სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარიოსი.

დარიოს IIაქემენიდთა სპარსეთის მეფე ძვ. წ. 423-404 წლებში. არტაქსერქსე I-ის შვილი. სამეფო კარის დიდებულებმა მთელი რიგი მკვლელობების შედეგად გაამეფეს. განიცდიდა თავისი ცოლის (და ნახევარდის), პარისატისის დიდ გავლენას. დარიოს II-ის დროს სახელმწიფოში აჯანყებები მძვინვარებდა, სატრაპიები იბრძოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. სპარსეთს ჩამოშორდა ეგვიპტე (ძვ. წ. 404 წ.). დარიოს II ერეოდა საბერძნეთის შინაურ საქმეებში და სპარტის მხარეზე იბრძოდა ათენის წინააღმდეგ. მის დროს დაიწყო სპარსეთის სახელმწიფოს რღვევის პროცესი.

დარიოს II
Darius II
აქემენიანთა სპარსეთის მე-9 მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 423
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 404
წინამორბედი: სოგდიანე
მემკვიდრე: არტაქსერქსე II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 475
დაბ. ადგილი: ირანი
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 404
გარდ. ადგილი: ბაბილონი
მეუღლე: პარისატიდა
შვილები: არტაქსერქსე II
ასტანი
აკსატრი
დინასტია: აქემენიანები
მამა: არტაქსერქსე I
დედა: კოსმატრიდენა
რელიგია: ზოროასტრიზმი

ადრეული წლები

რედაქტირება

დარიოს I იყო არტაქსერქსე I-ისა და ბაბილონელი ტყვე ქალის კოსმატრიდენას ვაჟი (აქედან მოდის მისი ბერძნული მეტსახელი ნოტ, რაც არაკანონიერად დაბადებულს ნიშნავს, თუმცა ეს ეპითეტი მოიხსენიება უფრო გვიან, მას ასე მოიხსენიებს ბერძენი გეოგრაფი პავსინი) ტახტზე ასვლამდე დარიოს I იყო გირკანის სატრაპი და ბერძნული კლასიკური წყაროების მიხედვით, ატარებდა სახელს ოხ.

კტესიას გადმოცემით, რომელიც არასანდო წყაროა, დარიოს II ოხი ტახტზე ავიდა ქსერქსე მეორისა და სეკუდიანის მცირე ხნიანი მეფობის შემდეგ, გავლენიანი პირების მხარდაჭერით მან სიკვდილით დასაჯა თავისი ძმა სეკუდიანი და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, თუმცა ბაბილონში არსებული დოკუმენტების მიხედვით მისი ძმები მეფეებად არ მოიხსენიება და რჩება შთაბეჭდილება, რომ ოხ-ი პირდაპირ არტაქსერქსე I-ის მემკვიდრეა. ტახტზე ასვლის შემდეგ ძვ. წ. 423 წლის 13 თებერვალს ოხს ეწოდა დარიოს II.

ბრძოლა ტახტისთვის

რედაქტირება

დარიოს II-ზე დიდ გავლენას ახდენდნენ საჭურისები არტოქსარი, არტიბარზანი და აფოცი, მაგრამ მდგომარეობის ნამდვილი მმართველი იყო მისი ცოლი და და, დედოფალი პარისატიდა, რომელიც დარიოსზე დააქორწინეს, როდესაც იგი იყო გირკანის სატრაპი. დარიოსი ცოლს უსიტყვოდ ემორჩილებოდა. გამეფების შემდეგ დარიოსი იძულებული იყო ბრძოლა ეწარმოებინა თავის ძმა არსიტომთან, რომელსაც სურდა მეფობა და მას მხარს უჭერდა არტიფიონი მეგაბიზას ვაჟი. დარიოსმა გაგზავნა მის წინააღმდეგ თავისი მხედართმთავარი არტასირი, მაგრამ ის განადგურებული იქნა ორ ბრძოლაში, რის შემდეგაც არტასირმა მოისყიდა არტიფიონის ბერძენი მეომრები და გაიმარჯვა მესამე ბრძოლაში. არტიფიონი არსიტის დახმარების დაგვიანების გამო იძულებული გახდა დანებებოდა და იმედი ჰქონდა მეფის გულმოწყალებას. დარიოს II-ეს უნდოდა მაშინვე თავი მოეკვეთა არტიფიონისთვის, მაგრამ მეუღლის რჩევით გადაწყვეტილება შეცვალა, ამ მოქმედებით მან არსიტს უჩვენა, რომ იგი მასაც შეიწყალებდა დანებების შემთხვევაში და ასეც მოხდა, შემდგომში პარისატიდის ბრძანებით დარიოსის ამბოხებული ძმები ჩაყარეს ცეცხლმოდებულ ორმოში, სადაც ტანჯვით დაიღუპნენ, ამის გაკეთება დარიოსს არ უნდოდა, მაგრამ ცოლმა მაინც დაარწმუნა ამაში ამით დარიოსს შეეძლო ქსერქსე II სიკვდილის გამო კანონიერი შურისმაძიებელი გამხდარიყო ფარნაკი, რომელიც სეკუდიანის დამხმარე იყო ქსერქსეს მოკვლაში, ამისთვის იგი ქვებით ჩაქოლეს ხოლო მენოსტანი რომელიც ელოდებოდა სიკვდილს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. საჭურისმა არტოქსარმა, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა მეფეზე მოაწყო შეთქმულება მის წინააღმდეგ, მაგრამ საჭურისობის კანონიდან გამომდინარე მას არ შეეძლო უმაღლეს ხელისუფლად ყოფნა ამიტომ არტოქსარმა უბრძანა ცოლს გაეკეთებინა მისთვის ტყუილი ულვაშები და წვერი, თუმცა თავისივე მეუღლის ღალატით შეპყრობილი იქნა პარისატიდეს მიერ და სიკვდილით იქნა დასჯილი.

გაცილებით უფრო სერიოზული შეთქმულება მოაწყო ტერიტევხმა, რომელმაც თავისი მამის გირკანიის სატრაპია მიიღო. მას ცოლად ჰყავდა მეფე ამისტრის ქალიშვილი, მეფის უფროსი შვილი არსაკი, რომელმაც მოგვიანებით მიიღო სახელი არტაქსერქსე II და ცოლად შეირთო გიდარნას ქალიშვილი სტატირე.

ტერიტევხს ჰყავდა მამის მხრიდან ნახევარ და როქსანა, რომელიც გამოირჩეოდა განსაცვიფრებელი სილამაზით და ამასთანავე იყო მშვილდისა და შუბის უბადლო მტყორცნელი. ტერიტეხს უყვარდა თავისი ნახევარდა როქსანა განსხვავებით თავისი ცოლი ამისტრისგან , მაგრამ იმის გამო რომ ძნელი იყო დიდგვაროვან ამისტრთან განქორწინება მან განიზრახა ამბოხის მოწყობა მეფის წინააღმდეგ, აჯანყებისთვის მან მოიმხრო 300 ცნობილი მეომარი და სისხლით შეკრეს ეს კავშირი, მათ გადაწყვიტეს ამისტრი ჩაეგდოთ ტომარაში და მოეკლათ ხმლებით, ამდროისთვის ცნობილი გახდა აჯანყების მზადების შესახებ და ძვირფასი საჩუქრების საშუალებით დაარწმუნეს რამდენიმე ადამიანი რომლებსაც დიდი გავლენა ჰქონდათ ტერიტეხზე გადაერჩინათ თავისი შვილი და მოეკლა აჯანყებული. ტერიტევხი ვაჟკაცურად იბრძოდა მისი დამსახურებით გადარჩა ამისტრი. დედოფალ პარისატიდას შურისძიება იყო საშინელი მისი ქალიშვილის მკვლელობის გამო, ამიტომ შეპყრობილ იქნა ტერიტევხმის დედა, ორი ძმა და ორი და ყველა ცოცხლად დამარხეს. რაც შეეხება როქსანას ცოცხლად ნაკუწ-ნაკუწ დაჭრეს თუმცა ტერიტევხმის შვილი როგორღაც გაექცა სასჯელს, ოდიასტის შვილმა მითრიდატემ, რომელიც აჯანყებაში არ მონაწილეობდა აიღო ქალაქი ზარისი და გადასცა ტერიტევხმის შვილს.

ათენის მარცხი

რედაქტირება

ძვ. წ. 406 წლის გაზაფხულზე სპარტელებმა ისარგებლეს რა ალკიბიადეს არყოფნით, ათენის არმიას მიაყენეს უმნიშვნელო მარცხი რის გამოც ათენელებმა დაუსწრებლად დაადანაშაულეს ალკივიადი დამარცხებაში, ეს უკანასკნელი ამის გამო გაიქცა ფარნაბაზთან.

