არტაქსერქსე II

(გადამისამართდა გვერდიდან ართახშასა II)

არტაქსერქსე II (ფარსი اردشیر یکم ,ბერძნ. Ἀρταξέρξης „მართალთა სამეფოს მეუფე“; დ. ძვ. წ. 445 — გ. ძვ. წ. 359) — სპარსეთის მეფე აქემენიდების დინასტიიდან ძვ. წ. 404 - ძვ. წ. 359 წლებში. დარიოს II-ს ვაჟი. იქორწინა სტატირაზე.

არტაქსერქსე II
აქემენიანთა სპარსეთის მე-10 მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 404
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 359
წინამორბედი: დარიოს II
მემკვიდრე: არტაქსერქსე III
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 445
დაბ. ადგილი: აქემენიანთა იმპერია
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 359
გარდ. ადგილი: პერსეპოლისი
მეუღლე: სტატეირა
შვილები: არტაქსერქსე III
დინასტია: აქემენიანები
მამა: დარიოს II
დედა: პარისატიდა
რელიგია: ზოროასტრიზმი

არტაქსერქსე II არის, დარიოს II-ის და დედოფალი პარისატიდის უმცროსი ვაჟი. ტახტზე ასვლამდე ატარებდა სახელს - არკასს, რომელიც განსაკუთრებული მეხსიერების გამო ბერძნებმა შარქვეს.

არტაქსერქსეს მმართელობის დასაწყისში მოხდა აქემენიდების იმპერიაში ერთ-ერთი უსასტიკესი არეულობა. არტაქსერქსე ტახტზე ავიდა თუ არა, მის წინააღმდეგ შეთქმულება დაიწყო მისმა უმცროსმა ძმა, კურუშმა, რომელიც მცირე აზიაში იყო მმართველი. ქსენოფონტესა და პლუტარქეს ცნობებით კურუში ღირსეული ადამიანი იყო და ძმაზე უკეთ შეეფერებოდა მეფობას. მას დაქირავებული ჯარები, კარგი დამხმარეები და ერთგული მეგობრები ჰყავდა, მაგრამ არ გაუმართლა. კუნაქსთან ბრძოლაში ძვ. წ. 401 წლის სექტემბერში, მისმა ჯარებმა დაამარცხეს არტაქსერქსეს არმია, მაგრამ კურუში ბრძოლაში დაიღუპა. ასე შეინარჩუნა არტაქსერქსემ ძალაუფლება.

არტაქსერქსეს მმართველობის დროს მოხდა ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება, ხშირი იყო არეულობა, შეთქმულებები და აჯანყებები. ძვ. წ. IV საუკუნის პირველ წლებში სპარსებს მოუწიათ მცირე აზიაში სპარტასთან ომი. სპარტელებმა რამდენიმეჯერ სასტიკად დაამარცხეს სპარსები და გაძარცვეს ქვეყანა. მცირე აზიის განთავისუფლება მხოლოდ ძვ. წ. 395 წელს მოხერხდა, მეფემ მოქრთამვით ომი გააჩაღა ელადაში და სპარტანულმა ჯარმა დატოვა აზია. ძვ. წ. 386 წელს დაიდო ანტალკიდის ზავი, რომლითაც სპარსეთმა დაიბრუნა დაკარგული იონიის ქალაქები.

ძვ. წ. 390 წელს დაიწყო ომი აჯანყებულ კვიპროსში, სადაც მეფე სალამინა ევაგორი მეფობდა. მისი მოკავშირე კი ჯერ კიდევ წინა მეფობისას დაკარგული ეგვიპტე იყო. ძვ. წ. 381 სპარსებმა კიტიასთან ბრძოლაში დაამარცხეს კვიპროსის ფლოტი. შემდეგ წელს კი ევაგორმა აღიარა სპარსეთის ბატონობა.

ძვ. წ. 373 წელს სპარსეთის ჯარი, ფარნაბაზის მეთაურობით შეიჭრა ეგვიპტეში, მაგრამ ლაშქრობა წარუმატებლად დასრულდა. იმავე წელს კაპადოკიის სატრაპი დატამი აუჯანყდა მეფეს. ძვ. წ. 367 წელს მას მხარი დაუჭირა ფრიგიის სატრაპმა არიობარზანმა. მათ შეკრიბეს არმია, სადაც ბევრი ბერძენი დაქირავებული მეომარი იყო. მათ მხარეს გადავიდნენ მიდიის სატრაპი აფტოფრადატი და იონიის სატრაპი ორონტი. მათი მოკავშირე გახდა ეგვიპტის ფარაონი ტახოსი. აჯანყება დიდხანს გაგრძელდა. ძვ. წ. 363 წელს ორონტი ისევ მეფის მხარეზე გადავიდა, ძვ. წ. 360 წელს კი არიობარზანი სიკვდილით დასაჯეს. არტაქსერქსეს მეფობის ბოლო წლებში, რთულად მისასვლელ ადგილზე მცხოვრები ტომები უკვე აღარ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას და არ იხდიდნენ გადასახადებს. ხორეზმი, სოგდიანა და საკები სპარსეთის ქვეშერდომებიდან მოკავშირეებად იქცნენ.

ისტორიკოსები წერენ რომ, არტაქსერქსე მექალთანე იყო, მას 360 ხარჭა ჰყავდა, ასევე წერდნენ, რომ მას სექსუალური ურთიერთობები ჰქონდა საკუთარ შვილებთან ატოსასთან და ამესტრიდასთან, რომლებიც შემდეგ ცოლად შეირთო.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე არტაქსერქსემ მემკვიდრეთ თავისი ვაჟი დარიოსი გამოაცხადა. ადათის თანახმად, მემკვიდრეს მეფისთვის ნებისმიერი საჩუქრის თხოვება შეეძლო, დარიოსმა კი მოითხოვა ხარჭა - ასპასია. მეფეს ეს არ ესიამოვნა და ხარჭა ქურუმად აქცია. დარიოსი ამან განარისხა. ამით ისარგებლეს არტაქსერქსეს მტრებმა და მამა შვილს დაუპირისპირეს. დარიოსი შეთქმულებაში აღმოჩნდა ჩათრეული, როდესაც შეთქმულების ამბავი მეფემ გაიგო, მისი ვაჟი სიკვდილით დასაჯეს. მალე მეფეც მოკვდა.

კიროს უმცროსის აჯანყება

რედაქტირება

დარიის სიკვდილის შემდეგ, სპარსეთის შიდა მდგომარეობა გართულდა, არტაქსერქსეს და მისი ძმის კიროს უმცროსს შორის ტახტისთვის. კიროსს ფორმალურად სატახტო უფლება არ გააჩნდა, მაგრამ მას მხარს უჭერდა სამეფოს გავლენიანი თავადაზნაურობა, დედოფალი პარასატიდის ჩათვლით. სატრაპ კარი ტისაფერინმა, რომლის ქალიშვილზე დაქორწინებული იყო არტაქსერქსე. მივიდა ახალ მეფესთან და შეატყობინა, რომ კიროს უმცროსი ამზადებს შეთქმულებას. არტაქსერქსემ ბრძანა შეეპყროთ მისი ძმა და მხოლოდ დედის გამოქომაგებამ იხსნა იგი სიკვდილისგან. ვითომ შეურიგდა თავის ხვედრს კირი, დაბრუნდა მცირე აზიაში, სადაც ეკავა მოადგილის თანამდებობა. მეამბოხე პისიდიელების წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, მან დაიწყო ჯარის შეკრება. დაქირავებული ჰყავდა მრავალრიცხოვანი ბერძენი ჯარისკაცები, რომლებიც მოხიბლული ჰყავდათ უხვი შეპირებებით. ხალისით მიდიოდნენ მასთან სამუშაოდ. ფორმალურად ეს იყო მათი კერძოსაქმე. არცერთი ბერძნულ-სპარსული ქალაქი არ მიემხრო კირის, თუმცა სპარტის დიდი გავლენის შედეგად, ასეთი ერთდროულ შეკრებას მთლიანი ჯარისას, არ შეიძლებოდა ჩაევლო მისი ცნობის გარეშე. კირი თვიდან არ ამბობდა თავის გეგმებს, როცა ყველაფერი მომზადებული იყო გამოაცხადა, რომ ლაშქრობა დაგეგმილია სპარსეთის სახელმწიფოს შიგნით.

როდესაც გაიგეს ასაეთი მრავალრიცხოვანი ჯარის შესახებ. ტისაფერნმა მოახსენა მეფეს შექმნილი ვითარებაზე ძვ. წ. 401 წელს კირის მრავალრიცხოვანი ჯარი, რომლის რიგებში იყო 13 ათასი ბერძენი დაქირავებული ჯარისკაცი, მხედართმთავარი კლეარხის მეთაურობით დაიწყო ლაშქრობა. დაქირავებული ჯარისკაცების რიგში იყო ათენელი ქსენოფონტე, მომავალი ისტორიკოსი, რომელიც ცხადია, აწარმოებდა დღიურს ლაშქრობის დროს. მოგვიანებით კი ეს აღწერა თხზულებაში „ანაბაზისი“. კირის ჯარს თან ახლდა დიდი ფლოტი, სპარტანელი სამის მეთაურობით. მეფე კილიკი სვინესიამ დაიკავა ორმაგი პოლიტიკა კირის მიმართებით. მან მისცა ბევრი ფული, რომ გაეფრთხილებინა არტაქსერქსე.

ამავე დროს ეგვიპტეში ფართოვდებოდა აჯანყება პერსების წინააღმდეგ, ამირტეას მეთაურობით ძვ. წ. 401 წელს. ამირტეამ დაიპყრო ზედა ეგვიპტე, ელეფანტინის ჩათვლით. სირიაში სპარსული ჯარის მეთაურმა აბროკომმა შეკრიბა დიდი ჯარი, რათა ესროლა ეგვიპტელების წინააღმდეგ. თუმცა კიროსი უმცროსის შემოსვლასთან დაკავშირებით, მოხდა ამ ჯარის სასწრაფო გადასროლა არტაქსერქსეს და ამირტეის მისაშველებლად.

ამ დროს კიროსი აგრძელებდა შეტევას აღმოსავლეთზე. ისეში მასთან ჩამოვიდა 35 გემი, პელოპონესიიდან და 25 ეფესიდან, რომელსაც მეთაურობდა ეგვიპტელი ტამოსი, სპარსეთის მეფის ერთ-ერთი მეგობარი. კირის ჯარს შემოუერთდა ასევე 400 ელინელი გოპლიტები, რომლებიც ჩამოშორდნენ აბროკომს და რამდენიმე ათასი დაქირავებული ჯარისკაცი საბერძნეთიდან. ძვ. წ. 401 წლის 3 სექტემბერს მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა, კიროს უმცროსის და არტაქსერქსეს შორის, კუნაქსის დასახლებაში, ბაბილონიდან 90 კილომეტრში. ამ ბრძოლაში კირი დაიღუპა, რომელიც განგმირა არტაქსერქსის ჯარისკაცმა.

მოგებამ, რომელიც მოიპოვა ჯარის ამ ფლანგმა, დაკარგა ყველანაირი აზრი, როდესაც გავრცელდა ცნობა კირის სიკვდილი შესახებ. ტისაფერინმა შეიტყუა კლეარხი თავის სტრატეგებით და უმცროსი მეთაურებით. მოგვიანებით სტრატეგები მიიყვანეს მეფესთან და მოკვეთეს თავი. მხოლოდ ერთი ლოხაგი, რომელიც იყო დაჭრილი მუცელში, შეძლო გადასულიყო თავისიანებთან და მოეყოლა მომხდარი.ბერძნები აღმოჩნდნენ უცხო ქვეყანაში, მტრულ გარემოცვაში, მეთაურების გარეშე. მაგრამ იყო არჩეული ახალი მეთაური.სპარსი ჯარის კვალდაკვალ, ბერძნები გაემართნენ უკან უამრავი წვალების და დანაკარგის შემდეგ ძვ. წ. 400 წელს. გავიდნენ შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ სინოპთან. 13 ათასი მებრძოლიდან დაბრუნდა 8600. ორმაგი პოლიტიკის გამო დასჯილი იყო მეფე კილიკი სვინესი, რომელსაც ჩამოართვეს მეფის უფლებები.

სპარსეთის და სპარტის ომი

რედაქტირება

კიროს უმცროსის დამარცხების შემდეგ სპარტა იყო ჩაბმული სპარსეთის სამხედრო კონფლიქტში, რომელმაც დაიწყო დამსჯელი მოქმედებები საბერძნეთის ქალაქების წინააღმდეგ, რომელიც იმყოფებოდა სპარტის მფარველობის ქვეშ. ძვ. წ. 400 წელს სპარტამ გაგზავნა ეფისში 500 მებრძოლი ფიბრონის მეთაურობით. თუმცა ასეთი მრავალრიცხოვან არმიას არ შეეძლო აქტიური მოქმედებები და ცდილობდა მხოლოდ მცირე აზიის საბერძნეთის ქალაქების დაცვას პერსებისგან.

ძვ. წ. 397 წელს დაიწყო ომი სპარტის და პერსიას შორის. მცირე აზიაში სამხედრო მოქმედებების ხელმძღვანელობისათვის ჩამოვიდა სპარტაში მეფე აგისილაი II. თუმცა მცირერიცხოვან ჯარს ბრძოლა მიჰყავდა უხალისოდ. ტისაფერნი ითმენდა დამარცხებებს და ამიტომ ძვ. წ. 396 წელს აგესილაისთან დადო ზავი 3 თვით. ტისაფერინმა ისარგებლა დროებითი შესვენებით და მეფეს სთხოვა დახმარება. ამავე დროს იგი როგორც სპარსეთის ჯარის მეთაური მცირე აზიაში დახმარება სთხოვა ფარნავაზს.

ძვ. წ. 396 წელს ტისაფერინმა მიიღო დამხმარე ჯარი და განაახლა ომი. ამავე დროს აგესილაიმ, ვისი ჯარიც ითვლიდა 20 ათას მებრძოლს, გაგზავნა გალლესპონტზე ლისანდრა სამხედრო მოქმედებების წარმოებისთვის, რომელმაც გადმოიბირა სპარტის მხარეს უძლიერესი სპარსი სპიტრიდატი, ფარნავაზის მორჩილი, თავისი 200 მხედრით და მის განკარგულებაში მყოფი ხაზინა. მან უღალატა სპარსებს, გაბრაზებულმა იმით, რომ ფარნავაზმა დატოვა თავისთან მისი ქალიშვილი, როგორც მძევალი. დაარღვია პირობა დაქორწინებულიყო მასზე, მაგრამ იმედოვნებდა მეფის ქალიშვილზე დაქორწინებას.

ვითომ თავს უნდა დასხმოდა კარიას, სადაც მდებარეობდა ტისაფერნის რეზიდენცია, აგესილაი უეცრად შეიჭრა ფრიგიაში და გაძარცვა ბევრი ქალაქი. ძვ. წ. 395 წლის გაზაფხულზე, სანამ ტისაფერნის მთავარი ძალა იმყოფებოდა კარიაში, აგესილაი თავს დაესხა სპარსელ ცხენოსან ჯარს სარდის მახლობლად და დაამარცხა იგი. ამ მოულოდნელმა შემოსევებმა დიდი ზიანი მიაყენა სპარსებს. მაგრამ რამდენიმე დღეში ჩამოვიდა სპარსეთის ცხენოსანთა ჯარი და გაანადგურა უამრავი ბერძენი, რომელიც იყო დაკავებული ძარცვით.

სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა ცვალებადი წარმატებით, სანამ არ ჩაერთო სპარსელებთან სამსახურში ჩამდგარი ათენელი სტრატეგი კონონი. კონონის რჩევით სპარსებმა გადაწყვიტეს გამარჯვება ეძებათ არა ხმელეთზე, არამედ ზღვაზე, 40 გემის მეთაურობით, რომელიც იყო აგებული სპარსელების სახსრეებით. კონონმა გაათავისუფლა მცირე აზია სპარსელი გარნიზონებისგან. ძვ. წ. 396 წელს კონონი გაემართა კარიის ჩრდილოეთ საზღვრებისკენ. სადაც გაზარდა თავისი ფლოტი ორჯერ. იგი თავს დაესხა როდოსს და აიძულა ლაკედემონელები დაეტოვებინათ კუნძული. შემდეგ კონონმა მოახერხა დაეპყრო ხორბლეულის დიდი ტრანსპორტი, რომელიც გამოუგზავნა ლაკადემონელებს ეგვიპტის ფარაონმა ნეფერიტ I-მა სპარტაში. როდოსთან კონონის საშველად მოვიდა 80 ფინიკიელი და კილიკიელების გემები. თუმცა კონონს მეტი ფული არ მიუღია ომის საწარმოებლად და მისი თხოვნები მიმართული იყო ტისაფერნისკენ. მაშინ კონონი პირადად გაემგზავრა სუზისში მეფესთან ტისაფერნზე საჩივრით. სუზაში იგი თბილად მიიღო დედოფალმა პარისადიტმა. პარისატიდი გაბრაზებული იყო ტისაფერნზე. რადგან ის თვლიდა, რომ მისი შვილის კიროს უმცროსის სიკვდილის მთავარი მიზეზი არტაქსერქსეს და ტისაფერინის მტრული დამოკიდებულება იყო. მეფე თვლიდა, რომ ტისაფერინი ეწევა ორმაგ თამაშს და ძვ. წ. 395 წელს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა თავის გამოჩენილ დიპლომატს და მხედართმთავარს. განაჩენის აღსრულება დაევალა ტიფრავსტვს და არიეს, რომლებმაც ეშმაკურად შეიტყუეს ტისაფერინი ხაფანგში და მოჰკვეთეს თავი. არიეს მომსახურებისათვის ჯილდოდ მიიღო კარია, ხოლო ტიფრავსტვმა დაიკავა ტისაფერინის ადგილი. ტიფრავსტვმა მისცა კონონს სამხედრო საჭიროებისათვის, ტისაფერნის ქონებიდა 200 ტალანტი ვერცხლი.

კორინთოს ომი

რედაქტირება

ძვ. წ. 395 წლის შემოდგომით აგესილაი II-მ დატოვა ტიფრავსტვის სამფლობელო და დაიწყო ფარნავაზის სამფლობელოს აოხრება. ლაკედემონიანებს შემოუერთნდენ ბალფაგონიის თავადი ოტისი, რომელიც გამოეცალა სპარსეთის მეფეს. ამ დროს სპარსეთში პარისატიდმა მოწამლა მეფე სტატურის ცოლი. მეფის გარემოცვა რომელიც დაკავებული იყო ინტრიგებით, ცოტა დროს უთმობდა ომს მცირე აზიაში და სპასეთში განიცდიდნენ წარუმატებლობას ერთს მეორეზე. ამან გადააწყვეტინა ტიფრავსტვს მიემართა გამოცდილ დიპლომატის გზას. საბერძნეთში გაგზავნილი იყო ტიმოკრატი, პოლიტიკურ მოღვაწეების მოსასყიდად, რათა დაერწმუნებინათ თავისი თანამოქალაქეები გამოსულიყვნენ სპარტის წინააღმდეგ. შეიქმნა ანტისპარტული კოალიცია, სადაც შევიდნენ არა მარტო სპარტის ძველი მოწინააღმდეგეები - აინელები, არამედ ყოფილი მისი მოკავშირეები-ფივები და კონიფი. დაიწყო ე.წ. კორინფსკის ომი. ძვ. წ. 395-387. სპარტის მოკავშირე ეგვიპტემ არ გაუწია არანაირი დახმარება დაკედემონიანებს.

ძვ. წ. 394 წლის 10 აგვისტოს გაერთიანდა ბერძნულ-სპარსული ფლოტი, რომელიც შემდგარი იყო 90 კიპრის, როდისისა და ათენის გემებისგან. კონინისა და ფარნავაზის მხედარმთავრობით, მცირე აზიის სანაპიროზე მოიგო გადამწყვეტი ბრძოლა სპარსულ ფლოტზე, რომელსაც სათავეში ედგა პისანდრი, 85 სპარსული ტრიერიდან 45 იყო ჩაძირული. ხოლო 40 ეკიპაჟი, 500 წევრით იყო ტყვედ აყვანილი. ბრძოლის დროს დაიღუპა პირანდრაც. სპარტა იძულებული იყო ებრძოლა ორ ფრონტზე. იგი უფრო მნიშვნელოვნად თვლიდა თავის პოზიციასს ბალკანეთის საბერძნეთში. ძვ. წ. 391 წელს იონია სტრუფის მეთაურობით გაანადგურეს ფიბრონის ჯარი, სადაც უკანასკნელი დაიღუპა.

ანტალკიდის ზავი

რედაქტირება

ათენში აღდგენილი იყო მაღალი კედლები, რომლებიც დანგრეული იყო ძვ. წ. 404 წელს სპარტელების ნიჭიერი მხედართმთავარის იფიკრატის მეთაურობით. რამდენიმე გამარჯვება იყო სპარტელებზე, თუმცა სპარსეთი, რომელიც დროებით აღმოჩნდა ერთ ბანაკში სპარტის მოწინააღმდეგეებთან, არ იყო დაინტერესბული ათენელების საზღვაო სიძლიერის აღორძინებაში, მით უმეტეს რომ მხარს უჭერდნენ კვიპროსზე სეპარატიულ მოძრაობას. სპასეთისთვის ხელსაყრელი იყო შეენარჩუნებინა წონასწორობა საბერძნეთში, რომელიც გაძლიერების საშუალებას არ აძლევდა არც ერთ სახელმწიფოს. ამიტომ სპარსეთის სახელმწიფომ შესთავაზა მეომარ მხარეებს მშვიდობა. ეს იყო ნაკარნახევი საბეძნეთის წამომადგენლებისგან სუხაში და მიიღო სახელწოდება „სამეფო“ ან „ანტალკიდოვი“.

„სამეფო“ ზავის თანახმად აღიარებდნენ სპარსეთის უმაღლეს ხელისუფლებას, საბერძნეთის ქალაქებზე მცირე აზიაში და კვიპროსზე. ეს იყო სერიოზული დათმობა სპარტის მხრიდან. სხვა დანარჩენი საბერძნეთის სახელმწიფოებს გარანტირებული ჰქონდა ავტონომია. აკრძალული იყო კავშირების შექმნა, თუმცა იმ დროს არსებობდა პელოპინიის კავშირი. ეს პირობა ცხადია იყო მიმართული ათენელების წინააღმდეგ. კომპენსაციის სახით ათენელებმა მიიღეს კუნძული ლემნოსი, იმბროსი და სკიროსი, რომელიც უკვე იყო აღებული კონონის მიერ და რომლებსაც არ ჰქონდათ დიდი ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო როგორც სავაჭრო ხომალდების სადგომები, რომელიც გადიდოდა გელესპონტზე. ამგვარად არტაქსერქსე II-მ ოქროს დახმარებით მოიპოვა ბერძნებზე გამარჯვება, რომელიც მანამდე დარიი I-მა და კასერკსმა ვერ მოიპოვეს იარაღით.

ეგვიპტის და კიპრიის ომი

რედაქტირება

ძვ. წ. IV საუკუნის 80-იან წლებში სპარსეთის წინააღმდეგ გამოვიდა კოალიცია, რომელშიც შედიოდნენ ათენელები, ეგვიპტის ფარაონი ახორისი, კიპრის მეფე ევაგორი, ქალაქი ბარკა ლივიაში, ასევე მცირე აზიის მეამბოხე ტომები - პისიდელები და არაბები პალესტინაში. ძვ. წ. 385-383. სპარსელებმა დაიწყეს საბრძოლო მომედებები ახორისი წინააღმდეგ. თუმცა ეგვიპტის დაპყრობის მცდელობა წარუმატებლობისთვის იყო განწირული. პირიქით ახორისმა დაიწყო თავისი ტერიტორიების გაფართოება და ამხედრებდა მეამბოხეებს, სპარსეთის მეფის წინააღმდეგ ფინიკიაში და კილიკიაში. მან ასევე დააყენა კონტროლი ტიროსზე ფლოტის დახმარებით, რომელიც შედგებოდა 90 ტრიერისაგან. დაიპყრო ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთი ნაწილი. მაშინ სპარსელებმა თავისი ძირითადი ძალები გამოიყენეს, მთავარი მოკავშირის ახორის ევაგორის წინააღმდეგ. ძვ. წ. 391 წელს ქალაქ კიტიასთან მოხდა საზღვაო ბრძოლა. თუმცა დასაწყისში ინიციატივა იყო ევაგორის მხარიდან, სპარსელებმა თავისი მრავალრიცხოვანი ჯარის გამო მოიპოვეს გამარჯვება. ევაგორს მოუწია სალამინისკენ დახევა და იქ გამაგრება. ძვ. წ. 380 წლამდე დადებული იყო ზავი ევაგორის და სპარსეთის მთავარსარდალის მეფე ორონტომის სიძის შორის, რის თანახმად ეგორი იძულებული იყო ეხადა ხარკი, არა როგორც არტაქსერქსის მოახლე, არამედ როგორც მეფის მორჩილი. არტაქსერქსემ ჩათვალა, რომ ომი რომელზეც დახარჯული იყო 15 ათასი ტალანი, ვერ მიაღწია მიზანს და ორონტი ჩავარდა უკიდურეს გაჭირვებაში.

კადუსების წინააღმდეგ ლაშქრობა

რედაქტირება

ძვ. წ. IV საუკუნის 70 წლებში სპარსეთის ომი კადუსიევის ტომის წინააღმდეგ გამოვიდა. კავკასიაში მეფემ შეკრიბა უდიდესი ჯარი და თვითონ გამოვიდა მათ წინააღმდეგ. შეიჭრა მთაგორიან, ნისლიან და ველურ მიწაზე, სადაც კვებდა თავის მეომარებს მსხლით, ვაშლით და სხვა მსგავსი ნაყოფით. იგი შეუმჩნევლად ჩავარდა ძალიან რთულ და სახიფათო მდგომარეობაში, ვერც ჰყიდდა ნაწარმს ადგილზე. გადატანაც შეუძლებელი იყო, ასე რომ იკვებებოდნენ მხოლოდ აყროლებული ცხოველების ხორცით. ვირის თავში სიამოვნებით იძლეოდნენ 60 დრახმს (ანუ 300 გრ. ოქროს).

მეფეს და მის ჯარს უშველა ტირიბაზმა. ტირიბაზი შეუთანხმდა არტაქსერქსეს. ერთთან წავიდა თვითონ, მეორესთან გაგზავნა შილი. იქ ისინი მოტყუებით ცდილობდნენ შთაეგონებინა ორივე კადუსებისთვის, თითქოს თითოეული მათგანი ცდილობდა დაედო სეპარატიული ზავი არტაქსერქსესთან, მეორესგან მალულად. ერთ-ერთი გონიერი ნაბიჯია დაიწყოს მოლაპარაკება პირველმა. ამ გზით მოტყუებული ორივე მეფე გაემართა არტაქსერქსე II-თან მოსალაპარაკებლად. ამ დროს დაიწყო ყინვები და მეფე იძულებული იყო დაბრუნებულიყო უკან უამრავი ხალხის დანაკარგით და დახოცილი ცხენებით. არტაქსერქსეს მეფობის დროს დამოუკიდებლობა მოიპარა კარდუსებმა, ტიბარენებმა, კოლხებმა და სხვა ტომება.

არტაქსერქსეს მეფობის ბოლო და სიკვდილი

რედაქტირება

მიუხედავად ამ წარმატებებისა, აქამენიდების სამეფო ხდებოდა სულ უფრო სუსტი. არტაქსერსეს მეფობის ბოლოს, ბევრი ტომი, რომლებიც ცხოვრობდნენ ძნელად მიუვალ ადგილებში. დაწყებული არავიიდან დამთავრებული შუა აზიამდე. ისინი უკვე არ ემორჩილებოდნენ მას და ხარკსაც აღარ უხდიდნენ. ამ დროს ხორეზმი, სოგდანა და საქსიელი ტომებიდან სპარსეთის მეფის ქვეშერმდომები გახდნენ მისი მოკავშირეები. არეულობა იყო სამეფო ოჯახში. არტაქსერქსეს უმცროსმა ვაჟმა მოაწყო შეთქმულება მამის წინააღმდეგ, მაგრამ იგი გამოაშკარავებული იყო ერთ-ერთი ევნუხის ღალატის გამო. დარიი თვის შილებთნ დასაჯეს სიკვდილით (ერთის გარდა). ხოლო შუათანა შვილი არიასპი, რომელიც იყო ეჭვმიტანილი შეთქმულების მოწყობაში. სიცოცხელ დაამთავრა თვითმკვლელობით. არტაქსერქსეს არ უყვარდა ოხა (უმცროსი შვილი) ამიტომ მას არ ჰქონდა ტახტზე ასვლის იმედი, თავის მემკვიდრედ დანიშნა არსამი, მაგრამ ის მოკლეს სპარსელებმა ოხას დაკვეთით. ამრიგად ოხამ მოიშორა ყველა ტახტის პრეტენდენტი, რის შემდეგ იგი გამოცხადებული იყო მეფის მემკვიდრედ.

არტაქსერქსე გარდაიცვალა ძვ. წ. 359 წლის დეკემბერში 86 წლის ასაკში. მართავდა 45 წელი. თვისი 336 ცოლისაგან, მას ჰყავდა 150 ვაჟი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Рыжов, K. (2001). Энциклопедия - Все монархи мира - Древний Восток. Вече, Москва. ISBN 5-7838-0829-6
წინამორბედი:
დარიოს II
სპარსეთის მეფე
ძვ. წ. 404 - ძვ. წ. 359
შემდეგი:
არტაქსერქსე III