ანცვა
ანცვა (აფხ. Анцәа; აბაზ. Нчва) — აფხაზებისა და აბაზების მთავარი ღმერთი, ბუნების შემოქმედი (გავრცელებული ეფითეტი „შემქმენელი ჩვენი“), ბრძანებელი და ყოვლისშემძლე.
ფლობს ყველა სრულქმნილებით: ყოვლადშემძლეობით, ყოვლადმხედველობით, სულგრძელობით, უსაზღვროობით, შეუცვლელობითა და ა.შ. მკვიდრობს ცას (ეპითეტი „არსებული ცასა შინა“). როდესაც ანცვა ციდან ჩამოდის, გრგვინავს ჭექა-ქუხილი, ხოლო როდესაც უკან ადის — ელვარებს. ქუხილი და ელვა ბოროტი სულების წინააღმდეგი ძალაა. მითების მიხედვით ის აჯნიშს (აფხ. Аџьныш) ებრძვის. ანცვას დედა ხეციას საგვარეულოდანაა (აფხაზურიდან Ахьаца რცხილას (carpinus betulus) ნიშნავს), ამიტომ ელვის ცეცხლი არ ეკიდება რცხილებს.
ანცვა წარმოდგენილი, როგორც ახალგაზრდა ჭაბუკი ან ჭაღარა მოხუცი მამაკაცი. ერთ-ერთი მითის მიხედვით ის ატარებს ტყავის სამოსს, მას ოქროს ლანჩები აქვს, ხელში მათთრახი უჭირავს (ამ მათრახიდან უშვებს ელვებს). ბევრ მითში ანცვა და აფი გაიგივებულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- (რუსული) ანცვა[მკვდარი ბმული]; დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
- (ინგლისური) Secret of Abkhaz tolerance დაარქივებული 2012-03-06 საიტზე Wayback Machine.