მამაცი მხედართმთავრის გარეშე დარჩენილი ათენის ფლოტი ბლოკირებული და განადგურებული იქნა. ფლოტის ასაღორძინებლად აკროპოლში შეგროვებული ძვირფასეულობით და ფულით განახლებული იქნა ფოლტი 110 ტრიერით, რომელზეც ხალხის უკმაყოფილების გამო აიყვანეს ამბოხებულები და განთავისუფლებული მონები. ძვ. წ. 406 წელს ათენელებმა არგონიუსის კუნძულებთან ლესბოსთან ახლოს დაამარცხეს პელოპონესის ფლოტი, რომლის დროსაც სპარტელების ასორმოცი გემიდან 70 ჩაძირეს ხოლო ფლოტის მეთაური კალიკრატიდი დაიღუპა. ათენელების გამარჯვების შემდეგ ათენელებმა დაადანაშაულეს სამხედრო სტრატეგები, იმის გამო, რომ მათ ვერ უზრუნველყეს დაჭრილი ათენელების და ჩასაძირად განწირული გემებიდან მეომრების გადარჩენა. მიუხედავად იმისა რომ სტრატეგები ამის მიზეზად ასახელებდნენ შტორმს ყველა სიკვდილით დაისაჯა.

ძვ. წ. 405 წელს ლისანდრი კვლავ იქნა ფლოტის ხელმძღვანელად არჩეული. ათენელებმა თრაკიის ხერსონესტან მდინარე ეგოსპოტამის შესართავთან დააყენეს ხელსაყრელი პოზიცია ლისანდრმა ისარგებლა ამ მდგომარეობირ და მოულოდნელად თავს დაესხა ათენელებს და მათი 180 გემიდან ხელთ იგდო 170 ასევე 3000 ათენელი ჩაიგდეს ტყვედ და შემდეგ ყველა სიკვდილით დასაჯეს.

მდინარე ეგოსპოტამთან დამარცხება ათენელებისთვის იყო სრული კატასტროფა. ძვ. წ. 405 წლის შემოდგომაზე ლისანდრი 150 გემით მიადგა ათენს ამავე დროს ორივე მხრიდან გარს შემოერტყა სპარტელტა ქვეითი ჯარები 404 წელს გაზაფხულზე ათენელები იძულებულები გახდნენ დანებებოდნენ და დაედოთ ზავი, ძალზედ მძიმე პირობებით. იმავე ძვ. წ. 404 წელს ლისანდრმა წერილი გაუგზავნა ფარნაბაზს სადაც მას თხოვდა ალკივიადის სიკვდილით დასჯას რაც ფარნაბაზმა შეასრულა კიდეც.

დარიოსის მმართველობის დახასიათება

რედაქტირება

დარიოსის მმართველობის დამახასიათებელი ნეიშნები იყო: ცენტრალური ძალაუფლების დასუსტება, სასახლის შეთქმულებები და ინტრიგები, სამეფო სახლთან დაახლოებული პირების, გავლენის ზრდა, ყოველიმე ამას დაემატა ისიც, რომ ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს მცირე აზიის სატრაპები მუდმივად ეომებოდნენ ერთმანეთს, რაზეც აქემენიდთა მეფეები ნაკლებ ყურადღებას იჩენდნენ და არ ერეოდნენ აქტიურად. ცალკეული სატრაპები ხშირად აწყობდნნ ამბოხს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ, ბერძენი დაქირავებული ჯარების დახმარების ხარჯზე და ცდილობდნენ მოეპოვებინათ სრული დამოუკიდებლობა, იმის გამო, რომ სპარსელთა მეფეების ადმინისტრაცია აქემენიდთა ჩათვლით, შუღლს აღვივებდნენ მათ მიერ დაპყრობილ ხალხებს შორის, ხშირი იყო დაპყრობილი ქვეყნების ამბოხებები, რასაც მეფეები ახშობდნენ მოსყიდვითა და ძალით. ძვ. წ. 401-408 წლებში მოხდა აჯანყება მცირე აზიაში და მიდიაში, რაც ძნელად იქნა ჩახშობილი.

ძვ. წ. 405 წელს აჯანყება მოხდა ეგვიპტეში ამირტეს მეთაურობით.

დარიოს მეორის მმართველობის შესახებ თიხის ფირფიტებზე შემონახული ინფორმაცია გვატყობინებს რომ იგი დაკავებული იყო დიდი მშენებლობებით განსაკუთრებით ქალაქ სუზაში.

გარდაცვალება

რედაქტირება

ძვ. წ. 405 წლის მარტში ავადმყოფობის გამო ცხრამეტწლიანი მმართველობის შემდეგ დარიოს მეორე გარდაიცვალა ბაბილონში. ნაკშე-რუსტამში არსებული სამი სამარხიდან დარიოსი განისვენებს ერთ-ერთში და იგი აქემენიდთა დინასტიის მეფეებიდან უკანასკნელია რომელიც აქ დაიკრძალა.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება