ლაშკენდერი
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
ლაშკენდერი — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ტყვარჩელთან ახლოს. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონზე. მისი მთავარი მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 1373 მეტრია.
ლაშკენდერი | |
---|---|
ხედი მთაზე ტყვარჩელის ბაზრის მოედნიდან | |
კოორდინატები: 42°49′01″ ჩ. გ. 41°44′29″ ა. გ. / 42.81694° ჩ. გ. 41.74139° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1373 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
სურათები ვიკისაწყობში |
ლაშკენდერის მთა აფხაზთა შვიდი წმინდა ადგილიდან ერთ-ერთია. მთაზე შემორჩენილია ქრისტიანული ეკლესიის ნანგრევები (945 მ სიმაღლის მწვერვალზე), რომელზეც ლეოპარდების (ან შესაძლოა ძაღლების) ბარელიეფური გამოსახულება იკვეთება. ეკლესია, სავარაუდოდ, VII-XI საუკუნეებისთვის უნდა აეგოთ.[1]
სიტყვა „ლაშკენდერი“, იგივე „ლაშქენდარი“ მეგრულია და ნიშნავს დაჩრდილულ, ჩრდილო ადგილს — „შკენდი||შქერდი||შქედი“ — მთის ჩრდილოეთი ფერდობი, ჩრდილოვანი ადგილი, ჩრდილოეთი მხარე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ (რუსული) А. И. Джопуа, А. Ю. Скаков, А. В. Федотова კვლევები მთა ლაშკენდერზე დაარქივებული 2011-07-25 საიტზე Wayback Machine.