ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფიანჩა (მრავალმნიშვნელოვანი).

აფიანჩას მღვიმემღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ძველი სოფლის მახლობლად, მდინარე კოდორის ხეობაში, სოფელ წებელდიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 5 კმ-ის მანძილზე, მთა აფიანჩას ფერდობის ძირში, ზღვის დონიდან 455 მეტრ სიმაღლეზე. მღვიმე შექმნილია კირქვის მასივში (კირქვები გამარმარილოებულია, ამიტომ წვრილმარცვლოვან კალციუმის და კაჟის კონკრეციებს შეიცავს). მღვიმის შესავლელი თაღისებურია, დახრილია სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. მისი სიმაღლე აღწევს 15 მ-ს, სიგანე 23 მ-ია, სიღრმე 11 მეტრი, ფართობი კი 276 მ² (აქედან დღეს გათხრილია 68 მ²).

აფიანჩას მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 455 მ
სიღრმე 11 მ
ამგებელი ქანები კირქვა

შესწავლის ისტორია

რედაქტირება

აფიანჩას მთის ჩრდილოეთ ფერდობებზე პირველად 1934-1938 წლებში ს. ზამიატნინმა შეაგროვა და შეისწავლა პალეოლითის ხანის არქეოლოგიური მასალა, რომელიც შეიცავდა დანიური სართულის კაჟის ნივთებს (უმთავრესად გვხვდება კლექტონის ტიპის მასიური, უხეში ანატკეცები). კოლექციის ძირითადი ნაწილი აშელის ეპოქით თარიღდება, დანარჩენი - მუსტიეს საფეხურით. დაცულია სანქტ-პეტერბურგში. პეტრე I-ის სახელობის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში.

ზამიატნინის აღმოჩენამ გააღრმავა ინტერესი, კერძოდ გაჩნდა იდეა, რომ აქვე სტრატიგრაფიულ ფენებს შორის იქნებოდა ძველი ქვის ხანის სადგომი. ამიტომ 1940 წელს ტერიტორიის შესწავლა გეოლოგმა ლ. სოლოვიოვმა დაიწყო, რომელმაც მიაკვლია აფიანჩას მღვიმესაც და მანვე ჩაატარა პირველი კვლევები. სოლოვიოვმა თითქმის 7 მეტრის სიგრძის თხრილში დაადგინა ნეოლითური, მეზოლითური და პალეოლითური (ზედა პალეოლითი და მუსტიეს) მასალების შემცველი 7 გეოლოგიური ფენა.

1974-1975 წელს მღვიმეში გათხრას შეუდგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის არქეოლოგიის, ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსიტუტის შავიზღვისპირეთის არქეოლოგიური ექსპედიცია ბერძენიშვილის მეთაურობით, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა 1978 წლიდან დგება, როცა კოდორის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ წერეთლის მეთაურობით განაგრძო მუშაობა.

9 ერთმანეთისგან განსხვავებული ლითოლოგიურ ჰორიზონტიდან მე-7 წარმოადგენს (მე-4 კულტურული ფენაა აღნიშნული ჰორიზონტი) მუქ ნაცრისფერ შეცემენტებულ თიხნარს, კირქვის ჩანართებს (60-70 %), რომელიც შეიცავს ზედა პალეოლითის ადრეულ სტადიის მასალებს, კერძოდ გვხდება ნუკლეოსები, რომლებსაც აქვს, როგორც პრიზმული, ისე სოლისებრი და დისკოსებური ფორმა, საჭრისებს, რომლებიც არიან როგორც მრავალწახნაგა, ისე გვერდსაჭრისებისებური, მასიურ ანატკეცებზე ჩამოყალიბებული ოვალური სახოკეები, მაღალ საფხეკებს, აგრეთვე მარაოს მოყვანილობის სამუშაოპირიანი საფხეკეებს, გვერდებრუტუშირებულ ლამელებზე ჩამოყალიბებული საფხეკები, ლამელებზე და ანატკეცებზე დამზადებული სახვრეტებს, კომბინირებულ იარაღებსა და სხვა. ფენაში აღმოჩნდა მრგვალი, ბრტყელი ქვის გახვრეტილი საკიდი და გახვრეტილი კბილი, რომლებიც მიიჩნევა რომ ადამიანის სამკაულისთვის გამოიყენებოდა. წერეთელმა მსგავსი მასალის ხასიათის დაყრნობით (ხერგულის კლდესა და სვანთა-სავანეს უახლოვდება სახოკების, წვეტანების და ზედაპეოლუთური იაღებით) აფიანჩა მიაკუთვნა ზედაპალეოლითის ხანის ადრეულ სტადიას.

მიუხედავად ამისა აფიანჩას მღვიმეში ფიქსირდება ზედა პალეოლითის გვიანი ეტაპის მასალებიც, კერძოდ მე-3 კულტურულ ფენაში (აერთიანებს მე-4 და მე-5 ლითოლოგიურ ფენებს) წარმოჩნდა კაჟის ნუკლეუსები (კონუსის ფორმის), დანისებური ლამელებზე დამზადებული საფხეკეები, რომლებსაც რეტუშები დაჰყვება გვერდის გასწვრივ, აგრეთვე გრავეტისებური მიკროლითები, გვერდრეტუშირებული და გვერდდაბლაგვავებული მიკროლამელები, გეომეტრიული ფორმიდან გამოსარჩევია ასიმეტრიული სამკუთხედები. აგრეთვე ძვლის სადგისები, ნემსები და სხვა, რომელიც აფიანჩას აახლოებს გვარჯილას კლდესთან და ცივ მღვიმეს (Г ფენის) მასალებთან (წერეთლის მიხედვით), შესაბამისად აფიანჩაზე გრდება ზედა პალეოლითის გვიან ხანაში ცხოვრება.

ზოგადად აფიანჩას თარიღი დაფუძნებულია ძვლის იარაღების საფუძველზე და რადიონახშირბადული დათარიღების მეშვეეობით ის მერყეობს 17 300 ±500 (მე-5 ჰორინზონტი) და 14 640 ±350 (მე-4 ჰორიზონტი) შორის, შესაბამისად ფენათა საშუალო ასაკი ჩვ. წ XVII-XIV ათასწლეულებს მიეკუთვნება.

გარდა პალეოლითისა აფიანჩას 2 ლითოლოგიური ფენა მიეკუთვნება მეზოლითს (მე-2 და მე-3), კერძოდ პირველია ღია ყავისფერი თიხნარი, კირქვის დაკუთხული ქვებისა და ერთეული ლოდების ჩანართებით, სუსტადაა შეცემენტებული, ხოლო მეორეა ღია ყავისფერი თიხნარი, დაკუთხული ქვებითა და სუსტად ნახშირის მარცვლებით.

მეზოლითური ხანის ნათშები პირდაპირ ადრენეოლითური ფენის მომდევნო ქვედა შრეში აღმოჩნდა, რაც მიუთითებს რომ მღვიმეში უძრავ მდგომარეობაში იყო ნაშთები. ნათშებიდან აღსანიშნავია ქვის იარაღები და წარმოების ნაშთები. იარაღებიდან გამოსარჩევია პრიზმული და კონუსური ნუკლეოსები, ლამელები (ზოგჯერ გვხდება უხეში და ასიმეტრიულებიც, ზოგჯერ კი ნაწილობრივი რეტუშიც შეიმჩნევა, უმეტესად კი მიკროლეთურია), ლამელებზე და მიკროანატკეცებზე დამუშავებული საფხეკეები, (განსაკუთრებით მცირე ზომის თავირიბრეტუშირებული საფხეები), საჭრისები, სახვრეტები, ძვლის იარაღები (სადგისები, საპრიალებელი, ლულოვანი ძვლის ფრაგმენტზე დამზადებული გახვრეტილი ნივთები), მოგრძო სახის გეომეტრიული ფორმის იარაღები (სეგმენტები, ასიმეტრიული სამკუთხედები და ა.შ), რიყის ქვის იარაღები და მათი ანატკეც-ანამტრევები.

აფიანჩას მეზოლითური ფენა შეიცავს პალეონტოლოგიურ ნათშებსაც, კერძოდ თბილი და ზომიერი ჰავისთვის დამახასიათებელ ცხოველებისა და ფრინველთა (კეთილშობილი ირემის, მურა დათვის, შველის, გარეული ტახის ფრაგმენტებს, გარეული მტრედის, ჩვეულებრივი კირკიტას, თეთრკუდა ყურბის, ჭოტის, კავკასიური როჭოს და სხვა) ნათშები. ეს მასალა ბურჩაკ-აბარამოვიჩმა შეისწავლა. აფიანჩას ეს ფაუნისტურ მასალა მთლიანად მონადირეობაზე მიუთითებს, თუმცა აქ ასევე გვხდება ორაგულის, კალმახისა და წვერას ნაშთები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ადამიანი თავის დიეტაში ნერგავს მეთევზეობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თუშაბრამიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 17.
  • საქართველოს არქეოლოგია ტ. 1, თბ., 1991. - გვ. 164, გვ. 187-188, და გვ. 213-215.