აფხაზეთის შვიდი სიწმინდე
აფხაზეთის შვიდი სიწმინდე, აბჟნიხა (აფხ. Абжьныха) ან აბხაზთა შვიდი წარმართული სიწმინდე — შვიდი ადგილი აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც აფხაზური წარმართული რელიგიის მიხედვით ითვლება სიწმინდეებად. სიწმინდეების თაყვანისცემა გავრცელებულია ქრისტიანთა და მუსლიმთა შორისაც.
ყველა სიწმინდეს აქვს საკუთარი ქურუმთა საგვარეულო. მაგალითად, დიდრიფშის ქურუმთა საგავრეულოს მიეკუთვნებიან ჩიჩბები სოფელ აჭანდარიდან, ლიხნიხის საგვარეულოს — თავადი შაკრილები. შვიდი ძირითადი სიწმინდის გარდა თითოეულ საგვარეულოს აქვს თავისი წარმართული სალოცავი (აფხ. ажьыра).
ხშირად სიწმინდეებს „სასამართლოს“ ფუნქცია ჰქონდათ. რელიგიის მიხედვით სიწმინდეებთან ცრუობა აკრძალული იყო, რადგან მას უზენაესი ძალები დასჯიდნენ.
სიქმინდე | ადგილმდებარეობა | მუნიციპალიტეტი |
---|---|---|
დიდრიპშ-ნიხა | დიდირიფშის მთა სოფელ აჭანდარასთან | გუდაუთა |
ლიხ-ნიხა | ლიხნაშთას ველი, ლიხნის ცენტრი | გუდაუთა |
ლძაა-ნიხა | სოფ. ლძაასთან, ბიჭვინთა | გაგრა |
ინალ-ყუბა | სოფ. ფსხუსთან | სოხუმი |
ადაგუა ნიხა | სოფ. ცაბალი | გულირიფში |
ლაშკენდერი | ტყვარჩელთან ახლოს | ტყვარჩელი |
ელერ-ნიხა | სოფ. ილორი | ოჩამჩირე |
ლიტერატურა
რედაქტირება- Крылов А. Б., Религия и традиции абхазов, მოსკოვი, 2001.
- ირმა ბერძენიშვილის დისერტაცია