირადად აილისლი ახლოს იყო რუსულ მოძრაობასთან, „სოფლის პროზასთან “.
აილისლი ასევე იყო მრავალი დრამისა და პიესის ავტორი, მათ შორისაა: Quşu Uçan Budaqlar, Menim Neğmekar Bibim, Bağdada Putyovka Var და Vezife, რომლებიც დაიდგა ბაქოს, ნახჭევანის, განჯის და ერევანის თეატრებში. უფრო მეტიც, აილისლი მუშაობდა თარჯიმნად. მან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა გაბრიელ გარსია მარკესის, ჰაინრიხ ბიოლის, ივან ტურგენევის, კონსტანტინე პაუსტოვსკის, ვლადიმერ კოროლენკოს, ანტონ ჩეხოვის, ვასილი შუქშინის, ჩინგიზ აითმათოვის და სალმან რუშდის წიგნები .
1968-1970 წლებში ის გახდა გაზეთ Gençlik-ის მთავარი რედაქტორი, შემდეგ კი მუშაობდა სატირიკოსად ჟურნალ Mozalan-ში. 1974-დან 1978 წლამდე მსახურობდა აზერბაიჯანის სსრ-ის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში.
აილისლს მიენიჭა სახალხო მწერლის წოდება, ასევე აზერბაიჯანის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები - მედლები „შოხრატი“ და „ისტიგლალი“. 2005 წლის ნოემბერში ის აირჩიეს აზერბაიჯანის ეროვნულ ასამბლეაში (მილი მეჯლისი) პარლამენტის წევრად, რომელSიც წარმოადგენდა მის ოლქს ჯულფა-ორდუბადs. აქ მუშობდა 2010 წლის 7 ნოემბრამდე.
საბჭოთა კავშირში გამოქვეყნებული მისი ნაწარმოებები არ შეესაბამებოდა სოციალისტურ რეალიზმს, და 1990-იან წლებში ცოტა ხნით უარყოფითად საუბრობდა საბჭოთა ეპოქაზე. სატელევიზიო არხზე ANS TV-ზე გადაცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ თვლის, რომ კარლ მარქსი გენიოსი იყო და მსოფლიო ადრე თუ გვიან მოვა მის იდეებამდე.
2012 წლის ბოლოსა და 2013 წლის დასაწყისში აილისლი პოლემიკაში აღმოჩნდა, როდესაც მისი ნოველა Daş yuxular ( ქვის სიზმრები ) გამოქვეყნდა რუსულენოვან ჟურნალში სახელად Druzhba Narodov (ხალხთა მეგობრობა). წიგნში საუბარია 1989 წელს ბაქოში სომეხთა მდგომარეობაზე და 1919 წელს თურქეთის ჯარების მიერ მის მშობლიურ სოფელში სომხების ხოცვა-ჟლეტის შესახებ. წიგნის ორიგინალი 2006 წელს დაიწერა აზერბაიჯანულ ენაზე, მაგრამ ავტორმა გამოცემა გადადო, რადგან არ მოეწონა რუსულად თარგმანი, რომელიც მოგვიანებით თავად თარგმნა. ორიგინალური წიგნი აზერბაიჯანულ ენაზე მას შემდეგ არასოდეს გამოქვეყნებულა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Akram Aylisli's web page
- The Nobel Peace Prize Nomination
- "It is like being pregnant all your life..." Akram Aylisli is the first Turkic author who has written a novel about the Armenian genocide, by Shura Burtin დაარქივებული 2014-12-09 საიტზე Wayback Machine.
- The Stone Dreams scandal: the Nagorny Karabakh conflict and Armenian-Azerbaijani relations in contemporary literature, by Mikail Mamedov
- Acknowledgement and praise: Armenian reactions to Akram Aylisli's novel Stone Dreams, by Emil Sanamyan
- Farewell, Aylis: A Non-Traditional Novel in Three Works (Central Asian Literatures in Translation, Academic Studies Press, 2018). Prose by Aylisli, translated by Katherine E. Young.
- Sincerity, truth and mercy in action: the role of Akram Aylisli's Stone Dreams in revisiting and questioning Azerbaijanis' views on their conflict with Armenians, by Ulvi Ismayil
- "Axt und Feder" - the "Deutschlandfunk" broadcast (in German), by Ernst von Waldenfels
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #1068347139 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ "Bring me the ear of Akram Aylisli! Politician offers £8,000 for attack on writer." The Independent. Retrieved February 13, 2013.
- ↑ „Request made to nominate Azerbaijani writer Akram Aylisli for Nobel Peace Prize“. Azeri-Press Agency (APA). 11 March 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 13, 2014. ციტირების თარიღი: March 13, 2014.