ანანა-გუნდა (აფხ. Анана-Гəында; Анана – დედა) — აფხაზური მითოლოგიის მიხედვით ნაყოფიერების, ნადირობისა და მეფუტკრეობის ქალღმერთი, ახალშობილთა მფარველი.

აფხაზთა ტრადიციული რელიგიის მიხედვით, ანანა-გუნდა ხშირად ფუტკრის ფორმაშია წარმოდგენილი. ის იმ ადგილებში იმყოფება, სადაც ტყის ფუტკრები ბინადრობენ. მაგალითად, ასეთ ადგილად ითვლებოდა დიდი კლდე მდინარე გუმისთას ხეობაში, სოხუმის მახლობლად. ამ კლდის სახელია ანანათვარა (აფხ. Ананаҭәара — „ანანას ადგილი“). კლდე წმიდა ადგილად ითვლებოდა, ამიტომ მასზე ასვლა კატეგორიულად იკრძალებოდა. მითის თანახმად ანანა-გუნდას ნახვა მხოლოდ გამორჩეულ მონადირეებს შეეძლოთ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება