არახვეთი
არახვეთი[2] — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 1520 მ, დუშეთიდან 61 კმ.
სოფელი | |
---|---|
არახვეთი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქვეშეთი |
კოორდინატები | 42°25′29″ ჩ. გ. 44°32′05″ ა. გ. / 42.42472° ჩ. გ. 44.53472° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1520 მ |
მოსახლეობა | 205[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
დემოგრაფიარედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 205 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | მამაკაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[3] | 250 | 106 | 144 |
2002[4] | 326 | 162 | 164 |
2014[1] | 205 | 110 | 95 |
ისტორიარედაქტირება
ძველი სოფელი თანამედროვე სოფლის მოშორებით, ლომისის მთის ფერდობზე იყო გაშენებული. ვახუშტი მას „არხვეთს“ უწოდებს. XIV საუკუნეში მთიულეთის არაგვის მთელ მარჯვენა სანაპიროსთან ერთად შედიოდა ქსნის საერისთავოში, XV საუკუნიდან არაგვის საერისთავოში. ნასოფლარის ადგილზე შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრის ტიპის სახლები. სოფლის თავზე XIX საუკუნის პატარა დარბაზული ეკლესიაა.
ლიტერატურარედაქტირება
- ზარდალიშვილი გ., გვასალია ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 546.
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 17, თბ., 1987.
- ↑ ს. მაკალათია, „მთიულეთი“, ტფ., 1930, გვ. 11
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.