კუნაქსის ბრძოლა
ათი ათასის ლაშქრობის ნაწილი

კუნაქსის ბრძოლა
თარიღი 3 სექტემბერი ძვ. წ. 401 წელი
მდებარეობა ევფრატის მარცხენა სანაპირო
შედეგი ტაქტიკური ფრე
არტაქსერქსე II სტრატეგიული გამარჯვება
10 000 ბერძენის უკან დაბრუნება
მეთაურები
კიროს უმცროსი
ათი ათასი ბერძენი
არტაქსერქსე II
იერვანდ I
ტისაფერნესი
ძალები
10 400 ბერძენი ჰოპლიტი
700 სპარტანელი ჰოპლიტი
2 500 მსუბუქად აღჭურვილი ქვეითი და პეტლასტი
600 ცხენოსანი მცველი
სპარსელი მეომრების დიდი ჯგუფი
40 000
დანაკარგები
მინიმალური
კიროსის სიკვდილი
უცნობია
კუნაქსის ბრძოლა ვიკისაწყობში

კუნაქსის ბრძოლა (ძვ. წ. 401 წელი) — დაპირისპირება აქემენიდური ტახტისთვის მეფე არტაქსერქსე II და კიროს უმცროს შორის. ბრძოლა შედგა ბაბილონიდან 70 კილომეტრში მდინარე ევფრატის მარცხენა სანაპიროზე. ქსენოფონტეს ინფორმაციით, ბერძენი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ ბრძოლაში.

მზადება რედაქტირება

კიროსმა, დაიქირავა 10 000 ჰოპლიტი, 2 500 მსუბუქი ქვეითი და პეტლასტები, სპარტანელი გენერლის კლეარქეს მეთაურობით. მას კიდევ ერთი ჯარი ჰყავდა, რომელსაც მეთაურობდა არიეუსუ.[1]

როდესაც კიროსმა გაიგო რომ მისი უფროსი ძმა, დიდი არმიით უახლოვდებოდა, თავისი ჯარი საბრძოლველად შეკრიბა. მან, ბერძენი ჯარისკაცები მარჯვენა ფლანგზე მდინარესთან განალაგა. ბერძნებთან დასახმაებლად 1 000 ცხენოსანი გაგზავნა. ბერძნებისთვის ამ ბრძოლაში ფლანგზე ყოფნა დიდი პატივი იყო. კიროსი, თავის 600 კაციან დაცვასთან ერთად ცენტრში დადგა, ბერძნებისგან მარცხნივ - ტრადიციულად ეს იყო ადგილი საიდანაც სპარსელები ჯარს მეთაურობდნენ. კიროსის აზიელი ჯარისკაცები მარცხენა ფლანგზე განლაგდნენ.[2]

 

საპირისპიროდ არტაქსერქსემ, თავისი მარცხენა ფლანგი მდინარეთან განალაგა კავალერიასთან ერთად. თავად მეფე, ცენტრში დადგა 6000 კაციანი კავალერიით(რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში). არტაქსერქსეს ჯარი, უფრო დიდად იყო გადაჭიმული რადგან მას თავის ძმაზე ბევრად მეტი ჯარისკაცი ჰყავდა.[3]

კიროსი, მიუალოვდა კლეარქუს და უთხრა გადასულიყო ცენტრში ბერძნებთან ერთად, რათა დაპირისპირებოდა არტაქსერქსეს. თუმცა, კლერქუს არ სურდა ცენტრში გადასვლა - მარჯვენა ფლანგის შიშით - უარი უთხრა და დაჰპირდა, რომ „იზრუნებდა ყველაფერი კარგად მომხდარიყო“. კიროს სურდა ბერძნების ცენტრში გადაყვანა, რადგან მხოლოდ მათ შეეძლოტ სპარსული კავალერიის წინააღმდეგ ბრძოლა. კლერქსუსმა უარი თქვა, რადგან მარჯვენა ფლანგი დაუცველი იყო. ის, რომ კლერქუსი არ დაემორჩილა ამ ბრძანებას, არის ნიშანი იმისა, რომ კიროსი არ აკონტროლებდა თავის ჯარს, როგორც ამას ცხადყოფს რამდენიმე სხვა შემთხვევა ამ კამპანიის განმავლობაში ბრძოლის დაწყებამდე.

ქსენოფონტეს ცნობით, კიროსთან მივიდა საშუალო რანგის ოფიცერი, რათა უზრნველყო ყველა სათანადო ბრძანება. კიროსმა უთხრა რომ სხვერპლშეწირვა იყო, რადგან ამით წარმატება გარანტირებული იქნებოდა.

