აფხაზური წარმართობა

აფხაზური წარმართობააფხაზ ხალხში გავრცელებული ტრადიციული რწმენა-წარმოდგენები, წარმართული რელიგია. უფრო მეტად იყო გავრცელებული წინაქრისტიანულ და წინაისლამურ პერიოდში, თუმცა ტრადიციული რელიგიური რიტუალები, რომლებიც ისლამსა და ქრისტიანობაშია შერწყმული, აფხაზეთში დღესაც სრულდება. აფხაზური წარმართობა მნიშვნელოვან მსგავსებას ამჟღავნებს როგორც ქართულ, ისე ჩრდილოკავკასიურ ტრადიციულ რწმენა-წარმოდგენებთან. არსებობს გადმოცემები, რომლის მიხედვითაც აფხაზებმა წარმართული სალოცავები დააარსეს ჩრდილოეთიდან მოსული წინაპრების სახელებზე. ეს გადმოცემები ჩრდილოკავკასიური ხალხების აფხაზეთის ტერიტორიაზე XVII-XVIII საუკუნეებში ჩამოსახლების პროცესს უკავშირდება. მაგალითისთვის, ამგვარი წარმართული სალოცავია ინალკუბას საფლავი ფსხუში. აფხაზები ხშირად წარმართულ სალოცავებს ძველი ქართული ეკლესიების ადგილებში ან ნაეკლესიარებში აწყობდნენ[1].

აფხაზური წარმართული რელიგიის მთავარი ღვთაებაა ანცვა. სხვა ღვთაებები ცალკეულ სამეურნეო დარგებს განაგებენ. მაგალითისათვის:

აფხაზური წარმართობისათვის დამახასიათებელია მთებისა და ხეების კულტი. ტრადიციულ სალოცავ ადგილებში დღესაც სრულდება ამ ღვთაებათა სადიდებელი ლოცვები და მსხვერპლშეწირვა. ამ რიტუალებში მონაწილეობენ როგორც ქრისტიანი, ისე ისლამის მიმდევარი აფხაზები[2]. ამგვარი მსხვერპლშეწირვები ხშირად სათემო და საგვარეულო დღესასწაულებზე ხდება, ძირითადად წირავდნენ თხას[1].

  1. 1.0 1.1 თოფჩიშვილი რ., კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა, აფხაზები, თბილისი, 2007, გვ. 215
  2. ეთნოსები საქართველოში, აფხაზები, სტატიის ავტორი გ. ანჩაბაძე, თბილისი, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2011-02-20.