გარეული მტრედი[1] ან ვეჟანი მტრედი[2] (ლათ. Columba livia) — ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. საკმაოდ მსხვილი მტრედია. მისი სხეულის სიგრძეა 29–36 სმ, ფრთის შლილი 50–67 სმ, ხოლო მასა 265–380 .[3] შეფერილია ღია ნაცრისფრად. თავი, კისერი და მკერდი ვეჟანი აქვს, რომელსაც დაჰკრავს მომწვანო-მოყვითალო ლითონისებრი ბზინვარება. ფრთებზე გასდევს მუქი ზოლები. წააგავს ქედანსა და გვიძინს. ფრთები ფართო და წამახვილებულია, კუდი მომრგვალებული, რომლის ბოლო მუქია, დანარჩენი ღია. ფეხები შეფერილია ვარდისფერიდან მონაცრისფრო-შავამდე, ზოგიერთ ინდივიდს ისინი შებუმბლული აქვს.[4] საერთოდ, განსხვავდება ქალაქისა და სოფლის და ველურ ბუნებაში მცხოვრები გარეული მტრედების შეფერილობანი. ნისკარტი ფიქალისფერი-შავი აქვს, რომლის ძირზე ამოზრდილია ცვილიანა. სქესობრივი დიმორფიზმი არ ახასიათებს. ახალგაზრდა, 6–8 თვემდე ინდივიდები მოწითალო-მონაცრისფრო ფერისანი არიან.[4] გადაადგილდება მიწაზეც და ცაშიც, შეუძლია ხეებზე გაჩერებაც. ფრენისას ავითარებს 185 კმ/სთ სიჩქარეს.[5] გავრცელებულია ევროპაში (მათ შორის საქართველოშიც, ფრაგმენტულად მცირე, ცენტრალურ, სამხრეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აგრეთვე ავსტრალიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ (მცირედ) ამერიკებში. ბინადრობს მინდვრებში, კლდოვან და ადამიანებით დასახლებულ ადგილებში. დაწყვილებას იწყებენ გაზაფხულის დასაწყისში.[6] წელიწადში ბუდობენ 7–8-ჯერ. დედალი დებს 2 (იშვიათად 1) კვერცხს ორი დღე-ღამის ინტერვალით. ისინი თეთრია, ნაჭუჭი — გლუვი და ბრჭყვიალა, ზომებით 35×25-დან 43×32 მმ-მდე.[7] ორივე მშობელი რიგრიგობით კრუხობს, მაგრამ დედალი უფრო მეტ დროს ატარებს ბუდეში. ინკუბაცია გრძელდება 16–19 დღე-ღამე.[8][9] თავდაპირველად ბარტყებს ჩიჩახვიდან ამოღებული საკვებით, ე. წ. „ჩიტის რძით“ კვებავს. შემდეგ მათ რაციონში ემატება მცენარეთა თესლები. ისინი ფრენას 35–37 დღეში სწავლობენ.[8][9] ზრდასრულობას 5–7 თვეში აღწევენ. გარეული მტრედი იკვებება თესლებით, კენკრითა და ნაყოფებით. მისი ბუნებრივი მტრები არიან: შავარდენი, ალალი, მთის არწივი, ჩვეულებრივი და ბეღურასებრი კირკიტა, მიმინო, ოლოლი, ვირჯინიული ზარნაშო, კატა, ოპოსუმი, ენოტი, მელა და სხვ.

გარეული მტრედი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Columba livia (Gmelin, 1789)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22690066
გავრცელება

  თავდაპირველი არეალი
  გაფართოების არეალი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 187.
  2. მონადირის ცნობარი, გვ. 25.
  3. Johnston R. F. Rock Pigeon (Columba livia) // The Birds of North America / A. Poole (Ed.). — Ithaca, NY, USA: Cornell Laboratory of Ornithology. — 1992. — No. 13. — Retrieved May 30, 2017, from The Birds of North America.
  4. 4.0 4.1 Cool Facts about Pigeons (ინგლისური). Cornell Lab of Ornithology.
  5. Jackson J. A., Bock W. J., Olendorf D. Grzimek’s Animal Life Encyclopedia: Birds. — 2nd edn. — Gale Cengage, 2002. — 635 p. — ISBN 978-0787657840. (ინგლისური)
  6. მონადირის ცნობარი, გვ. 26.
  7. Рябицев В. К. Птицы Урала, Приуралья и Западной Сибири: Справочник-определитель. — Екатеринбург: Издательство Уральского университета, 2001. — 608 с. — ISBN 5-7525-0825-8.
  8. 8.0 8.1 Non-Passerines // The Birds of the Western Palearctic / [edited by] D. W. Snow, C. M. Perrins. — Oxford University Press, 1998. — Т. 1. — 1830 p. — ISBN 019854099X.
  9. 9.0 9.1 Paul R. Ehrlich, David S. Dobkin, Darryl Wheye. The Birdwatcher’s Handbook: A Guide to the Natural History of the Birds of Britain and Europe. — Oxford University Press, 1994. — 704 p. — ISBN 978-0198584070.