კონსტანტინე პაუსტოვსკი
კონსტანტინე პაუსტოვსკი (რუს. Константи́н Гео́ргиевич Паусто́вский; დ. 31 მაისი [ძვ. სტ. 19 მაისი] 1892 — გ. 14 ივლისი, 1968) — რუსი მწერალი. სწავლობდა კიევის, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1912 წლიდან. ავტორია რომანტიკული სულით გამსჭვალული მრავალი ნარკვევის, მოთხრობისა და რომანისა. ბევრს მოგზაურობდა. პაუსტოვსკიმ ორი წელი იცხოვრა საქართველოში (ფოთი, სოხუმი, ბათუმი, თბილისი). ქართულ სინამდვილეს უძღვნა 23 ნაწარმოები. მათ შორის აღსანიშნავია მოთხრობები და ნარკვევები: „წერილები ბათუმიდან“ (1922), „ზამთარი ბათუმში“ (1923), „ქართველი მხატვარი“ (1924), „მტკვარში გადახტომა“ (1925), „სად იპოვეს ოქროს საწმისი“ (1928), „ცხოვრება მუშამბაზე“ (1931), „ნახტომი სამხრეთისაკენ“ (1959-1960), „წიგნი მხატვრებზე“ (1966) და სხვა. პაუსტოვსკიმ განვლო მძიმე და საინტერესო გზა, რომელიც შემდეგ აისახა ავტობიოგრაფიულ ეპოპეაში „ამბავი ჩემი ცხოვრებისა“.
კონსტანტინე პაუსტოვსკი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 (31) მაისი, 1892[1] [2] |
დაბადების ადგილი | მოსკოვი[3] |
გარდაცვალების თარიღი | 14 ივლისი, 1968[3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [2] (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | Tarusa[11] |
საქმიანობა | მწერალი[8] , ჟურნალისტი, საბავშვო მწერალი, დრამატურგი[8] , პუბლიცისტი[8] და ნოველისტი |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჟანრი | რომანი, მოკლე რომანი, მოთხრობა, პიესა, ზღაპარი და ნარკვევი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, მედალი „მამაცობისათვის“, მედალი „ოდესის დაცვისათვის“, საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ დამამულო ომში გამარჯვების 65-ე წლისთავი“ და შრომის წითელი დროშის ორდენი |
ხელმოწერა | |
ლიტერატურა
რედაქტირება- ადეიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 714.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ 2.0 2.1 ПроДетЛит — 2019.
- ↑ 3.0 3.1 Паустовский Константин Георгиевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Русская литература XX века. Прозаики, поэты, драматурги / под ред. Н. Н. Скатов — 2005. — С. 31–34. — ISBN 5-94848-307-X
- ↑ Паустовский и Таруса: любовь взаимная — 2013.