ბრძოლა რედაქტირება

 
ბრძოლის პირველი ფაზა
 
ბრძოლის მეორე ფაზა


ბერძნები, რომლებიც სპარსელებზე ცოტანი იყვენენ შეუტიეს არტაქსერქსეს მარჯვენა ფლანგს, მიუხედავად უმცირესობისა მათ გაარღვიეს ხაზი, მაგრამ წინ ვერ წავიდნენ რადგან ისრების წვიმა დაატეხეს თავს. მარჯვნიც ყველაფერი გაჭიანურებული იყო, კიროსი მარცხდებოდა და სულ ცოტახანში არტაქსერქსეს მცველმა ჯაველინით მოკლა. (კაცი რომელმაც ჯაველინი ისროლა, მითრიდატე ერქვა და სივდილით დასაჯეს იმის გამო რომ არტაქსერქსეს უნდა მოეკლა კიროსი). მტკიცედ იდგნენ მხოლოდ ბერძენი დაქირავებულები, რომლებსაც კიროსის სიკვდილის შესახებ არ სმენიათ და მძიმედ შეიარაღებულები იყვნენ. კლერქუსმა წინ წაიწია არტაქსერქსესის ჯარის ბევრად უფრო დიდი მარჯვენა ფრთის წინააღმდეგ და უკან დაახევინეს. ამასობაში არტაქსერქსეს ჯარებმა აიღეს ბერძნების ბანაკი და გაანადგურეს საკვების მარაგი.[4]

ბრძოლის შემდეგ რედაქტირება

ერძენი ჯარისკაცისა და მწერლის ქსენოფონტეს თქმით, ბერძნულმა მძიმე ჯარებმა ორჯერ სძლიესმტერს: მხოლოდ ერთი ბერძენი დაიჭრა. მხოლოდ ბრძოლის შემდეგ გაიგეს, რომ თვით კიროსი მოკლეს, რამაც მათი გამარჯვება შეუსაბამო გახადა და ექსპედიცია წარუმატებელი აღმოჩნდა. ისინი იყვნენ ძალიან დიდი იმპერიის შუაგულში, სადაც არ იყო საკვები, არც დამსაქმებელი და არც სანდო მეგობრები. მათ შესთავაზეს თავიანთი თავი, არიუს მოკავშირედ რათა ტახტზე ასულიყო, მაგრამ ამაზე უარი განაცხადა, რადგან არ იყო სამეფო სისხლის წარმომავლობის და მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა. მათ თავიანთი მომსახურება შესთავაზეს ტისაფერნესს, არტაშესის წამყვან სატრაპს, მაგრამ მან უარი თქვა მათზე და ბერძნებმაც უარი თქვეს დანებებაზე. ტისაფერნესს დიდი პრობლემები შეექმნა; რადგან ის ებრძოდა მძიმედ არჭურვილ დიდ არმიას. მან მიაწოდა მათ საკვები და, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, წაიყვანა ისინი ჩრდილოეთისაკენ სახლისკენ, ამასობაში არიეუსი და მისი მსუბუქი ჯარები გამოეყო მათ.

ბერძენი უფროსი ოფიცრები, სულელურად დასთანხმდნენ ტისაფერნესის დღესასწაულზე მოწვევას. ოფიცრები დაატყვევეს და წაიყვანეს მეფესთან სადაც თავი მოჰკვეთეს. ბერძნებმა აირჩიეს ახალი ოფიცრები და გაემართნენ შავი ზღვისკენ კორდუენისა და სომხეთის გავლით, რათა მიეღწიათ ნაპირზე მდებარე ბერძნულ კოლონიებამდე. მათი საბოლოო წარმატება, ათი ათასის ლაშქრობა, ქსენოფონტემ ჩაიწერა თავის ანაბასისში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსენოფონტე, სპარსული ლაშქრობა, თარგმანი. რექს უორნერის მიერ, პინგვინი, 1949 წ.
  • Montagu, John D. Battles of the Greek and Roman Worlds, Greenhill Books, 2000 წ.
  • პრევასი, ჯონ. ქსენოფონტის მარში: სპარსული ლომის ბუნაგში, და კაპო, 2002 წ.
  • უოტერფილდი, რობინ. ქსენოფონტის უკან დახევა: საბერძნეთი, სპარსეთი და ოქროს ხანის დასასრული, ბელკნაპ პრესა, 2006 წ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება